გაბიადინი : “იუვენტუსის ინტერესს ვგრძნობ”
“ატალანტას” ახალგაზრდა ფორვარდს, მანოლო გაბიადინის ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.როგორც სჩანს, კლუბებმა საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სულ მალე, 20 წლის წინახაზელი ბებერ ქალბატონთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.Tuttomercatoweb – თან ინტერვიუში ბიანკონერების მხრიდან ინტერესზე თავად ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ისაუბრა : “გასული სეზონი ? – ვფიქრობ, საკმაოდ კარგი იყო.სამწუხაროა, რომ ჩემპიონატის დაწყება -6 ქულიდან მოგვიწია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვეძლო გაცილებით მაღალი ადგილებისთვის გვებრძოლა.ეს მხოლოდ დასაწყისია, სერია A – ში ეს ჩემი სადებიუტი წელი იყო.”იუვენტუსი” ? – ამ კლუბის ინტერესს ვგრძნობ, თუმცა მშვიდად ვარ, ყველაფერს აგენტი აგვარებს.მანამ, სანამ ტურინელებთან კონტრაქტს არ გავაფორმებ “ატალანტას” წევრი ვარ და სწორედ ამ კლუბზე ვფიქრობ.”
აუ კაი რა ცოტა დიდი ტრანსფერები გვინდა.ვინები არიან ახლა ეს,ან კიდე ისლა და არც ასამოაა იმ დონის,კაი რა,ვერ ხვდებით როგორ აჯდებიან მაყუთს?

23 თამაშში მიიღო მონაწილეობა აქედან

5 თამაშში საშუალოდ 5 წუთი ითამაშა
5 თამაშში 10 წუთი
4 თამაშში 25 წუთი
6 თამაშში ტაიმზე მეტი
და 3 თამაში თითქმის სრულად
შეიძლება ცოტა მეტი უნდა შეეგდო მარა 20 წლის ფეხბურთელისთვის სტსტისტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არააქ
ikajuve1011
თამაშის ხარისხს გააჩნია, ყოველთვის აქტიური იყო როცა შემოვიდა (ყველა თამაში არ მინახია ატალანტას) ფიზიკურად ძლიერია, სუფთა ცენტფორვარდია, ფეხითა სერიოზულად თამაშობს და თავით ერთერთი საუკეთესოა ფაქტიურად ყველა ორთაბრძოლას იგებს თავით
ბოლო 10 წუთში რო შემოდიხარ წაგებულ ტამაშში ძნელია გოლის გატანა
მეტი დრო რო ქონოდა უფრო ბევრ შეაგდებდა
ხო ვიცი რო ცოტას თამაშობდა.. მარა მაინც ძალიან ცუდი სტატისტიკა რომ აქვს ფაქტია : ))
შარშან 809 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.. ჩამი აზრით ნაადრევია ამის ტრანსფერი. ჯერ ააბსოლიტურად არაფერი უჩვენებია, თუ არ ჩავთვით ასაკობრივ ნაკრებში გატანილ რამდენიმე გოლს..
მოდი მოდიიი