ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

I’m a LEGEND, ალესანდრო დელ პიერო 700

ბერტ ლანკასტერის გმირი, ძველმოდურად, გემოვნებით ჩაცმული ბაბუ ჰოსპიტალში გამვლელებს ათვალიერებს. ძირითადად, მოხუცის თვალები ლამაზი გოგონას, ან კოხტად ჩაცმული ქალბატონის დანახვაზე ინთება. დაუძახეს გამოკვლევაზე. ექიმი ახალგაზრდა გოგონაა. ოდნავ ღრმა, ბაბუსთვის ზედმეტად ღრმა დეკოლტეთი და მკვლელი, შავი თვალებით…

–         სერ, მე ემი ვარ. იცით, მე მჯერა, რომ პაციენტებთან უნდა ვიმეგობრო. პაციენტები ჩემთვის მხოლოდ გადასახადების დაფარვის ვარიანტი არ არის. პაციენტი მეგობარია, რომელიც შეიძლება ცოტა გვიან გავიცანი, მაგრამ ის უკვე ჩემი მეგობარია (ემი ბაბუსკენ იწევა, პერანგი ოდნავ იხსნება, ნიავი ექიმის თმას შლის, პაციენტისკენ მენთოლის? კი, მენთოლის არომატი მოაქვს).

–         ემი, მე თქვენთან მეგობრობა მინდა. გააჩნია, სადამდე წავალთ, საყვარელო.

–         ბოლომდე, სერ, ბოლომდე. სერ, გჯერათ ცრურწმენის? ნუ, დავუშვათ, იღვიძებთ და მარჯვენა ფეხზე დგებით?

–         ემი, საყვარელო, ჩემს ასაკში გაღვიძება უკვე ცრურწმენაა. და, როგორც შენ თქვი, ჩემო კარგო, მოდი, ვიმეგობროთ (ბაბუმ დერეფანში გამსვლელ ფანჯარას ფარდა ბოლომდე ჩამოაფარა).

ალესანდრო დელ პიეროს ასაკში ფეხბურთის თამაში ბევრისთვის ცრურწმენაა. ხედავ, როგორ ცელქობენ პრივატულ საღამოზე ის პორტუგალიელი პიჟონი და პერის ჰილტონი. ხედავ უეინ რუნის და ცხრა მამის შვილს, 19 წლის კოლუმბიელ გოგონას, რომელიც 1 500 ევროდ ყველგან გაკოცებს. ხედავ ფეხბურთის ნიქ ქეივს, სენიორ ლეო მესის, რომელიც ხან ქეივია, ხან – იერონიმ ბოსხი და მომენტებში – ტომ სოიერი. ლეო ერთი და ბევრია. მთელი ლეგიონი.

ალესანდრო დელ პიერომ მეშვიდასე (700) თამაში გაიფორმა. რეკორდი. „იუვეს“ კიდევ ერთი რეკორდი. დელ პიერომ „იუვენტუსს“ კიდევ ერთი გოლი დაუტოვა. სამახსოვროდ, დიდი მოქანდაკისგან.

და ხედავ სარკეს, სადაც ისევ ის, უბრალო ბიჭის უბრალო თვალები და სუფთა იტალიური სიფათია. დიდი თვალები, წვრილი ტუჩები, სახის რელიეფში მყარად ჩამჯდარი ცხვირი. ალესანდრო დელ პიეროს სარკე ალესანდრო დელ პიეროს იმახსოვრებს. ნაოჭებში სითბო ასაკს ეფერება და აძინებს. თვალებში – გლადიატორის ტკივილი. თმაში – წლების ანარეკლი.

ოთხშაბათს ჯიემჯიზე ფეხბურთის ვუდსტოკი წავიდა. ერთ არხზე გერმანული გარჩევები მიდის, არიენ რობენი ბურთს და ოკულისტს ეძებს. ცოტა გვიან, მეორე არხზე ”რეალის” ბალელშიკი ”რეალის” ყველა გოლს განიცდიდა. პორტუგალიელმა ისევ იპიჟონა და ”ატლეტიკოს” აარტყა. რეალური Fuck off ფეხბურთის რიკი მარტინისგან.

”რეალამდე”, ისევ იმ არხზე ”იუვენტუსი” და ”ლაციო” იტალიურ ეზოში ჩამოჯდნენ, მკლავები აიკაპიწეს და ”იუვენტუსმა” ხმამაღალი, ცოტა უხეში საუბარი შეუშვა. ”ლაციო” დგას, არ ნერვიულობს, ძლებს.

