სატრანსფერო ჭორები ( იოვეტიჩი, დამიაო )
რობინ ვან პერსისთან მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ ჯუზეპე მაროტა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად სხვა კანდიდატებს განიხილავს.პირველი ადგილი ტურინელთა სატრანსფერო სიაში “ფიორენტინას” ფორვარდს, სტეფან იოვეტიჩს უჭირავს.ფლორენციელები მზად არიან, მონტენეგროელის თაობაზე შემოსული ნებისმიერი წინადადება განიხილონ და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეელიონ კიდეც 22 წლის ფეხბურთელს.კლუბების ხელმძღვანელობებს შორის შეხვედრა სავარაუდოდ უახლოეს დღეებში, მილანში გაიმართება.მაროტას პირველი წინადადება ასეთია : 13 მილიონი და ალესანდრო მატრი&მიკელე პაციენცას უფლებათა სრული პაკეტი, ხელფასის სახით კი 2 მილიონი ევრო იოვეტიჩს.მირკო ვუჩინიჩის თანამემამულეს ბებერი ქალბატონის წინადადება როგორც სჩანს მოსწონს და იების დათანხმების შემთხვევაში, იგი “ფიორენტინას” გულშემატკივრებს გამოემშვიდობება.
ამავდროულად ტურინის “იუვენტუსი” ძველ სამიზნეებს უბრუნდება : ერთ-ერთი მათ შორის ლეანრდო დამიაოა.მსოფლიო პრესის ინფორმაციით, ბიანკონერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ “ინტერნასიონალის” ფეხბურთელი ტურინში აღმოჩნდეს.ბრაზილიელებმა მილანის “ინტერის” ექს-მოთამაშეა, დიეგო ფორლანი თავისუფალი აგენტის სტატუსით იგდეს ხელთ და წინააღმდეგნი არ იქნებიან, კარგი შემოთავაზების შემთხვევაში ლეანდროს შეელიონ.”ინტერნასიონალის” ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.დამიაოს სულ მალე 23 წელი შეუსრულდება, ანტონიო კონტეს ფორმაციაში იგი იდეალურად ჯდება.ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური, მეორე სართულზე მებრძოლი წინახაზელი.”ტოტენჰემმა” მისი შეძენა ვერ მოახერხა, იმ შემთხვევაში კი, თუ იუვენტუსი უფრო რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, ბრაზილიელის გაფორმება გაცილებით მარტივი გახდება.
წყარო : Tuttojuve; Tuttosport
აუ დამიაო მაგარია ბიჯო დაითრიოს. რაგაც არ მომწონს ეს მაროტა რაა.
არ მოგბეზრდათ სულ ერთიდაიგივე შინაარსის მქონე თემების წაკითხვა :D
აუ მოჯი ყოფილიყო იოვეტიჩს მატრის გარეშე დაითრევდა 15 მილიონად და ვან პერსი კი არა რუნი ეყოლებოდა ნაყიდი რა დღეშია იუვენტუსი

კარგია იო-იო, პროსტა სულ ტრამვები აქვს.. ისე მაგრად გამიტყდა იუვეს ახალ მაისურს ვარსკვლავები რო არ ააქვს ..
იოვედიჩს პირველი ადგილი უჭირავსო და ანუ ვარსკვლავზე შანსი არ გვაქვს
კი,მაგრა ,ვინ იყიდეს რო?
ვანპო,არ გადმოვა,სუარესზე ბაზარი ვაბშე შეწყდა,რავი ჯერ მე იმენნა არ მომწონს!!!!!
დამიაო გაიხსენეეეს
იოვეტიჩიც ახლოსააა 

მიდი მაროტ მიაწექი
აუ დამიაო ძალიან მინდოდა რაც მასზე ალაპარაკდნენ მის მერე :( მოიყვანეთ რა ძმურად :(