ოფიციალურად : ლეალი “იუვენტუსის” ფეხბურთელია
საფეხბურთო კლუბი ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად ადასტურებს “ბრეშიადან” ნიკოლა ლეალის ტრანსფერს.19 წლის მეკარემ ბიანკონერებთან კონტრაქტს 2017 წლის 30 ივნისამდე მოაწერა ხელი.“უბედნიერესი ვარ, ოცნება რეალობაც მექცა.ჩემს ასაკში ასეთ პრესტიჟულ კლუბში თამაში დამატებითი მოტივაციაა, პროგრესი აუცილებელია.იყო ისეთი ჩემპიონის თანაგუნდელი, როგორიც ჯანლუიჯი ბუფონია, საოცარი პატივია.ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ და მუხლჩაუხრელი შრომა მჭირდება იმისთვის, რომ გაცებული ავანსები გავამართლო, – განაცხადა ნიკოლა ლეალიმ.აქვე გეტყვით, რომ “ბრეშიას” ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილ ლეალის სერია A – ში დებიუტი 2011 წლის 15 მაისს ჰქონდა, “ჩეზენას” წინააღმდეგ.მისმა გასაოცარმა რეფლექსებმა და პოზიციის სწორად შერჩევის უნარმა მალევე მიიქცია “ბრეშიას” ხელმძღვანელობის ყურადღება და გასულ სეზონში, სერია B – ში ნიკოლამ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
საღოლ, საღოლ… აუ როგორ გამისწორდა ეს ეხა ოფიციალურად რო დადასტურდა, თან სრულად გვეკუთვნის და არა 5ო% ესაა ჩვენი მომავალი კიპერი… სენ გენაცვალე ბიჭოოო :))))

ძალიან გამიხარდა, ეხლა არენდა ეგრევე რომელიმე სერა A გუნდში და ეგაა …
ესეიგი ეს ტრანსფერი არის უსერიოზულესი კაპიტალ დაბანდება. ვისაც ნანახი გაქვთ ლეალის თამაშები დამეთანხმებით. რაც შეეხება სუარეს-ს ნუ მიაქცევთ ისეთ ჭორიკანა საიტს ყურადღებას როგორიც მსოფლიო სპორტია. გაზეტადან დაწყებული ტუტტოიუვეთი დამთავრებული ყველაფერი ვნახე და არასად მსგავსი ინფორმაცია არ დევს.