ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი სეზონისთვის მომზადება დაიწყო

2012/13 სეზონმა ოფიციალურად სტარტი პირველ ივლისს აიღო, ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები კი პირველ შეკრებას უახლოეს დღეებში გაივლიან.ანტონიო კონტეს შეგირდები კიდევ რამდენიმე დღეს დაისვენებენ და ხუთშაბათს, 12 ივლისს Chatillon/Saint-Vincent – ის ბაზაზე შეხვდებიან ერთმანეთს.გუნდი საწყის ეტაპზე იმ რვა იტალიელი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს ვარჯიშებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე სკუადრა აძურასთან ერთად ასპარეზობდნენ, ეს ფეხბურთელებია : ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო, ემანუელე ჯიაკერინი და სებასტიან ჯიოვინკო.ტურინში დაბრუნებამდე ბიანკონერები სამ მეგობრულ შეხვედრას გამართავენ.ბებერი ქალბატონის პირველი მეტოქე ადგილობრივი Val d’Aosta იქნება, შეხვედრა სამშაბათს, 17 ივლისსაა დაგეგმილი.21 ივლისს კი გუნდი ბარიში გაემგზავრება და ტრადიციულ Tim Trophy – ში მიიღებს მონაწილეობას, ტურნირზე ტურინული გრანდის გარდა მილანური გუნდები, “მილანი” და “ინტერი” მიიღებენ მონაწილეობას.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
megreli-juventino
12 years ago

ელია არ გაუშვას .. მარტო ამიტომ არ მევასება კონტე რო ელიას შანსი არ მისცა და ტან შემტევი პოტენციალის ფეხბურტელების სახელიც არ მესმის ჯუვემ რო იყიდოს შეტევას რო გაადზლიერებენ ეგეტი გვინდა ფლანგებიდან დატოვოს უნდა ელია ტან ჯოვინკოც აქ არის და ორივე დაგლიჯავენ

uta facacia
12 years ago

ლუსიო არ მინდა იუვეში წავიდეს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x