”იუვენტუსმა” ერთჯერადი სიმონე პეპეს ერთჯერადი გოლით დაისვენა და ”ლაციომ” ეგრევე ფიქსატორი გახსნა, ”იუვე” ტურინში აჭრა. 1:1.

”იუვენტუსი” ინგლისურად, აი, კანადის ჰოკეის ნაკრები რომ აწვება ყველას, ისე მიაწვა ”ლაციოს”. ცოტა ფანტაზიით და ბრიტანული ან მარკ მესიეს სიჯიუტით. ანტონიო კონტე ამ მანქანის, ”იუვენტუსის”  მექანიკოსია და კონტემ ჩახუთული სივრცე გაანიავა, სალონში ჰაერი შეუშვა.

ჰაერი ალესანდრო დელ პიეროა.

კინომანები და ძაან სერიოზული კრიტიკოსები არ იხსენებენ ფილმს A Walk in the Clouds. მშვიდ, ოჯახური მუღამებით გაშლილ ფილმს, სადაც ენტონი ქვინი არარეალურად მაგარია. ქვინი სიმშვიდეში დაბერებული ბაბუა, რომელიც სიტკბოს, სიყვარულს არიგებს და პოლ სატონის შოკოლადს პარსავს. ქვინი, ანუ დონ პედრო არაგონი სატონს ერთ მომენტში, ქალის და მამაკაცის შედარების დროს, ასიანს ეუბნება – Talking between men and women never solves anything. Where we think, they feel. They are creatures of the night. მაგარი გარტყმულია. თუ ამის სათარგმენლად ლექსიკონი გვინდა, ვიღებთ ლექსიკონს. არაგონი ცხოვრების ლექსიკონიდან ამბობს სათქმელს.

სხვები, ”ლაციოს” თერთმეტი და ”იუვენტუსის” რვა ტიპი ფიქრობს და დელ პიერო გრძნობს. ბოლოში, ვუდსტოკის ბისამდე, ბაბუმ ბონუსი, საჯარიმო დარტყმა მიიღო. სიტუაცია გაშიფრა, ბურთი გაასწორა, გახედა ”ლაციოს” კარს, მეკარეს, ტურინის არენას გადახედა. ”იუვეს” კიდევ ორი მოქანდაკე, ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო ალესანდროს ელოდებიან.

დელ პიერო ოთხ ნაბიჯში მივიდა ბურთთან, ძმაკაცურად ამოარტყა და ”იუვენტუსმა” ალესანდროსგან კიდევ ერთი ლიმონჩელო მიიღო. 2:1. დესერტი. გემრიელი დესერტი.

ცხრილში ტურინული სიტუაციაა – 1. ”იუვენტუსი”, 68 ქულა,  2. ”მილანი”, 67.

დელ პიეროს ასაკში ფეხბურთის თამაში კლასიკაა. სხვებისთვის ალესანდროს ბოლო შედევრი,  ბურთთან ბოლო ჩაძმაკაცებაც ცრურწმენაა. ცრუ ეს ტიპები არიან.

ალესანდრო დელ პიერო ხედავს სარკეს, სადაც ისევ ის, უბრალო ბიჭის უბრალო თვალები და სუფთა იტალიური სიფათია. სარკე ხედავს ალესანდროს და შუშის თვალს უკრავს. სარკეში ისევ ის იტალიური სიფათია და სარკეს ეს მოსწონს – დიდი თვალები, წვრილი ტუჩები, სახის რელიეფში მყარად ჩამჯდარი ცხვირი. ალესანდრო დელ პიეროს სარკე ალესანდრო დელ პიეროს იმახსოვრებს. ნაოჭებში სითბო ასაკს ეფერება და აძინებს. თვალებში – გლადიატორის ტკივილი. თმაში – წლების ანარეკლი.

ფეხბურთი, ”იუვენტუსი”, ყველა ერთჯერადი ტიპი და ხელოვნურად კრიტიკული კრიტიკოსები ემია. ის დეკოლტეიანი ექიმი, ბერტ ლანკასტერთან ხელოვნურად, სიტყვებით მეგობრობა რომ უნდა.

