ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუსიო – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული

ლუსიმარ პერეირა და სილვა, საქვეყნოდ ცნობილი როგორც ლუსიო – უკომპრომისო ცენტრალური მცველი, რომელსაც მაღალი სათამაშო კლასითა და გამოცდილებით თამამად შეუძლია იამაყოს.მისი ტრანსფერი ტურინის “იუვენტუსის” დაცვას თავდაჯერებულობასა და საიმედოობას შესძენს.დაიბადა ბრაზილიაში, 1978 წლის 8 მაისს.საფეხბურთო კარიერა 1997 წელს “ინტერნასიონალში” დაიწყო.მისი კარგი თამაში სულ მალე გერმანულმა ლევერკუზენის “ბაიერნმა” შენიშნა და 2001 წელს, ლუსიო ევროპაში გადმობარგდა, მიუნხენის “ბავარიაში” გადასვლამდე კი “ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშიც ითამაშა.ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერ თასი სამ-სამჯერ აქვს მოგებული.2009 წელს მილანის “ინტერში” ტრანსფერის შემდეგ მის ტიტულებს სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის, ორი იტალიის თასი და იტალიის სუპერ თასი დაემატა.სანაკრებო დონეს რაც შეეხება, 2002 წელს იაპონია – კორეაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, აღსანიშნავია ასევე კონფედერაციის თასის ჩემპიონობა, 2005 და 2009 წლებში.34 წლის გამოცდილი მცველი ანტონიო კონტეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს და გასულ სეზონში მოგებული ტიტულის შენარჩუნებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
12 years ago

ბეპე ჯიგარი ხარ :love: ლუსიო წარმატებები აბა, კეთილი იყოს შენი ფეხი იუვენტუსის დიდ ოჯახში :davliot:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x