ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი სეზონისთვის მომზადება დაიწყო

2012/13 სეზონმა ოფიციალურად სტარტი პირველ ივლისს აიღო, ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები კი პირველ შეკრებას უახლოეს დღეებში გაივლიან.ანტონიო კონტეს შეგირდები კიდევ რამდენიმე დღეს დაისვენებენ და ხუთშაბათს, 12 ივლისს Chatillon/Saint-Vincent – ის ბაზაზე შეხვდებიან ერთმანეთს.გუნდი საწყის ეტაპზე იმ რვა იტალიელი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს ვარჯიშებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე სკუადრა აძურასთან ერთად ასპარეზობდნენ, ეს ფეხბურთელებია : ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო, ემანუელე ჯიაკერინი და სებასტიან ჯიოვინკო.ტურინში დაბრუნებამდე ბიანკონერები სამ მეგობრულ შეხვედრას გამართავენ.ბებერი ქალბატონის პირველი მეტოქე ადგილობრივი Val d’Aosta იქნება, შეხვედრა სამშაბათს, 17 ივლისსაა დაგეგმილი.21 ივლისს კი გუნდი ბარიში გაემგზავრება და ტრადიციულ Tim Trophy – ში მიიღებს მონაწილეობას, ტურნირზე ტურინული გრანდის გარდა მილანური გუნდები, “მილანი” და “ინტერი” მიიღებენ მონაწილეობას.

წყარო : Juventus.com

2 thoughts on “ახალი სეზონისთვის მომზადება დაიწყო

  1. ელია არ გაუშვას .. მარტო ამიტომ არ მევასება კონტე რო ელიას შანსი არ მისცა და ტან შემტევი პოტენციალის ფეხბურტელების სახელიც არ მესმის ჯუვემ რო იყიდოს შეტევას რო გაადზლიერებენ ეგეტი გვინდა ფლანგებიდან დატოვოს უნდა ელია ტან ჯოვინკოც აქ არის და ორივე დაგლიჯავენ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.