ტურინში ჩემპიონები ბრუნდებიან !
ტურინში იტალიის ჩემპიონები დაბრუნდნენ ! ბებერი ქალბატონი 2012/13 სეზონისთვის მზადებას შინაურ კედლებში ოფიციალური ფორმის პრეზენტაციით იწყებს.გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს Live რეჟიმში…
1.საყურებელი ლინკი – – – დააკლიკე – – –
10:00 სთ – პრეზენტაციამდე ფეხბურთელები ტურინის “იუვენტუსის” სპორტულ სამედიცინო ცენტრს ეწვევიან და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.პირველი კამერებთან სიმონე პეპემ გამოჩნდა, რომელსაც ფაბიო კვალიარელა მოჰყვა.შემდეგი იყო მარტინ კასერესი და რეტო ციგლერი, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესით “ფენერბაჰჩეში” გაატარა და არავინ იცის, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.სატრანსფერო ბაზარზე მყოფი მოთამაშეები : მილოშ კრასიჩი, ხორხე მარტინესი, ვინჩენცო იაკინტა და მიკელე პაციენცა ვინოვოს ბაზას მომავალ დღეებში შეუერთდებიან, იტალიის ეროვნული ნაკრების რვა მოთამაშეს კი ჯერ კიდევ არდადეგები აქვს.ჰო კიდევ, აქ ერთი დიდი დანაკლისია, 18 წლის შემდეგ პირველად – ალესანდრო დელ პიერო.
10:50 სთ – თანაგუნდელებს სულ მალე მირკო ვუჩინიჩიც შეუერთდა, რომელმაც Facebook – ზე გულშემატკივრებს შეატყობინა : “იწყება.სამედიცინო შემოწმების პროცესი დაწყებულია“. მონტენეგროელ ფორვარდს მარტინ კასერესი და სიმონე პეპე შეხვდნენ, რომლებმაც ფოტოს გადაღება უკვე მოასწრეს.
11:30 სთ – სიმონე პეპემ, მარტინ კასერესმა და მირკო ვუჩინიჩმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.Medicina dello Sport di Torino – დან ფეხბურთელებმა იქვე მყოფ Ferrari rossa dell’esterno di Albano Laziale – ში გადაინაცვლეს.
11:45 სთ – როგორც გაირკვა, მილოშ კრასიჩი ტურინში ხვალ დაბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.სულ ახლახან კი, კამერებმა ბებერი ქალბატონის ახალწვეული, რიჩმონდ ბოაკიე დააფიქსირეს.1993 წელს დაბადებული ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტურინის “იუვენტუსის” წევრი გახდება.
12:00 სთ – 18 კამერა, უამრავი ფოტოგრაფი და მილიონობით გულშემატკივარი პრეზენტაციის დაწყებას ელოდება.შეგახსენებთ, რომ პრეზენტაციას დაესწრება ანდრეა ანიელიც.ფეხბურთელები, რომლებიც ფორმას წარადგენენ : მირკო ვუჩინიჩი, ფაბიო კვალიარელა, არტურო ვიდალი, ლუკა მარონე და ახალწვეული კვადვო ასამოა.
აუუ მერე წყდება და ფორმა არ დამანახა დამგალაა ნიელის ბაზარმაა არ მაჩვენებს ფორმებს რა ვქნა?
ვიდალი—პირლო—მარკიზიო
სუარესი—ტორესი—ვუჩინიჩი
აზრზე ხართ რა გიჟი შეტევა იქნება,მოძრავები და ტექნიკურები,ისეთი კი არა ბურთს რო ელოდებიან პირღია
სკამზე: ჯოვინკო,დესტრო,გაბიადინი,პეპე… მატრი და კუალია გაუშვან და ახალგაზრდებს მისცენ დრო ჯობია
ტორესი მეც ძაან მაგრად მევასება და გამისწორდება იუვეში რომ ვიხილო
saxlis ფორმა არ მევასა წინა ჯობდა
ვინ ცენტრფორვარდი და ტორესი არის საუკეთესო ვარიანტი ჩემი აზრით და არც თუ უშანსოდ ვიქნებით რო დაიწყონ ჩალიჩი მარა არც გაჟღერებულა ტორესის გვარი საერთოდ
იტალიური არ ვიცი და მოკლე შინაარსი მოყევით ვინმემ :D რაო ბატონმა ანიელიმ?
