ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარინო : ” ” იუვენტუსი ” დომინირებს სატრანსფერო ბაზარზე ”

ბერგამოს ” ატალანტას ” სპორტული დირექტორი , პიერპაოლო მარინო აპენინებზე საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს . ” ნაპოლიმ ” თავისი პირველი სკუდეტო მაშინ მოიგო , როდესაც ეს ადამიანი კლუბის გენერალური დირექტორი იყო . მისი მასწავლებელი თავის დროზე იტალო ალოდი გახლდათ , მაშინ როდესაც მეტოქე არც მეტი არც ნაკლები ლუჩიანო მოჯი იყო . უახლესი ისტორიიდან აღსანიშნავია მისი მხრიდან კავანის და ჰამშიკის გაფორმება , იმ პერიოდშივე იყო შეძენილი დენისიც , რომელმაც შეიწირა კიდევაც სავარაუდოდ გენერალური დირექტორის პოსტი ნაპოლიში . მაგრამ , გადაიყვანა რა იგივე დენისი ბერგამოში მარინომ , სავარაუდოდ ყველას დაანახა , რომ არც მასში შემცდარა თავის დროზე . ამ ყველაფრის გათვალისწინებით , ვფიქრობ არ იქნება ურიგო თუ მის აზრს მოვუსმენთ ” იუვენტუსის ” სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით …

დავიწყოთ იმით , რომ ” იუვენტუსი ” სატრანსფერო ფანჯრის მეფეა …

” ანიელი , მაროტა და პარატიჩი , მუშაობენ ჩემპიონთა ლიგისთვის და მაღალ კვალიფიციურ ფეხბურთელებს იფორმებენ . ლუსიო , ასამოა , ისლა … ჯიოვინკო კი ამ ყველაფრის დამშვენებაა ” .

თუმცა მას კიდევ მოუწევს იმის დამტკიცება , რომ შეუძლია დიდ გუნდში ასპარეზობა …

” მათ მხარეზე ვარ , ვინც თვლის რომ ჯიოვინკო დიდი ფეხბურთელია . ამაზე 4-5 წლის წინაც ვსაუბრობდი . ამასთან ერთად დელ პიეროს წასვლა , ჯიოზე სასიკეთოდ იმოქმედებს და მას ასე საჭირო სათამაშო დრო მიეცემა ” .

” მილანმა ” შეინარჩუნა საკუთარი ლიდერები , თუმცა არის კი ეს საკმარისი სკუდეტოსთვის საბრძოლველად ?

” რა თქმა უნდა არა . ეხლავე რომ დაიხუროს სატრანსფერო ფანჯარა , იუვენტუსი უბრალოდ განწირული იქნება 4-5 ტურით ადრე იზეიმოს მორიგი ტიტული . მაროტა და პარატიჩი სრულად აკონტროლებენ ჯერ ჯერობით სატრანსფერო ფანჯარას . მათი მოქმედებები დიდ ეპოქას მახსენებს . ორი აზრი არაა , რომ იუვენტუსი დაბრუნდა ” .

იუვე გაბიადინის ყიდულობს ?

” მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა , თუმცა სწორ გზაზე ვიმყოფებით . ჩვენი პოზიცია ნათელია , შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ ” .

ბარტერტი პელუზო – მოტა ?

” იუვე მართლაც იყო მისით დაინტერესებული , თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა . მოტა კი თავის მხრივ გაბიადინის ტრანსფერის ნაწილია , ისევე როგორც სხვა ახალგაზრდები . ტურინელებმა 6 ფეხბურთელიდან არჩევანის გაკეთების საშუალება მოგვცეს ” .

ვერატი ” პსჟ ” – ში ?

” ჩემი აზრით ეს საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იმყოფება . როგორც ფეხბურთელი ვერატი უკვე საკმაოდ დაფასებულია , მაგრამ ვფიქრობ იგი სრულიად სხვა პროექტისთვის არის ამ ეტაპზე მომზადებული ” .

იქნება კი კავანი იუვეს მთავარი სატრანსფერო დარტყმა ?

” მიმდინარე წელს ? ნაკლებად მჯერა ამისი . ვფიქრობ , გაცილებით იოლი ვან პერსის გაფორმება იქნება . იმ შემთხვევაში თუ მაროტა მოახერხებს ჰოლანდიელის ხელში ჩაგდებას , მაშინ მინიმუმ იტალიაში უნდა შევეგუოთ , რომ ” იუვენტუსი ” უძლეველი გახდება ” .

წყარო : Tuttosport

8 thoughts on “მარინო : ” ” იუვენტუსი ” დომინირებს სატრანსფერო ბაზარზე ”

  1. საღპლ ძმაო რა ჩამოაყალიბა საღოლ აბა რა პერსი უნდა დავითრიოთ უეჭველი რა რას ეპოტინმება და ეტენება ამ კავანის ხო ხედვ არ უნდა გადმოსვლა ვახ :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.