ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

იტალიის სუპერ თასის შეხვედრა 2012/13 სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი იქნება, მანამდე კი ტურინელები სამ მეგობრულ დაპირისპირებას სხვადასხვა ქვეყნებში გამართავენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეს ნაცვლად ბიანკონერები გერმანიასა და შვეიცარიას მოინახულებენ.Val d’Aosta – ს შეკრებიდან ხუთი დღის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები გერმანიის დედაქალაქს, ბერლინს ეწვევიან და 28 ივლისს ადგილობრივ “ჰერტას” გაეჯიბრებიან.მიუხედავათ იმისა, რომ ბერლინელები გასულ სეზონში პირველი ბუნდესლიგის მიღმა დარჩნენ, “ჰერტა” გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბად რჩება, მითუმეტეს ოქროს სინი მათ ორჯერ აქვთ მოგებული.1 აგვისტოს ბებერი ქალბატონი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში “ბენფიკას” ეთამაშებიან, კლუბი მდიდარი ისტორიით, გასული ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტი და პორტუგალიის 27 გზის ჩემპიონი.მეგობრული მატჩები 4 აგვისტოს დასრულდება, სალერნოში, როცა შავ-თეთრები “მალაგას” დაუპირისპირდებიან.გასულ სეზონში არაბი შეიხის გუნდმა პრიმერა დივიზიონში მეოთხე პოზიცია დაიკავა და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, ასე რომ, მათთან თამაში საკმაოდ სერიოზული გამოცდილებაა.ამ სამი მატჩის შემდეგ ტურინელები დაისვენებენ და შორეულ ჩინეთში, იტალიის სუპერ თასის გასათამაშებლად გაემგზავრებიან.

წყარო : Juventus.com

16 thoughts on ““იუვენტუსი” 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

  1. giogio8428

    1892 წელს დაარსებული გუნდი გერმანიის დედაქალაქში, ორგზის ბუნდესლიგის მფლობელი, ხუთგზის ვერცხლისმედალოსანი, მეორე ბუნდესლიგის ორგზის ჩემპიონი, გერმანიის თასის ორგზის გამარჯვებული, გერმანიის თასისა და გერმანიის სუპერ თასის ფინალისტი, ინტერტოტოს თასის მფლობელი ))

    ეხლა შენს საფეხბურთო ცნობიერებაზე იყოს ძმაო, ისტორიული გუნდია თუ არა ჰერტა ))

  2. 1juve
    ალბათ იცი რატომ არ ეთამაშებიან უფრო მაგარ კლუბებს იმიტომ რომ კონტერს არ უნდა სტილი შეისწავლონ :D :lool: :lool: მაინც რა იცი სად გადაეყარონ და არ უნდა ტაქტიკაში გაიჭეოს :lool: :lool:

  3. ჰერტა ის არ არის კობიაშვილი რომ თამაშობს :D თამაშობს რა თამაშობდა :D უძლიერესი გუნდია აბა აბა დიდი ისტორიის მქონე :lool: :lool: :lool:

  4. მეგობრებო და თანაგულშემატკივრებო! :oldman: ჩემი სახით კიდევ ერთი ჯუვეს გულშემატკივარი შემოგიერთდათ. ხაი ოლ :forza:

  5. ყველა მაღალი დონის გუნდი ან აღმოსავლეთ აზიაში ან შორეულ დასავლეთშია ( ამერიკა, კანადა ), ჩვენ რატო გავაუქმეთ ეგ მაინტერესებს მაგრამ არ ვიცი ))

    მთავარია კარგი მომზადება გაიარონ თორემ შარშან რა, ბეტისთან და სპორტინგთან გვქონდა თამაშები, უბრალო მოთელვაა..

    1. ამერიკული ტურნე ჩაიშალა და თავისთავად რეალთან თამაშიც ჩაიშალა, ლიგაზე შევხდებით მადრიდულ ბულკს :lool: გული არ დაგწყდეს ძმა :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.