ფორმის პრეზენტაცია სეზონისთვის 2012/13
ელეგანტური ფორმა შავ-თეთრ ფერებში, მთავარი სპონსორი Jeep წინ და გუნდის ემბლემა გულზე.გულშემატკივრების მთავარი სიამაყე – წარწერა მაისურზე : 30 Sul Campo. 2012/13 სეზონის სრული კომპლექტი ფეხბურთელებთან ერთად ანდრეა ანიელიმ წარადგინა.
დაახლოებით ერთი თვის წინ გულშემატკივრებმა შავი გასვლითი ფორმა იხილეს, დღეს კი ლუკა მარონემ, ფაბიო კვალიარელამ, მირკო ვუჩინიჩმა, არტურო ვიდალმა და კვადვო ასამოამ შეკრებილ საზოგადოებას საშინაო, გასვლითი და სავარჯიშო მაისურები წარუდგინა.
პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას პირველმა ბებერი ქალბატონის პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ მიმართა : “დღეს Nike – ს წარმომადგენლებთან ერთად ბიანკონერების ახალი ფორმა წარვადგინეთ.ამასთან, ჩვენ იუვენტუს არენაზე ვზეიმობთ ფანტასტიკური სეზონის შემდეგ ნაჩვენებ შედეგს, იმ პროექტის გამარჯვებას, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ, 2011 წლის 8 ივლისს ზუსტად ამ სტადიონზე დაიწყო.მოხარული ვარ, რომ ეს იტალიის ჩემპიონების ახალი ფორმის პრეზენტაციაა, ჩვენ სკუდეტოს მფლობელები ვართ ისეთ კომპანიებთან ერთად, როგორებიც Nike და Jeep არიან, ისინი ცხოვრებას გაცილებით მრავალფეროვანს ხდიან.”
ანიელიმ სიტყვა გადასცა Nike – ს გენერალურ მენეჯერს, ანდრეა როსის : “ურთიერთობა ტურინის “იუვენტუსსა” და ჩვენს კომპანიას შორის უკვე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, ბებერი ქალბატონის ფორმის დიზაინი ვაწარმოოთ და იგი გულშემატკივრებს წარვუდგინოთ.ეს უმაღლესი ხარისხის კომპლექტია, საუკეთესო, რაც ოდესმე Nike – ს უწარმოებია.”
ანდრეა ანიელისა და ანდრეა როსის სიტყვების შემდეგ უშუალოდ პრეზენტაციის ცერემონია დაიწყო.პირველი სცენაზე ახალგაზრდა ნახევარმცველი, ლუკა მარონე გამოჩნდა, რომელიც სავარჯიშო ფორმაში იყო გამოწყობილი.შემდეგ ფაბიო კვალიარელა, სპორტული კომპლექტი ტურინის “იუვენტუსის” ემბლემით.კვადვო ასამოა, ბებერი ქალბატონის ახალწვეული, რომელიც გასვლით მაისურში იყო შემოსილი.განელმა 22 ნომერი აიღო, წინამორბედმა არტურო ვიდალმა კი 23.საშინაო ფორმა მირკო ვუჩინიჩმა და არტურო ვიდალმა წარადგინეს, პირველ ნომრიანი მაისური კი გუნდის პრეზიდენტს ერგო, წარწერით : Andrea.
“გამარჯვება, ეს იუვენტუსში უბრალოდ მნიშვნელოვანი არ არის – ეს ერთობაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს” – ჯამპიერო ბონიპერტი.ეს სიტყვები ტურინის “იუვენტუსის” მაისურს ამშვენებს.
ახალი ფორმების გაყიდვა “იუვენტუსის” ოფიციალურ მაღაზიებში დღეს დაიწყება.19 ივლისიდან კი სრული კომპლექტი Nike – ს მაღაზიებსაც დაამშვენებს.
wარწერა მომეწონა ფორმებზე
საშინაო ფორმა არ მომწონს
ბევრად მერჩივნა ძველი თან უდინეზეს ფორმას მაგონებს და ძალიან არ მიყვარს ეგ გუნდი
ამ ფორმას შარშანდელი გირჩევნია??? საშინაო??? მე შარშაბდელი არ მომწონდა.. ეს ბევრად ჯობია ჩემი აზრით )))
ეჰ, ალე:((
გასუქებულა ვიდალი :D
არ მომეწონა ფორმები :( შავს ვარდისფერი ჯობდა მილიონჯერ….თან ვარდისფერია ნამდვილი იუვეს ფერი..არც საშინაო ფორმები მომეწონა, რამხელა ასოებიტ წერია რა იყო, მართლა 90-იანი წლები მახსენდება, მაშინ ეწერათ დაახლოებით ასე…და იმიტომ არ მომწონს, რომ ამ ფორმით ალექსა ვერ ითამაშებს………………….
22 ხო ვიდალი იყო და რატო არის ახლა 23 და ასამოა 22 ???
აუ ძან მაგარი ფორმა ვაიმე როდის დაიწყება სეზონი და როდის ვიხილავ ამ ფორმებში ბიჭებს მაგარია ბევრი მოგება ამ ფორმებით

ჩემი ზოლიანები

სკამოდ კარგი ფორმებია და ვფიქრობ ეს ძველ ფორმებთან დამსგავსებაც შეიძლება იუვეს დბრუნებას ნიშნავდეს

ძალიან მაგარი ფორმებია.. სპონსორიც უხდება ძალიან
მშვენიერი ფორმაა!!! მაგგგარი ფორმაა ძაან!!
ძაან მაგარი ფორმებია

არ დამევასა სახლის ფორმა , რატო დაუბრუნდნენ ძველ სტილს არადა უფრო არ უნდა ცვლიდნენ დიზაინს
იტოგში სტატია თავიდან ბოლომდე, დღევანდელი დღის მიმოხილვა )) ინტერვიუთი, განხილვით, ფოტოებით და ვიდეოთ..აპინული იყოს ხვალამდე მაინც