ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის “იუვენტუსი” შესაძლოა ფორვარდებმა, ალესანდრო მატრიმ და ფაბიო კვალიარელამ დატოვონ.Tuttosport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა მაღალი დონის წინახაზელს ეძებს, რომელსაც სეზონში სტაბილურად შეუძლია გოლების გატანა, ამ მხრივ კი იტალიელმა თავდამსხმელებმა ნამდვილად ჩააგდეს წელი.მათ შემცვლელებს ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი სტეფან იოვეტიჩში, მატია დესტროში, ჯამპაოლო პაცინისა თუ რობინ ვან პერსიში ხედავენ.სრულიადში იხილეთ მეტი…

მანოლო გაბიადინი კარიერას ტურინის “იუვენტუსი” გააგრძელებს, კლუბები ამის შესახებ უკვე შეთანხმდნენ.20 წლის ფორვარდმა ეს გადაწყვეტილება დღეს საბოლოოდ მიიღო, მისი ამჟამინდელი გუნდის, “ატალანტას” წარმომადგენლებთან ერთად.ბებერი ქალბატონი ტრანსფერს სავარაუდოდ მომავალ კვირაში დაადასტურებს.გაბიადინის სანაცვლოდ ბერგამოელები არენდის წესით მიიღებენ ჯეიმს ტროიზს და კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს.გაბიადინის დამატებასთან ერთად სავარაუდოდ დადასტურდება ომარ ელ კადურის ტრანსფერიც.

რობინ ვან პერსის ხელში ჩასაგდებად კი ბიანკონერების ხელმძღვანელები ძალებს არ იშურებენ.საქმე იმაშია, რომ ტურინელთა მთავარი კონკურენტი ჰოლანდიელის ტრანსფერში მანჩესტერ “სიტია”, რომელიც მზადაა, წლიური ანაზღაურების სახით 28 წლის ფორვარდს 7,5 მილიონი ევრო შესთავაზოს, ჯუზეპე მაროტა კი მხოლოდ 4,5 მილიონით აპირებს პერსის გულის მოგებას.ამასთან, არსენ ვენგერი ტრანსფერში 20 მილიონს ითხოვს, ბებერი ქალბატონის წინადადება 10-15 მილიონს აღწევს.მეთოფეების კაპიტნის ტურინში გადმობარგების შემთხვევაში, ვან პერსი სავარაუდოდ ალესანდრო დელ პიეროს ათ ნომრიან მაისურს მოირგებს.

ელჯერო ელია ბრემენის “ვერდერის” ფეხბურთელია, მუსიკოსების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა.ახლა ჯერი იმ ფეხბურთელებზეა, რომელთა გაყიდვასაც ტურინის “იუვენტუსი” გეგმავს.ფელიპე მელო სავარაუდოდ ისევ თურქულ “გალათასარაიში” განაგრძობს კარიერას, რეტო ციგლერის ხელში ჩაგდებაზე კი დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.”ფენერბაჰჩეს” მარცხენა მცველის დატოვება სურს, თუმცა ფეხბურთელისადმი ინტერესს ესპანური “სევილია” და გერმანული “შტუდგარტიც” იჩენენ.ორივე კლუბთან ბებერ ქალბატონს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ( მარტინ კასერესისა და კრისტიან მოლინაროს ტრანსფერი ), თუმცა სავარაუდოდ, ყველაზე ახლოს შვეიცარიელის დამატებასთან ესპანური მხარე იქნება.

აქვე გეტყვით, რომ გახმაურებული ბუკმეიკერების პროგნოზით, მატია დესტრო კარიერას ტურინის “იუვენტუსში” განაგრძობს.

წყარო : Tuttojuve; Tuttosport; Calcionews24

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio gio
12 years ago

ვან პერსი და იოვეტიჩი კი არიან მაგრები მაგრამ, რათ გინდა სულ ტრამვიანები არიან. სუარესი იქნებოდა კარგი მეორე ფორვარდათ, ცენტრალურ თავდამსხმელს ვუჩინიჩიც კარგად ითამასებს და ხანდახან მატრიც შეცვლის.

giorgi papuashvili
12 years ago

gio_juventino
კი არ ვჩუქნი პროსტა ნაღდათ ღირს ეგ ფასი

giorgi papuashvili
12 years ago

gio_juventino
ეეე კაი რა მაგას მინიმუმ 35 გავიდიდ რა აი ნახე ხომ თავაზობენ 15 არ გადავა სიტიში და არც იუვეშI თუ დაგვახია მილანმა ან ბარსამ მაგარი გატეილში ვიქნები

12 years ago

არსენალი ითხოვს 20 ლიმონს და შენ 15ს ჩუქნი ზემოადან??? :lool:

12 years ago

იო იო და ვან პერსი დაიდოს :)

giorgi papuashvili
12 years ago

რას ჟოშკავს ფულს არ მომინდომეს ვან პერისს დათრევა 15 მილიონად მატრი და კვალიარელა არ გეგონოთ ეს კაცი დაიცა დავიჯერო ასე გაცენზურდა მაროტა რომ ჯოვეტჩში 15 მილიონსა დამატრის იხდის ხოლო ვან პერსი ასე იაფად უნდა :lool: :lool:

12 years ago

ვან პერსის კონტრაქტი ეწურება ხოლო გადმოსვლა მას იუვეში უნდა და არა სიტიში ასე რომ 15 კიარა 5 ადაც რომ დაითრიოს არ გამიკირდება :)

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x