Juve, Storia Di Un Grande Amore!
ერთი ქართველი „იუვენტინოს“ „დიდი სიყავარულის“ დაწყების ისტორია (Gvasa).
2003 წლის თებერვალი იყო, მშვენიერი მზიანი დღე ჰაერში გაზაფხულის მოახლოვების სუნი ტრიალებდა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ იყო მშვენიერი დღე რადგან ავად ვიყავი და ვიწექი. 2003 წელს, 10 წლის ვიყავი და მაინცდამაინც კითხვა არ მიყვარდა, არც გაზეთები, არც ჟურნალები, წიგნებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ოთახში მწოლიარეს მესმოდა თუ როგორ ერთობოდნენ ჩემი თანატოლი მეგობრები ეზოში, ძალიანმინდოდა მათთან ერთად თამაში , მაგრამ ვერ ვახერხებდი. კი მოვახერხებდი მაგრამ სახლიდან ვინ გაგიშვებდა. ასე რომ ვიწექი ლოგინში და შავ–თეთრ ეკრანზე ვუყურებდი შავ–თეთრ ფილმებს. იმ დღეს ბაბუა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და მე ფეხბურთის არმცოდნეს (მხოლოდ თამაში მიყვარდა), მეტი რა უნდა მცოდნოდა 2002 წელს ფეხბურთზე. ერთი–ორჯერ თუ მქონდა ნანახი ტელევიზორში ფეხბურთი. მაგითაც არავინ გვანებივრებდა პირველი არხი და რუსთვი 2–ს აჩვენებდა ყველგან. მოკლედ, მომიტანა ჟურნალი „ფეხბურთი“ ალბათ გახსოვთ ეს ჟურნალი. ჯერ რათქმაუნდა პოსტერები დავათვალიერე სადაც ბექჰემის, ბარსელონას, საქართველოს ნაკრების და ასე თუ ისე ნაცნობი ფიგუს პოსტერები იყო. შემდეგ გადავხედე ჟურნალს იქნებ რაიმე კარგი ნახატი ვნახომეთქი მაგრამ წავაწყდი სტატიას სათაურით – „დელ პიეროს არყოფნაში „იუვენტუსის“ ლიდერობა ნედვედმა ითავა“ – და ამასთან იყო ხელებგაშლილი ნედვედის სურათი. სტატია არც წამიკითხავს ისე მომეწონა მაისურზე წარწერა NEDVED და ლამაზად მიწერილი რიცხვი 11. პირველი კითხვა რაც ფეხბურთის მცოდნე ბაბუას ვკითხე იყო – ნედვედი კარგი ფეხბურთელია? ბაბუამაც პასუხი არ დააყოვნა და მითხრა – კი, ძალიან მაგარი ფეხბურთელია. მეც რაღაცნაირად მესიამოვნა ეს პასუხი და სხვა გვერდები არც კი მინახავს, ისე მომოწონა ის სურათი და მაისური რომ სულ იმას ვუყურებდი. რამდენიმე დღეში ბაბუამ ნედვედის 11 ნომრიანი მაისური მომიტანა და მეც ამაყად ჩავიცვი და ბავშვებთან გავედი ეზოში და ჩემი ახალი მაისურით „მარიაჟობა“ დავიწყე. გავიდა 1-2 თვე და ტელევიზორში შემთხვევით რეკლამა ვნახე „რეალ მადრიდი“ – „იუვენტუსი“ (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი) და ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი „ჩემ კერპს“ პაველ ნედვედს, რომელიც არ მყავდა ნანახი, მხოლოდ უკანა პლანით. რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ დადგა ნანატრი დღე, მაგრამ „იუვენტუსი“ მადრიდში 2-1 დამარცხდა, პირველი გოლი რონალდომ გაიტანა, ტრეზეგემ გაათანაბრა, მაგრამ რობერტო კარლოსმა კიდევ ერთხელ გაუტანა შავ–თეთრებს და შავ–თეთრ ეკრანზე საბოლოო ანგარიში 2-1 დაფიქსირდა, მე კი იმედგაცრუებული ვიჯექი. ბაბუას კი როგორც ნამდვილ „მილანელ“ გულშემატკივარს უხაროდა „იუვენტუსის“ დამარცხება, მაგრამ გამამხნევა და მითხრა რომ კიდევ ერთი თამაში უნდა ეთამაშა „იუვენტუსს“ ამ გუნდთან და თუ მოიგებდა მერე კიდევ ითამაშებდა, მეც გახარებული წავედი დასდზინებლად იმ იმედით რომ ერთ კვირაში ისევ ვიხილავდი ნედვედს. ერთი კვირის შემდეგ „იუვენტუსმა“ 3-1 დაამარცხა „რეალი“ და მეც გახარებული ვიყავი რადგან კიდევ მომეცემოდა ნედვედის თამაშის ნახვის საშუალება, მაგრამ აქ უკვე ბაბუამ გახარებული და კმაყოფილი ხმით მითხრა ნედვედი არ ითამაშებს ფინალშიო.
