ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი და ვიდალი დიდ გამარჯვებებს გეგმავენ …

პირველი , თავბრუდამხვევი სეზონის შემდეგ , არტურო ვიდალი იგივეს განმეორებას წელსაც შეეცდება . ახალ სეზონში , მასთან ერთად იუვეში ჩილეს კიდევ ერთი წარმომადგენელი , მაურისიო ისლა იასპარეზებს . თავად არტურო კი მზად არის ბრძოლისთვის . დღევანდელ პრეზენტაციაზე , ლევერკუზენის ექს ფეხბურთელი საზოგადოების წინაშე 23 ნომრიანი მაისურით წარსდგა , დაუთმო რა 22 ნომერი კვადო ასამოას : ” გასულ სეზონში , საკმაოდ კარგად ვასპარეზობდით და იგივეს განმეორება საკმაოდ რთული იქნება . ეხლა კი ჩემპიონთა ლიგაც დაგვემატა და შევეცდებით სხვა თასებთან ერთად , ისიც მოვიპოვოთ . ტრანსფერები ? არა ჩვეულებრივმა ფეხბურთელებმა გაგვაძლიერეს , მათ შორის შუა ხაზშიც . კონკურენცია საერთოდ არ მაშინებს , მთავარია რომ კლუბი გაძლიერებას განაგრძობს . როგორ ვგრძნობ თავს ? მშვენივრად და მზად ვარ მოახლოებულ სეზონში გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო ” .

სრულიადში კი მირკო ვუჩინიჩის ინტერვიუს იხილავთ …

თითქოს გუშინ გახდა იუვე ჩემპიონი … თითქოს გუშინ გაიმართა ტრიესტაში ” კალიარის ” წინააღმდეგ მატჩი … თუმცა , დადგა დრო ბიანკონერიმ ტიტულის დაცვაზე იზრუნოს …

მირკო ვუჩინიჩი მზად არის ახალი თავგადასავალისთვის : ” ჩემპიონების წინააღმდეგ ასპარეზობა , ახალ სტიმულს მაძლევს . რომაული კლუბის რიგებში უკვე ვასპაზრეობდი ამ ტურნირზე და საკმაოდ კარგადაც . არჩევანის საშუალება , რომ მქონდეს ლიგასა და სერია ა-ს შორის , პირველ მათგანს ავირჩევდი , რადგან ამ ტურნირში გამარჯვების მოპოვება საუცხოო გრძნობაა ” .

ბიანკონერი , როგორც ნამდვილი ჩემპიონი , თითოეულ ტურნირში გეგმავს გამარჯვებას . ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს გუნდის გაძლიერებას , რომელიც ნებისმიერ მწვერვალს დაიპყრობს . ამ ეტაპზე ბიანკონერის რიგებში ჩაირიცხნენ : ასამოა , ისლა , ჯიოვინკო და ლუსიო : ” დიდებული ფეხბურთელები არიან , რომლებიც ისედაც ყველამ კარგად იცოდა ჩემს გარეშედაც . სერიოზული შევსებაა და ბიჭები დიდ დახმარებას გაგვიწევენ . რაც მეტი ფეხბურთელი გვეყოლება , მით უფრო კარგი ” …

მირკო მზადაა შატილონეში გასამგზავრებლად : ” კარგად მოგვეხსენება მწვრთნელის ხასიათის შესახებ და ვიცით თუ როგორი განწყობით დაიწყებს მუშაობას . ანალოგიურად ჩვენც , იმავე განწყობით შევუდგებით მომზადებას ” .

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio gio
12 years ago

პრაზნიკი მქონდა ესენი რომ იუვეში მოვიდნენ, მეფე-არტურო უკომენტაროთ…….
რაც შეეხება მირკოს ამ საიტზე ბევრი კრიტიკისა, მე არასოდეს დამიყენებია მისი შესაძლებლობები და კლასი ეჭქვეშ :forza:

12 years ago

ორივე მომავალ წელსაც მთავარ როლებს შეასრულებენ..
შარშანდელ სკუდეტოში ორივემ ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x