ლუსიო : “ტურინში გამარჯვებებისთვის მოვედი”
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ ბრაზილიელი მცველის, ლუსიმარ პერეირა და სილვას ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დაადასტურა.ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ლუსიომ ბებერი ქალბატონის ფეხბურთელის სტატუსით პირველი განცხადება გააკეთა : “იუვენტუსში” გამარჯვებისთვის მოვედი.ბედნიერი ვარ, ეს ახალი გამოცდილება, ახალი თავია ჩემს ცხოვრებაში.”ინტერი” ? – წინ ვიყურები, წარსული უკან დარჩა.არასდროს ვფიქრობ იმაზე, რა მოვიგე შარშან ან ორი წლის წინ, ყოველ წელს მუხლჩაუხრელად ვვარჯიშობ, რათა მომავალში ისევ გავხდე გამარჯვებული.”იუვენტუსი” ყოველთვის იყო იტალიის უძლიერესი გუნდი და ამაზე ყველა საუბრობს.ახალი სტადიონი – ეს კიდევ ერთი იარაღია.ბებერ ქალბატონზე შესანიშნავი წარმოდგენა მაქვს და იმედს ვიტოვებ, თანაგუნდელებს წარმატებაში დავეხმარები.კონტეს ვარჯიშები ? – იმდენად კარგია, რომ ვარჯიშის სურვილს გიღვივებს.თუ კარგად მუშაობ, მოედანზე არ გიჭირს.გზავნილი გულშემატკივრებს ? – მე მზად ვარ, ჩემი ტექნიკითა თუ გამოცდილებით ყველაფერი გავიღო ამ კლუბისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველები ვიყოთ.”
რამდენი წლის არის???
რა ნომერს დაიდებს? 6-ს?
welcome !
ვნახოთ ვნახოთ წარმატებები ვუსურვოთ.
ვაიმე როგორ არ მევასებოდა ეს ფეხბურთელი და ახა არ გინდა ამის შეყვარებააა :-D :-D :-D :-D
ველქოომ