მეც გახარებულ, ნაწყენი წავედი ლოგინში. რამდენიმე დღის შემდეგ უფროსი ბიჭები საუბროდნენ ერთმანეთშ და ამბობდნენ შევჩენკო, დიდა, მალდინი, ნესტა მაგრები არიანო და „მილანი“ მოიგებს ფინალსო, და ერთ–ერთს რომელსაც მილანის მაისური ეცვა მაისურზე გამოსახულ გერბს აკოცა, იმ დღიდან ჩემში შავ–თეთრი მაისურის და მასზე გამოსახული გერბის სიყვარული დაიწყო. ნედვედთან ერთად შემიყვარდა სიტყვა „იუვენტუსი“, კლუბი „იუვენტუსი“. რათქმაუნდა ფინალს ბაბუასთან ერთად ვუყურებდი, როდესაც ფეხბურთელები გასახდელიდან გამოდიოდნენ ვიცანი ალესანდო დელ პიერო რომელიც 2000 წლის ფინალში მყავდა ნანახი და ასევე „რეალის“ კარში გოლიც გაიტანა. ბაბუამ მითხრა – „თუ „იუვენტუსმა“ მოიგო აი ეს ბიჭი მოიგებს თამაშსო და ეს ბიჭი აიღებს თასსო“ მეც ეგრევე დელ პიერო შემიყვარდა და მთელი მატჩის მანძილზე დელ პიეროს ვიძახდი, მაშინაც როცა ბურთი ქონდა კამორანეზის, მონტეროს, ფერარას (მათი სახელები შემდგომში გავიგე). წავეგეთ ფინალი და იმ საღამოს პირველად ვიტირე „იუვენტუსის“ გამო. იმ დღიდან ნამდვილი „იუვენტინო“ გავხვდი, რამდენიმე თვით ადრეც ვიყავი მაგრამ არა „იუვენტინო“ არამედ ნედვედის ფანი.
მას შემგედ გავიდა 10 წელი და მე დღესაც „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვარ. დღესაც 20 წლის ასაკში „იუვენტუსის“ მარცხის შემდეგ ვტირი, მაგრამ ამ ცრემლების არ მრცხვენია, რადგან მე ვიცი რომ ნამდვილი „იუვენტინო“ ვარ. მართალია მის არცერთ თამაშს არ დავსწრებივარ და მოედანზე არ მიყვირია „იუვე, იუვე“ მაგრამ ამ ყველაფერს ეკრანის წინ ვაკეთებ. ახლა ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ უზომოდ მომენატრა ნედვედის თამაში, ჩემი „იუვეს“ ფანობა ხომ ამ ადამიანის ერთ სურათს უკავშირდება, თან მინდოდა გცოდნოდათ რატომ ვარ „იუვენტუსის“ გულშემატკივარი და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.
Juve, Storia Di Un Grande Amore!!!