ვიდოეს სად ვუყორო ხალხო აქ არ მაჩვენებს
ეხლა ნახე, 24 წუთზე გადაახციე და დაიწყება.
ვინ ცენტრფორვარდი აზრად არ მომდის უბრალოდ, პერსი არ მოდის, არც ჯეკო )) დესტრო, იოვეტიჩი, ფალკაოზე მიწყდა ლაპარაკი..
იოვეტიჩს და სუარესს ერთად არ მოიყვანენ, მაქედან ერთ-ერთი და სავარაუდოდ იოვეტიჩი დაიდება, სუარესზე ძაან მიწყნარდა ბაზარი. პლიუს ცენტრ-ფორვარდი და მარცხენა მცველი. 2-3 ტრანსფერი და დალშე გაყიდვები
ვან პერსის თავი ვერ დადვადგი….ხან ახანგრძლივებს, ხანაც არა…თუ მაგას მოიყვანენ წინ, მაგარი იქნება….ისე კი ცენტრფორვარდებზე თუ მდგა საქმე, ყველას მე ფალკაო მირჩევნია…ძალიან მაგარია, პორტოდან მოყოლებული მინდა ეგ კაცი იუვეში, მაგრამ მე ვინ მისმენს
იოვეტიჩს და დესტროს ველი მე პირადად )) ასე მგონია დადებს მაროტა..
Darja
წინ გვინდა 2-3 კაცი(იოვეტიჩი,სუარესი,დესტრო) და ვსოო!! 
კარგი ფორმებია….მე მომეწონა….”გადასარევი” არარის, მაგრამ არც ცუდია
მომდევნო წელს ტიტული უნდა შევინარჩუნოთ უეჭველი რა…
SPREWELL
ბუფონი არდადეგებზეა, სტორარი და ლეალი სად არიან ვერ ვხვდები
და მეკარის ფორმები რატომ არ წარადგინეს? ბუფონის გარეშე ვითამაშებთ 12/13 წლებში?
nedvednedvednedved
კი მეც გამახსენდა ეგრე თქვა )) იმედია აიღებს თორე ფორვარდებს რა ნომრები აქვთ
11 დათმოს დე ჩელიემ კვალიარელასთვის მინდა ))
11 ნომერი ჩემი ტკივილია
მირკო იაკინტას გაშვებას და 9 ნომერს ელოდება
რა იცი აკა ?
შარშან თქვა, ტეხავს რომ დაკავებულიაო და 14 ნომერს ავიღებ მაშინო, კარიერა 14 ნომრით დავიწყე და მაგიტოო
მოახლოვდება სეზონი და დაინომრებიან სად წავლენ აბა..
ახალწვეულებს ელოდებიან კიდე..
Henry14 ვერატი პსჟ-ში არ გადავიდა?
მაროტას ტლოპანა თავია სკამზე რო ზის?
ოფიციალურად როდის დაინომრებიან?
ჰე ახლა სუარესი,კოლაროვი,დესტრო,ვერატი,ფალკაო წარადგინეთ და დავიწყეთ სეზონიიიიიიიიიი
juve-juve-97
სავარჯიშო ფორმაა ოფიციალური )) ნაიკის წარმოებული..
2 ლომიი ბოლოში აუ ვიდალს უხდებოდა 22 რა
მარონეს რო მაიკა აცვია რაა ეგ? ასამოას რა საწყალი სახე აქვს ვიდალი ძველი ბიჭივითაა
