ვიდალი : “ისლასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა ყვითელი პრესის წარმომადგენლებთან მის თანამემამულე მაურისიო ისლაზე ისაუბრა.გასული წლის ნოემბერში ვიდალი იმ ხუთ ფეხბურთელს შორის იყო, რომლებმაც შეკრებაზე დაიგვიანეს და სანაკრებო დისკვალიფიკაციაც მიიღეს, “უდინეზეს” ექს-ფეხბურთელი კი საჯაროდ აკრიტიკებდა არტუროს : “მოხარული ვარ, რომ “იუვენტუსმა” ისლა შეიძინა, იგი შესანიშნავი ფეხბურთელია.გასულ წელს მასთან მცირე გაუგებრობა მართლაც მქონდა, მაგრამ ახლა არანაირი პრობლემა არ არსებობს.ჩვენ თანამემამულეები, თანაგუნდელები, მეგობრები ვართ და რაც მთავარია ერთი, ტურინის “იუვენტუსის” მაისური გვაცვია.მთავარი ისაა, რომ გუნდმა იასპარეზოს წარმატებით.ჩემპიონთა ლიგა ? – იმედი მაქვს, რაც შეიძლება შორს წავალთ.“
ვიდალი მიყვარს მაგარიი იგროკიც არის და მაგრად უყვარს იუვეც

ისლა ის ფეხბურთელია ვისი ოცნებაც რეალში თამაშია და უფრო მაღლა აყენებს… მაგრამ იმედი მაქვს ეგ უდინეზეს ფონზე იყო, და იუვეში ნახავს სად მოხვდა და სად უნდა იყო და სხვანაირად იჭიკჭიკებს იმედია სამომავლოდ…
ვიდალი კი უმაგრესია!
მაგარი კაცი ხარ არტურჩიკ. იტალიური რავა ვერ ისწავლე შე ბოთე?

ეს კაცი ნელ-ნელა თავს მაყვარებს
…… ისლას კიდევ ურჩევია ენის ტლიკინს შეეშვას…
ისლა წავა და მეფე დარჩება