სტატიის ავტორი: Nugo Gvasalia (Gvasa)
ძმებო შერიალიშ გაშვება როდის დაიწყეს იმედზე? ადრე, ზუსტად ხო არ იცით
მაგარისტატიაა, მეც ზუსტათ ნედვედის გოლის მერე ვბალეშიკობ იუვეს, ჩემი აზრით 2006 წლიდან ვინც გუნდთან ერთად გამოიარა ის ნამდვილი იუვენტინოა, მაშინ როდესაც ყველაზე ძალიან გვიჩირდა, მაგრები ხართ
ერთ ერთი პირვლი თამაში იყო რომელიც მახსოვს იუვე რეალი მართალია მანამდე დავიდსი ვიცოდი რეკლამებიდან და მისმა სათვალეებმა მიიქცია ყურადღება..(მაგით დავიწყე იუვეს გულშემატკივრობა) მარა ნახევარფინალის დასრულების მერე მახსოვს მამამ მითხრა ჩეხი არ ეყოლებათ და ვერ მოიგებენ ფინალსო და მე მაგ ჩეხს კიდევ დიდი ხანი “მ”ედვედს ვუძახოდი :D ალბათ უფრო იოლად დამამახსოვრდა და მერე როდის გავიგე ნედვედი რომ იყო არ მახსოვს :D
აუ მეც მედვედს ვეძახდი თავიდან :D
მეგობრებო მე ასეთი საიტი ფანკლუბებს შორის არამგონია იყოს საქართველოში, მეც 2003 წლიდან ვგულშემატკივრობ იუვეს , დეპორტივო ჯუვე იყო პირველი თამაში რომელსაც ვუყურე,მალე დადგება იუვეს გაბრწყინების დრო, მე მჯერა
მართლა სხვანაირი სიყვარული ტრიალებს ამ საიტზე,ეგრე გააგრძელეთ ბიჭებო.გვასა ეს სურათი სად ვნახო ყვითელს რო იღებს პაველი?
მეც ზუსტად მაგ დროიდან ზუტად ნედვედის გამო!! ემთხვევა ჩვენი ისტორიები, უბრალოდ მე 7 წლის ვიყავი მაშინ
კაი იყო სგ

კაი იყო

მშვიდი საღამო იყო ჩვენთან, მადრიდელებთან მხოლოდ 2-0 ან 3-1 ანგარიში გვინდოდა გასასვლელად. ეულად ვიჯექი ერთი იუვენტინო ბრბოში და ჩემს დელ პიეროსადა ბუფონს გულში ვუყვიროდი. (მაშინ სხვები არ ვიცოდი) აქ უკვე მთელი ერთი კვირის სტაში მქონდა იუვენტინოდ ყოფნის.

უბედნიერესი მომენტი, როცა მამაჩემმა იუვენტუსის პლაკატი მომიტანა მთელი გუნდი იყო და ქვემოთ სახელები. ყველა დავიმახსოვრე და თამაშის დროს აბდაუბდად გავიძახოდი მახსოვს
აიი, როცა დელ პიეროს მაისური მომიტანეს პირველად (ეს იყო უძველესი რეკლამით “SONY”) მე უკვე თავაწეულად შემეძლო მეთქვა ჩემი იუნტინოობა მიუხედავად იმისა, რომ 11 წლის ვიყავი.
