ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 4 ივლისი

ტურინის “იუვენტუსი” ახალგაზრდა ტალანტების ძიებაშია.Sportmediaset – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდში ამჟამად შანსი “პრო ვერჩელის” ცენტრალურ მცველს, ალბერტო მასის მიეცემა.19 წლის უკანახაზელი წინასასეზონი მომზადებას ბიანკონერებთან ერთად გაივლის და სავარაუდოდ, მონაწილეობას Trofeo Tim – ის გათამაშებაშიც მიიღებს, რომელიც 21 ივლისს ჩატარდება ბარიში.სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რომელ კლუბში გაუშვებენ მასის არენდით, მანამდე კი მას საშუალება ექნება, ისეთი მცველების გვერდით ივარჯიშოს, როგორებიც ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ლუსიო არიან.სრულიადში იხილეთ მეტი…

“სიენას” სპორტული დირექტორი, სტეფანო ანტონელი დღეს მილანში ფაბიო პარატიჩისა და ჯუზეპე მაროტას შეხვდა, სასაუბრო თემა რა თქმა უნდა მატია დესტროს საკითხი გახლდათ.La Gazzetta Dello Sport – ის მტკიცებით, ბიანკონერების ხელმძღვანელობა ცდილობს, ახალგაზრდა ფორვარდის უფლებათა პაკეტის ის 50 % შეიძინოს, რომელსაც “სიენა” ფლობს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები “ჯენოასთან”.

დესტროს ხელში ჩასაგდებად ჯუზეპე მაროტას კიდევ ერთი გეგმა აქვს : მანოლო გაბიადინის “სიენაში” არენდით გაშვება.”ატალანტას” ახალგაზრდა ფორვარდი ბიანკონერებთან კონტრაქტს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააფორმებს, შემდეგ კი არენდის წესით სიენას მიაშურებს, მის სანაცვლოდ კი ტურინში მატია დესტრო ჩამოფრინდება.

Il Corriere Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს 48 საათში ჯუზეპე მაროტა ოფიციალურ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში გეგმავს, მისი მთავარი მიზანი კი ტოპ კლასის ფორვარდის ხელში ჩაგდება იქნება.ბიანკონერების გენერალური დირექტორი ეწვევა ლონდონს და “არსენალთან” მოლაპარაკებებს რობინ ვან პერსის თაობაზე გამართავს, ასევე ლივერპულს ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით და მანჩესტერს, ედინ ჯეკოს ან მარიო ბალოტელის გასაფორმებლად.ვნახოთ, როგორ დასრულდება იტალიელების “გალაშქრება” ნისლიან ალბიონზე.

ნიკოლა ლეალის, ლუსიოს, მაურისიო ისლას, კვადვო ასამოასა და პოლ პოგბას გაფორმების შემდეგ ბებერი ქალბატონის მთავარი საფიქრალი ახლა წინახაზის გაძლიერებაა.ანტონიო კონტეს გუნდისთვის იდეალური ვარიანტი “ლივერპულის” ფორვარდი, ლუის სუარესია და ყველაზე მეტად ჯუზეპე მაროტა სწორედ მის შეძენას ეცდება.ურუგვაელის ხელში ჩაგდება არც ისე ადვილი მისიაა, მითუმეტეს, წითლების ახალ დამრიგებელს 24 წლის შემტევთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მის გასხვისებას არ აპირებს.Daily Mail – ის ცნობით კი, ლივერპულელები კარგი შემოთავაზების შემთხვევაში სუარესს შეელევიან და მის სანაცვლოდ გუნდში “ნიუკასლის” წინახაზელს, სენეგალელ დებმა ბას მოიყვანენ.

წყარო : Calcionews24; Tuttojuve; Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
levani giligashvili
12 years ago

სუარესი არ გადმოვა და ისევა ვან პერსიზე ვიჩალიჩოთ ჯობია

Samtrediel90
12 years ago

ეეეე,ოღონდ ჯეკო არა რა…
მაროტ ბარემ ლონდონშოი ხარ და ტორესს გამოლაპარაკებოდი ჰა?? :chuvak:

12 years ago

კი მაგრამ ეს დესტრო რა გახდა ან რა გააჭირეს საქმე :) დავიღალე უკვე,დესტრო,დესტრო!!!!!!!!!!!!

d a v i d
12 years ago

kuna25

აი მაროტა რისი მაქნისია შარშანდელი სეზონიდან დავიწყოთ: პირლო, ვიდალი, კასერესი, ლიხტშტაინერი, ისლა, ლეალი, პოგბა, ვუჩინიჩი, ასამოა, ჯოვინკო, ლუსიო, დაბრონილია ასევე გაბიადინი დესტრო ვერატი მეტი რა გინდა? და კიდო არ ჩერდება ტოპ თავდამსხმელის ყიდვისთვის როგორც ვხედავტ თავს არ ზოგავს და თუ ფეხბურთელს არა აქ სურვილი იუვეში თამაშის ეს ბეპეს ბრალი არაა ხო? :forza:

d a v i d
12 years ago

წარმატებები ბეპე ხელცარიელი არ დაგინახო ტურინში :chuvak: ოღონდ პერსი არ იყოს და ჯანდაბას რამე სუვენირი წამოიღე თუ ფეხბურთელები არ გამოგყვენ :lool: :forza:

kuna25
12 years ago

მინიმუმ ზამთრამდე იქნება საუბარი ტოპ თავდამსხმელზე, სამწუხაროდ ვერც სუარესს ვიყიდით,ვერც ვან პერსის და ვერც კავანის, რისი მაქნისიცაა მაროტა უკვე მერამდენე წელია ამტკიცებს

mishka berianidze
12 years ago

ნეტავ ლუის სუარესი იყიდონ და არაფერი მინდა მაგრამ როგორ არ ვთქვა მარცხენა მცველი რო არის საჭირო და ამ პოზიციაზე კოლაროვი დაგვხატავდა
ასე რომ
კოლაროვი, სუარესი, დესტრო და ერთი ნახევარ მცველი ანუ ან რამირესი, ან ნაინგოლანი მე ორივეს დიდი სიამოვნებით ავიყვანდი
აი ეს ტრანსფერები მინდა.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x