ტურინელები მზად არიან , ისევე როგორც ჩვენ …
სულ რაღაც ხუთ დღეში , ტურინის ” იუვენტუსისთვის ” ახალი სეზონი დაიწყება . ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით უკვე შეიტყობდით , რომ ბიანკონერი წინასასეზონო მომზადებას შატიონეში გაატარებდა . 12 ივლისს გუნდი ვალე დ’ასოტას რეგიონში ჩაფრინდება , სადაც მომენტალურად შეუდგება მუშაობას . მოლოდინი ახალი სახეების მიმართ დიდია , ყველას აინტერესებს შეკრების პირველ დღეებში როგორ შთაბეჭდილებას დატოვებენ ისინი ვარჯიშებზე . ეს პერიოდი იქნება ძალების აღდგენის თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული და მძიმე , მაგრამ მეორე მხრივ გულშემატკივრებთან სიახლოვეს ყოველთვის დადებითი ემოციები და სიხარული მოაქვს . უკვე არა ერთი წელია , ჩვენი საიტის ერთგული მომხარებელი სტაბილურად ადევნებს თვალს გუნდის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეს ტენდეცია ასევე შენარჩუნდება მომავალშიც . გექნებათ საშუალება შეამოკლოთ დისტანცია საქართველოსა და ვალე დ’ასოტის შორის და იყოთ ერთ ერთი იმ გულშემატკივართაგანი , რომლებიც იმ რეგიონში იქნებიან კლუბთან ერთად . ერთი სიტყვით შეგიძლიათ მოიმარგოთ საჭირო ნივთები კომპიუტერთან და გაემგზავროთ ჩვენთან ერთად აპენინებზე , სადაც სულ მალე ბიანკონერი ისტორიის მორიგი ფურცლის დაწერას შეუდგება …
<3
ფორვარდის გარეშე თუ დავრჩით მართლა ცუდად გვექნება საქმე, ვან პერსი რეალს არაფერში სჭირდება ( ბენზემა, იგუაინი და მორატა ), არც ბარსელონას )) ასე რომ ჩვენი გახდება ეგ
ვან პერსისთან ბრძოლაში რეალი და ბარსაც ჩაება იფ იფ იფ რა კარგიააა

სად წაიკითხე??? როგორც ვატყობ წელსაც ფორვარდის გარეშე მოგვიწევს შეტევა
რეალის ქართულ საიტზე, შევიხედე და ეგეთი სასიხარულო ინფოც გაეძრო და მაგრად გამიხარდა
კონტე რომას მწვრთნელი უნდა დასაჯო მისი უაზრო კომენტარებით რო ბურღავს ტვინს
აბა კონტე შენ იცი დახოცე ვარჯიშით რათა ფორმაში შეხვდნენ ჩემპიონატს
ეხლა მთავარი ის არის შეკრებამდე მაროტა პარატიჩი თუ შესძლებენ თავდამსხმელის ყიდვას ან ვინ იქნება ის პიროვნება რომელსაც დაევალება მოწინააღმდეგე გუნდის გამწარება იმედია სეზონის წინა პერიოდში ნათქვამ სიტყვა იმის შესახებ რომ ტოპ ფორვარდი უნდა ეყიდათ გაამართლებენ და ამ ჩამონათვალიდან ერთერთს აირჩევენ
კავანი, სუარესი, ვან პერსი + დესტრო ან გაბიადინი
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული მე კავანი სუარესის დუეტზე გავაკეთებდი აქცენტს.