ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი : “ტრიპლეტს თუ შევასრულებთ, თმას გადავიპარსავ”

ვალე დ’აკოსტაში შეკრებაზე მყოფი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან პირველი გულშემატკივრების წინაშე მარტინ კასერესი წარსდგა.ურუგვაელი მცველი, რომელიც ბიანკონერებს იანვარში შეუერთდა, ტიფოზერიას DJ ნანასა და ვალერია ჩიარდელოს დახმარებით ესაუბრებოდა.მარჯვენა მცველს Juventus Member – დან არჩეულმა სამმა იღბლიანმა გულშემატკივარმა ის კითხვები დაუსვა, რომლებიც Twitter – ზე გამოქვეყნდა.25 წლის ფეხბურთელმა შეკრებილ საზოგადოებას უცნაური დაპირება მისცა : “იმ შემთხვევაში, თუ ტრიპლეტს შევასრულებ, თმებს აუცილებლად გადავიპარსავ”. მიუხედავათ იმისა, რომ მარტინისთვის ეს “იუვენტუსის” მაისურით მესამე სეზონი იქნება, საზაფხულო შეკრება მისთვის პირველია.გასული სეზონის დასრულებისთანავე ბიანკონერებმა ურუგვაელის უფლებათა პაკეტი სრულად გამოისყიდეს და ფეხბურთელმაც გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.აქვე გეტყვით, რომ დღეს გულშემატკივრების წინაშე გუნდის ახალწვეული, კვადვო ასამოა წარსდგება.

წყარო : Juventus.com

4 thoughts on “კასერესი : “ტრიპლეტს თუ შევასრულებთ, თმას გადავიპარსავ”

  1. უნამუსო ვიყო ეს ძალიან მაგარი კაცია იმენა ჯიგრიანი ურგვაელია და უმაგრესი ადამიანი ვენაცვალე ასეთ ხალხს გულში ცხოვრებაში უმაგრესი კაცი იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.