პოგბა: ” პირლოთი და მარკიზიოთი მოხიბლული ვარ “
სანამ პოლ პოგბა “იუვენტუსის” მაისურს მოირგებს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოდის და საკმაოდ წარმატებითაც. ფეხბურთელს ინტერვიუ Sky Sports – მა ჩამოართვა, სადაც მან აღნიშნა, რომ მოხიბლულია კლაუდიო მარკიზიოთი და ანდრეა პირლოთი: ” მიუხედავად ჩემი სიმაღლისა, ტექნიკური მოთამაშე ვარ. კარგად გამომდის გრძელი პასები და ბურთის გათამაშება. პატრიკ ვიეირას თამაში ჩემი შთაგონების წყაროა. ბევრი მეუბნება, რომ მას ძალიან ვგავარ, თუმცა თავს ახალ ვიეირად არ ვგრძნობ, მინდა, რომ მხოლოდ პოგბა ვიყო. ზინედინ ზიდანი ყოველთვის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჩემთვის, ფეხბურთელი, რომლის ყოველი მოქმედება განხორციელებული იყო საჭირო დროს, საჭირო ადგილზე. მე კარგად შემიძლია დაცვის წინ თამაში, “მე-8 ნომრის პოზიციაზე”, ზუსტად იქ, სადაც პირლო ირჯება “იუვენტუსის” რიგებში. იტალიიდან სამი ფეხბურთელით ვარ მოხიბლული: მარკიზიო – რომელსაც ჰქონდა შესანიშნავი სეზონი, ასევე პირლო და იბრა. პირლო უბრალოდ შესანიშნავია, ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მაშინვე გიყვარდება, როცა უყურებ მის თამაშს და გინდება, რომ შენც ითამაშო ფეხბურთი. მანჩესტერში ბევრი ვისწავლე. ბალოტელი? მარიოს და მე ორჯერ გვქონდა ერთმანეთში საუბარი, როცა შევხვდით, ერთად ვისადილეთ. რამდენჯერმე შეცდომით ავტოგრაფიც მთხოვეს, როგორც ბალოტელის. ვთვლი, რომ მარიოს ძმას უფრო ვგავარ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე ვარ გადართული და მსურს, ჩემს გუნდთან ერთად დავამარცხო ესპანეთი, გავიმარჯვო საფრანგეთის ნაკრების რიგებში და შემდეგ ვიფიქრო ჩემს მომავალზე.” – განაცხადა პოლ პოგბამ.
წყარო: TuttoJuve
swrafi sesxebi
swrafi sesxebi
swrafi sesxebi
სიახლეებს არ დადებტ ცკავანზე რაღაცა იბაზრა ლივერანიმ :D
ბიჭებო ეხლა ვნახე იუვენტუსზე სიმღერა ტიფოზები მღეროდნენ სერია ა რომ მოვიგეთ მაგაზე იყო მემგონი ძალიან მაგარი სიტყვები არის რადგა მოთამაშეებს ახსენებდნენ და იუვეს ისტორიას.
იმედია დაამხობენ ფრანგები ამ სუნიანი ესპანელების ჰეგემონიას … არ უნდა გაუშვან მართლა არენდით
ესმის ბიჭს ფეხბურთი.
საღALL საღALL გელოდებით

იტალიელების მერე ყოველთვის ფრანგებს მივესალმები იუვეში : )) ყოველშემთხვევაში საფრანგეთის მოქალაქე ფეხბურთელებს(თორე მანდ სუფთა ფრანგი ცოტაღა დარჩა:)..
ამის იმედი მაქ ყველაზე მეტად კოტე თუ გაუშვა არენდით შე იყო