საგოლ გვასო კაი ხარ
კარგია, ადამიანს რომ გახსოვს როგორ დაიწყე ბალეშიკობა. მე მაგალითაად იუვე აიაქსი, ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან დავიწყე ბალეშიკობა, ჩემი კუმირი მაშინ ჯანლუკა ვიალი იყო. აი რამდენიხანია იუვეს ფანი ვარ და როგორც ალე ისე დავყვები სერია ბ-შიც და ა-შიც, ლიგაზეც და ინტერტოტოზე,იმიტომ რომ ეს ჩემი და ჩვენი გუნდია, სხვანაირად არ შეილება
ჩემი ისტორის კი დელპიეროს სურათით დაიწყო
ეჰ რა გინდოდათ რატო წააგეთ ფინალი ? საერთდ მაგრად მევასებოდა დამარცხებული გუნდის ბალეშიკობა არ მევასებოდა ჰეგემონიის მოყვარული კლუბები და ნაკრებები . ხოდა სწორედ 2003 წლის მერე ვბალეშიკობ იუვეს .კარგად მახსოვს ჩემი პირველი მაისური ნედვედის იყო და 7 ლარი მივეც :D

ფასი რაღამ დაგამახსოვრა??:D მე დელპიეროს მაისური მინდოდა თავიდანვე და მამაჩემს რომ ვუთხარი იუვეს მაისური მინდათქო დენვედისა მომიტანა:D აუ რა პრიკოლი იყო, თან მიხაროდა და თან ვტიროდი დელპიეროსი მინდა მეთქი:D ნუ მერე ხომ თითქმის ყველა ფეხბურთელის მაისური მქონდა და ახლა აღარცერთი აღარ მაქვს:D ბუფონიისაც კი მქონდა ადრე:)
აუ ეს რა სურათი გააძრეთ? ფინალი რომ გამოტოვა რაღაცა ცუდს ვგრძნობდი სადგაც გულის კუნჭულლში
ამასთან ერთად მეც ვტიროდი იმ დღეს, არ ვიცოდი რა მოხდა მაგრამ ის ტიროდა და მეც ავტირდი:( არადა მთელი იტალია იუვეს ფანები ტიროდნენ
ავტორ ჩემს გულში იჯექი მეც ნედვედის გამო გავხდი იუვენტინო ბარსას წინააგმდეგ ვუყურე პირველად და მის მერე სულ გულსჰი მიზის იუვეც და პაველიც… მეც ვტიროდი 8 წლის ბავშვი ოლდტრაფორდზე ფინალის მერე და ეხლაც ვერ ვიკავე ბ ამ სურატებზეც კი ცრემლებს…. კაპიტანი ძაან მომენატრება ძაან ნედვედივიტ რომლის თამაშის საყურებლად რას აგარ გავიგებდი… ის იყო ერთადერტი და განუმეორებელი ძაან მომენატრა ნედვედი ძაან
მადლობა ბიჭებო რომ მოგეწონათ :)
საღოლ ძმაო:) მომეწონა ძალიან:) მე არც კი მახსოვს როდის გავხდი იუვენტუსის ფანი. ეს ისე ბუნებრივად მოხდა, თითქოს დაბადებიდან დამყვა იუვენტუსის ფანობა ტიტულად (ტიტულად რადგან რატომღაც იშვიათსღა ვხვდები დღესდღეობით იუვენტუსის ფანს) და ამ ტიტულს და ამ ტვირთს, დიდი სიამაყით და სიხარულით ვატარებდი მუდამ. თუმცა მე ყოველთვის მიყვარდა ყველა სხვა ძლიერი გუნდი, რადგან მათთან გამარჯვება სიამაყეს და კდევ უფრო დიდი წარმატებების იმედს მაძლევდა. ყოველთვის მიყვარდა დელპერო, ნედვედი და ბუფონი, ეს ჩემთვის შესანიშნავი სამეული იყო, საუკეთესო სამეული ფეხბურთის ისტორიაში და დღესაც იგივეს ვფიქრობ. მიყვარდა ეს სამი ფეხბურთელი და ეს სამი ადამიანი. ერთ დღეს, როცა იუვენტუსი ხვდებოდა მილანს ლიგის ფინალზე, მამაჩემმა, რომელიც მილანის ფანი… Read more »
კარგია
…….
მეც ნედვედის თამაშით აღტაცებულმა დავიწყე იუვენტუსის გულშემატკივრობა.
ყოჩაღ ავტორ ძალიან კარგი სტატიაა…მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა რომ ძალიან კარგი ბაბუა გყოლიიია (მილანის ფანი)…ამ ფინალის მომენტები მითუმეტეს პენლები ათასჯერ მაქვს ნაყურები და ძალიან ცუდია რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მარტო ის მახსოვს რომ ტრეზეგემ პენალი გააფუჭა :D:D