დელ პიერო ის ბაბუა. ძველმოდურად, გემოვნებით ჩაცმული ტიპი, რომელსაც თვალები გაჩერებული ბურთის დანახვაზე ენთება.

ბაბუმ ემის გაუღიმა, დერეფანში გამსვლელ ფანჯარას ფარდა ბოლომდე ჩამოაფარა.

და როგორც შენ თქვი, ჩემო კარგო, მოდი, ვიმეგობროთ.

ალესანდრო დელ პიერო – The LEGEND.

სტატია მოამზადა ზურა თალაკვაძემ

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

21 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

:love: :forza: :forza: :forza:

mesdel
12 years ago

გმადლობ ძვირფასო ავტორო რო ესე გაგვახარე შენივე შექმნილი სიყვარულით ..თუმა რა ბაბუ რის ბაბუ??კაი რა……ამ სიტყვამ არ მომცა საშვალება ბოლომდე წამეკითხა..ისე იწერები თIთქოს ბეხზე ვერ იდგეს..ალეს ასაკში უამრავი თამასჰპობს..რაულ გონსალეს ბლანკოტი დავიჭყებ…ანდრეა პირლო,,საკმარისია მემგონი შენკიდე გამოიყვანე შენივე წოდებული ბაბუთი უვარგისმა რაგაც შექმნაო რა

საბა შიოშვილი

თAვიდან რო წავიკითხე ბილწი სცენები დამიდგა თვალწინ :lool:

nika kakabadze
12 years ago

საღოლ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

lady ledi
12 years ago

ჩემი ♥ :love: :love: :love: :juvee: ძნელია გადმოსცე წუხილი-უყურებდე იუვეს ალეს გარეშე :vaime: :love: :love: :love:

delpieronedved
12 years ago

მაგარი იყოო ძაან :love: :kiss: :forza:

malxazi ediberidze
12 years ago

გმადლობთ!

12 years ago

ბრავო და ბრავისიმო ავტორ! დამბურძგლაააააააააა

juventino3969
12 years ago

საღოლ მაგარი ხარ :forza: :forza: :forza:

giortgi
12 years ago

აუუ მაგარია ძან…. :forza:

seba
12 years ago

ყოჩაღ ავტორს. ცრემლი მომადგა დედას ვფიცავარ. სიტყვებით ძნელია გადმოიცეს თუ რას ნიშნავს ალესანდრო დელ პიერო იუვეს ჭეშმარიტი გულშემატკივრებისთვის. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. გრანდე ალე!!!

valeri elisabedashvili
12 years ago

ცრემლი მომადგა :love:

Nachke
12 years ago

del piero italy

ცენზურაა საიტზე :yes:

vako-10
12 years ago

ალე ჩემთვის ყოვლეთვის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება მან შემაყვარა მე ფეღბურთი
მადლობა ალე და მადლობა ამ სტატისთვის gvasaს

zauri kekelidze
12 years ago

დელპი სჰენ სჰექმენი ის რაც ვერ სჰექმნა ზალიან ბევრმა და ზლიერმა ვარსკვლავმა.სჰენ ერტადერტი ხარ და განუმეორებელი..მე კიდე ერტი მიგამი მააქ როდის დიცყება და სად გადავ ალექსი.

dito chanturia
12 years ago

:forza: :forza: ბრავო კარგი იყო

demetre kutalia
12 years ago

ძალიან ლამაზი სტატია. ავტორს უღრმესი მადლობა. საუკეთესო საიტი გვაქვს იუვეს ფანებს. ძალინ დახვეწილი.
დელ პიერო ყოველთვის დარჩება ჩვენთან. ის არსადაც არ მიდის :forza:

JuventinoToko
12 years ago

დიდიებული ფეხბურთელია დელ პიერო. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ალე იუვენტუსში მწვრთველად დაბრუნდება და ეს ძალიან მალე მოხდება…

Gela Labadze
12 years ago

ძაან მაგარია საღოლ

Meriko Sukhiashvili
12 years ago

ალექს :love: :love: ყოჩაღ ავტორ, ძალიან კარგი სტატიაა :love: ეს ის ფეხბურთელია რომელიც ნებისმიერი გუნდის ფანს უნდა უყვარდეს მითუმეტეს თუ საქმე იტალიის ფანს ეხება :love: :love: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

12 years ago

კაი იყო :love:

| Newsphere by AF themes.
21
0
Would love your thoughts, please comment.x