ბოაკიე მაროტა/პარატიჩის მორიგი შენაძენი გახდება …
პარატიჩი – მაროტას დუეტი , ძალზედ ახლოს არის მორიგი ნიჭიერი მოთამაშის დამატებასთან . ამჯერად საქმე რიჩმონდ ბოაკიეს ეხება , რომელიც 20 წლამდელთა განის ნაკრებში ასპარეზობს . გასული სეზონი კი ამპლუით ფორვარდმა ” სასუოლოს ” რიგებში არენდით გაატარა . ” ჯენოას ” ფეხბურთელმა , მცირე ინტერვიუ მისცა “Storm FM” : ” ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა იასპარეზოს ისეთ კლუბში , როგორიც ტურინის ” იუვენტუსია ” . ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ვარჯიშს მათთან ერთად , რადგან ძალზედ ამბიციური პიროვნება ვარ . ჩემს კარიერაში , სწორედ ეს მომენტი იქნება საწყისი ეტაპი “ . აქვე უნდა ავღნიშნოთ , რომ პრეციოზიმ სულ ცოტახნის წინ განაცხადა , თითქოს იუვემ 4 მილიონ ევროდ შეიძინა ფეხბურთელის 50 % – ი . იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით , ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება .
წყარო : Calcionews24