მაურისიო ისლა – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული
2007 წელს იტალიურ “უდინეზეში” გადმობარგების შემდეგ მაურისიო ისლა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე უნიჭიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.სისწრაფე, ტექნიკა, აგრესიული შეტევა და დაცვა ფრიულის სკაუტებს არ გამორჩენიათ და U20 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ისლა აპენინურ გუნდში მოიწვიეს.მაურისიომ საფეხბურთო კარიერა “უნივერსიდადა კატოლიკაში” ფორვარდის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შემდეგ სპეციალისტებმა მისი გამოყენება ვინგერის პოზიციაზე ამჯობინეს.ისლას სწრაფი, აგრესიული შემტევი პოტენციალი ჩილეს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მარსელო ბიელსას არ გამოჰპარვია და 2007 წელს, ახალგაზრდა ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.”უდინეზეში” გატარებული ხუთი წლის მანძილზე 24 წლის ფეხბურთელს არაერთ პოზიციაზე უასპარეზია : ნახევარდაცვაში, დაცვაში, შეტევის ფლანგებზე.საერთო ჯამში, უდინური გუნდის მაისურით ისლამ 151 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.ახლა ის თანამემამულე არტურო ვიდალთან ერთად ბებერ ქალბატონში იასპარეზებს და შეეცდება, ანტონიო კონტეს გუნდს კრეატიულობა შესძინოს.
ისლა მადრიდის ფანია ხეირს არ დაგვაყრის დიდად არ გამხარებია ისლას გადმოსვლა
shalalo
სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, არ ვიცი ოფიციალურად დაადასტურებენ თუ არა, მაგრამ ჩვენი საკუთრებაა ეგ უეჭველია ))
სავარაუდოდ რა ნომრებს მიცემენ ჩემი აზრიტ ასამოა 26 ისლა 28
რა ნომრები აიღეს არ ვიცით?
ყოველთვის მომწონდა ისლა საკაოდ კარგი და ჟილკიანი ფეხბურთელია თან ფააქტიურად ყველგან თამაშობს და იმედია დიდ წარმატებასაც მიაღწევს ჩვენთან ერთად

აუ ვინები გვიყიდია კონტე ცოტა აზზრზე არ არის კიდევ რას შვება ერტი სუპერ ფორვარდი გვინდა სუარესი გვინდა და მორჩა
ადმინ ლეალიზე რა ხდება ? ხო არ გადაიფიქრეს ამათმა ყიდვა? როდის დაადასტურებენ ტრანსფერს, მარტო მაგის მერე ვიქნები მშვიდად… თუ რამე სიახლე იქნება დადე რა…