ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sports: ვან პერსი “არსენალში” რჩება?!

ბოლო პერიოდში რობინ ვან პერსის “არსენალიდან” წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჩანდა და მხოლოდ ისღა იყო გასარკვევი, რომელ კლუბს დაუკავშირებდა ჰოლანდიელი თავდამსხმელი საკუთარ მომავალს. ფეხბურთის გულშემატკივრები ამაში განსაკუთრებით მაშინ დარწმუნდნენ, როცა ვან პერსიმ არსენ ვენგერსა და ივან გასიდისთან შეხვედრის შემდეგ შეთანხმებას ვერ მიაღწია და გუნდიდან წასვლის შესახებ თავად ამცნო საფეხბურთო სამყაროს. ახლა კი პრესტიჟული გამოცემა Sky Sports – ი სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს: ლონდონური კლუბის კაპიტანი “მეთოფეებთან” სავარაუდოდ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იგი “არსენალში” თავს ძალიან კარგად გრძნობს, მისი შვილებიც ლონდონის სკოლაში დადიან და ახალ გარემოსან შეგუება შეიძლება მათთვის ძალზე რთული აღმოჩნდეს. შესაძლოა ეს გახდეს ფეხბურთელის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სავარაუდოდ ახალი კონტრაქტი მისთვის ბოლო აღმოჩნდება ლონდონურ კარიერაში, თუმცა ამ ხელშეკრულების გაფორმებით ვან პერსი “არსენალს” პრაქტიკულად მთელ კარიერას დაუკავშირებს. 

წყარო: TuttoJuve

16 thoughts on “Sky Sports: ვან პერსი “არსენალში” რჩება?!

  1. ძალიანაც კარგი რომ ვან პერსი იუვეში არ ითამაშებს, ეგ არ არის ტოპ ფორვარდი … არ გახადეს ვან ბასტენი

  2. ეჰ მემგონი ვერავის ვერ ვიყიდით და ბორიელოს არ გამოსყიდვაც სანანებელი გაგვიხდება :დ :დ :დ

    1. ეგრეც ვიცოდი მარა იხტიბარს არ ვიტეხავდი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეტ ვერავის ვიყიდით თავდასხმაში ტოპს ისევ იუვემ გაზარდოს ვინმე პრიმავერას ბიჭი ჯობია ლათინო ამერიკა სავსეა ახალგაზრდა ნიჭიერი ფორვარდებით იგივე იტალია მიბაძონ არსენალს

      1. ბიჭო პაცინიმ რო იუვეს დროშა აუფრიალა თუ რაღაც მილანს მაგის ლინკი მომე რა. მაშინ ვერ ვუყურე ;)

  3. ისევ იოვეტიცი ვიყიდოთ ჯობია მიდი ბეპე თა იუვეში გადმოსვლა უნდა და გაყიდვა მოსთხოვა ფიორენტინას სანამ ჩელსმა აგვაცალა თან ახალგაზრდაა ვან პერსი კი მირჩევნოდა მარა თან იტალიაში გამოცდილია ცენტრ ფორვარდათაც თამაშობს :chuvak: :yes: :oldman:

  4. შარშან იმედს ვუყურებდი და აგუერო იუვნტუსში მიდისო ისე გამიხარდა რამის გავაფრინე და რო გავიდე ტყუილი იყო იმის მერე იმედის გინებაში ვარ

  5. იგივე ის ბონატინი რო იყიდეს მიცონ ასე 19 წლიდან თავის გამოჩენის შანსი და ჯიოვინკოსავიტ არ გაანათხოვრონ მესი სოსკას წოვდა ბარსელონაში და თან თამაშობდა :blin:

  6. რას გვაწვალებენ ბოლო-ბოლო რაა.. თუ მიაღწია შეთანხმებას არსენალთან თქვან და დაგვასვენონ.. თორე ეს ვარაუდები ამოვიდა ყელში..

    შარშან აგუეროზე დაგვტანჯეს ასე, წელს პერსიზე

  7. ნახვამდის ტოპ ფორვარდო ვერატი მაინც იყიდონ და არ დაინანონ ფული თორე ტოპ ფორვარდი თუ ჩვენ არ აღმოვაჩინეთ ისე არავინ მოვა პორტოს მაგალითს მივბაძოთ სავსეა ლათინო ამერიკა ნიჭიერი თავდამსხმელებით პორტომ რა მაგარი თავდამსხმელი იყიდა კოლუმბიელი 8.8 მილიონ ევროდ მატრის და კვაიარელას ერთად აღებულს მირცევნია გაყიდიან ერთ წელიწადში ორჯერ მეტად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.