ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სავისევიჩი : “იუვენტუსი იოვეტიჩისთვის იდეალური ვარიანტია”

ბოლო დღეებია სტეფან იოვეტიჩის მომავალთან დაკავშირებით იტალიურ პრესაში ბევრი იწერება. ” ფიორენტინას ” ვარსკვლავმა თავის აგენტს მოსთხოვა, რომ ” იუვეს ” წიდადადება გულდასმით განიხილოს და მაქსიმუმი გააკეთოს, რომ ზაფხულში იგი ტურინული გიგანტის ფეხბურთელი გახდეს. Tuttosport ამ საკითხთან დაკავშირებით მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, დეიან სავისევიჩს დაუკავშირდა და აზრი ჰკითხა : “იმისთვის, რომ სტეფანი საკუთარ მომავალში გაერკვეს, არავის დახმარება არ სჭირდება, მისთვის არაფერი მითქვამს.ნებისმიერ შემთხვევაში, “იუვენტუსს” შეუძლია იოვეტიჩს სკუდეტოსთვის ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა შესთავაზოს, “ფიორენტინას” კი ამის საშუალება არ აქვს.ვუჩინიჩთან ერთად სტეფანს შესანიშნავი დუეტის შექმნა შეუძლია, ნაკრების თამაშებში ამ ყველაფერს თავად ნახავდით.პირადად ჩემი ფავორიტი ტურინული გრანდია.იოვეტიჩს შეუძლია როგორც ცენტრალურ ფორვარდად, ისე მეორე შემტევად თამაში.4-4-1-1 ტაქტიკით ეროვნულ ნაკრებში იგი მირკო ვუჩინიჩის უკან ასპარეზობს.უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, მთავარია ტრავმებმა ხელი არ შეუშალონ.”

წყარო : Football Italia

12 thoughts on “სავისევიჩი : “იუვენტუსი იოვეტიჩისთვის იდეალური ვარიანტია”

  1. გაყიდონ ეს მატრი 15 მილიონად და დაამატონ ამას კიდე 15 და მისცენ ფიორეს ) ტრა მნიშვნელობა აქ მატრის მიცემ თუ მასში არებულ 15 ლიმონს?

  2. აუ რა უნდათ ტო თან 22 მილიონიო და მატრი ო და თან უარზე არიან, ესიეიგ ამის ფასი თუ 30 მილიონია მატრის ფასი 15 მილიონია და 8 მილიონად მატრი უნდათ? დავაი რა ფიორენტინა :chuvak:

  3. ტუტომ ეგ კი არა ის დაწერა, ფიორენტინა 22 მილიონზე და მატრიზე უარს ამბობსო.. :mrgreen: gio_juventino აშკარად ვერ გაგიგია :mda:

  4. ტუტომ დაწერა რომ იუვე ამისთვის 22 მილიონს და მატრის ამზადებსო ანუ გვიყიდია და ეგააა :forza: :forza: კი შეიძლება ბევრია ამისთვის მარა რაც მალე მოვა მიტ უკეთესი :) მე ხომ არ ვიხდი ჩემი ჯიბიდან :D

  5. ამიტომ მინდა იო ნანახი მაქ ამის ცენტრფორვარდად ნატამასები ტამაშები და მახსოვს ერთერტში ცვენაც გაგვიტანა იუვე არენაზე :)ეს რომ ვიყიდოტ და კავანი იქნება რარაც ბომბააა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.