დესტროს მამა : “მატიამ მისი მომავლის შესახებ ჯერ არაფერი იცის”
მატია დესტროს მამა, ფლავიო დესტრო იტალიურ პრესასთან ინტერვიუში მისი შვილის გარეშემო შექმნილ სატრანსფერო სიტუაციაზე საუბრობს.შეგახსენებთ, რომ იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდის მიმართ ინტერესს გრანდები იჩენენ, თუმცა “ჯენოასა” და “სიენას” შორის შეუთანხმებლობა ტრანსფერს ართულებს : “ნერიაძურიში გადაბარგება დესტროს იმ კლუბში დააბრუნებს, რომელშიც იგი აღიზარდა.”რომა” – დედაქალაქელების მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანია, რომელიც გუნდში არსებულ ფორვარდებს შესანიშნავად აფასებს.ტურინის “იუვენტუსს” კი, საუცხოო ტაქტიკოსი ჰყავს, ანტონიო კონტეს სახით.ეს დიდი კლუბია.მატიამ ამ მომენტისთვის მისი მომავლის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ის მშვიდადაა.იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში არაფერი გაირკვევა, დესტრო წინასასეზონო მომზადებას მის ამჟამინდელ გუნდთან, “სიენასთან” ერთად დაიწყებს.”
ისე დესტროს გოლის აღნიშვნები მოგწონთ??? მე არა
ბაზარი არაა მთავარია გაიტანოს და მერე რაც უნდა ის უქნია მაგრამ, ეხა მთლად სტრიპტიზის ცეკვები კუთხურის ალმებთან რა პონტია)))
პუბლიკა ამით აღგზნებაში ვარდება

მე კი ცოტა მატრაკვეცა მგონია
ამის ყიდვის შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ…გვჭირდება დესტრო, კაი ფეხბურთელი იზრდება და კარგად ზრდაში ხელი უნდა შევუწყოთ აუცილებლად.
ფილიპ ლამი: მხოლოდ ჩვენ თაობას რომ ტუქსავთ, როდის იყო გერმანია იტალიას უგებდა? მაინც სასიამოვნოა გერმანელი რო აღიარებს
ფორცა იტალიააა 
ერთი სიტყვით, თუ უფლებათა პაკეტის 100% ჯენოამ ჩაიგდო ხელთ, ჩათვალეთ ინტერის ფეხბურთელია დესტრო, პრეციოზიმ ხომ თქვა, მორატის შემოთავაზებული 9 მილიონი მირჩევნია იუვესა და რომას 10 მილიონსო )) ჯიგრულად იქცევა სიენა, არ დაუთმოს ბოლომდე..გამოზრდილი ჰყავს პრეციოზი მორატის ყველაზე ცუდი გუნდია ჯენოა ლიგაში, გავარდნილიყო როგორ გამისწორდებოდა