ტურინში ჩემპიონები ბრუნდებიან !
ტურინში იტალიის ჩემპიონები დაბრუნდნენ ! ბებერი ქალბატონი 2012/13 სეზონისთვის მზადებას შინაურ კედლებში ოფიციალური ფორმის პრეზენტაციით იწყებს.გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს Live რეჟიმში…
1.საყურებელი ლინკი – – – დააკლიკე – – –
10:00 სთ – პრეზენტაციამდე ფეხბურთელები ტურინის “იუვენტუსის” სპორტულ სამედიცინო ცენტრს ეწვევიან და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.პირველი კამერებთან სიმონე პეპემ გამოჩნდა, რომელსაც ფაბიო კვალიარელა მოჰყვა.შემდეგი იყო მარტინ კასერესი და რეტო ციგლერი, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესით “ფენერბაჰჩეში” გაატარა და არავინ იცის, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.სატრანსფერო ბაზარზე მყოფი მოთამაშეები : მილოშ კრასიჩი, ხორხე მარტინესი, ვინჩენცო იაკინტა და მიკელე პაციენცა ვინოვოს ბაზას მომავალ დღეებში შეუერთდებიან, იტალიის ეროვნული ნაკრების რვა მოთამაშეს კი ჯერ კიდევ არდადეგები აქვს.ჰო კიდევ, აქ ერთი დიდი დანაკლისია, 18 წლის შემდეგ პირველად – ალესანდრო დელ პიერო.
10:50 სთ – თანაგუნდელებს სულ მალე მირკო ვუჩინიჩიც შეუერთდა, რომელმაც Facebook – ზე გულშემატკივრებს შეატყობინა : “იწყება.სამედიცინო შემოწმების პროცესი დაწყებულია“. მონტენეგროელ ფორვარდს მარტინ კასერესი და სიმონე პეპე შეხვდნენ, რომლებმაც ფოტოს გადაღება უკვე მოასწრეს.
11:30 სთ – სიმონე პეპემ, მარტინ კასერესმა და მირკო ვუჩინიჩმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.Medicina dello Sport di Torino – დან ფეხბურთელებმა იქვე მყოფ Ferrari rossa dell’esterno di Albano Laziale – ში გადაინაცვლეს.
11:45 სთ – როგორც გაირკვა, მილოშ კრასიჩი ტურინში ხვალ დაბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.სულ ახლახან კი, კამერებმა ბებერი ქალბატონის ახალწვეული, რიჩმონდ ბოაკიე დააფიქსირეს.1993 წელს დაბადებული ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტურინის “იუვენტუსის” წევრი გახდება.
12:00 სთ – 18 კამერა, უამრავი ფოტოგრაფი და მილიონობით გულშემატკივარი პრეზენტაციის დაწყებას ელოდება.შეგახსენებთ, რომ პრეზენტაციას დაესწრება ანდრეა ანიელიც.ფეხბურთელები, რომლებიც ფორმას წარადგენენ : მირკო ვუჩინიჩი, ფაბიო კვალიარელა, არტურო ვიდალი, ლუკა მარონე და ახალწვეული კვადვო ასამოა.
შავი მე დამევასა მაგრად )) აი რეკლამაზე ნახეთ მარკიზიოს რომ აცვია რა გიჟია..
რეკლამაზე უფრო არ ვარგა… არ მომწონდა და ეხლა კვადვოს ტანზე რო ვნახე მაგარია,ჯიგრული ფირმაა :))
ფირმა კიარა ფორმა
ნუ წინას ჯობია ყოველშემთხვევაში… აღარ ვიწერ,დიდად არ დამევასა… შავი ფერი რაღაც გახუნებული მეჩვენება ორივე ფორმაზე და თქვენთანაც ეგრეა?
80 ევრო რაა ამბავი გაწყდით ერთ დღეს
მეკარის ?
თვალი შეგვეჩვევა ძალიან კარგი ფორმაა რას ერჩით )) მთავარია შედეგი ვაჩვენოთ..
მთავარია შედეგი იყო და ინტერის ფორმასაც ჩაიცმევს კაცი :დ :დ
შავი გასვლითი ფორმა 2006_2007 წლების სეზონში გვქონდა. მანამდე 2003-2004_ში მესამე ფორმა იყო შავი.
ვუჩინიჩი ბორიელოს წასვლას გლოვობს თუ რა პონტში აქ სახეზე შაშვი ? ანუ ულვაში
23 იყო ვიდალი ლევერკუზენში და იუვეშიც თავიდან 23 უნდოდა, მაგრამ გრიგერას ჰქონდა თუ არ ვცდები
დაიბრუნა ეხლა..)) რა კაცები არიან..
იტალიურად ვერ ბაზრობს ვიდალი

არტურო რა კაცია :D მიკროფონს არ იღებს ხელში :D
არა რაა წინა ფორმა ჯობდა. გასვლითი მევასა მარა მთავარი კვერცხობაა. :D
შავი ჯობს. ასე მგონია უდინეზეს ვუყურებ :D
23 იყო არტურო ლევერკუზენში.
ააა ვიდალს 23 ქონდა აგარ მახსოვს? :D
ეტყობა უჯიგრა კვადვოს :D
როგორც ჩანს :D
არტურო 23 გამხდარა :)
მაგარი ასწორებს რა ასამოა ისე არ ჩანს და საღამოს თამაშები რომ ექნება იუვეს ვერავინ დაინახავს
შავ ფორმაში

ასმოას 22 ნომერი რა პონტსჰი.. აბა ვიდალის?
ასამოას 22 ნომრიანი მაიკა რა პონტში?
22 ნომერი აუღია კვადვოს )) ვიდალი ეტყობა 23 იქნება..
აი ქალი ურევს მემგონი ასამოა გიანო ეგრე გამოაცხადა :Dდ

ასამოას არ უხდება შავი ფორმა
juve-juve-97
მარონეს რო აცვია ეგ სავარჯიშოა ვერ მიხვდი ?
აუ
რა მაიკაა ეს ტო
იუვენტუს სთრიმინგზეც არის ფეისბუქზე ))