ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 13 ივლისი

ფაბიო ბორინის “ლივერპულში” ტრანსფერის შემდეგ ლუის სუარესის ბიანკონერებში ტრანსფერის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ბებერი ქალბატონის გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას ურუგვაელი ფორვარდის ერთ-ერთი აგენტი, ჯოვანი ბრანჩინი შეხვდა, რომელიც სუარესის ინტერესებს დანიელე ფონსეკასთან ერთად იცავს.წითლების ხელმძღვანელობა მზადაა “აიაქსის” ყოფილ ფეხბურთელს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს, მაგრამ იტალიის ჩემპიონების წინადადებამ შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, ამ შემთხვევაში, მაროტა/პარატიჩის დუეტის მთავარი იარაღი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ტურინის იუვენტუსია.სრულიადში იხილეთ მეტი…

მიუხედავათ იმისა, რომ ფაბიო პარატიჩის დღეს 40 წელი შეუსრულდა, ტურინელთა სპორტული დირექტორისთვის დღევანდელი დღე უქმე ნამდვილად არ ყოფილა.იგი მილანში, კერძოდ კი Ata Hotel Executive – ში იმყოფებოდა და რამდენიმე კლუბის წარმომადგენლებს ხვდებოდა.საქმე იმაშია, რომ “ფიორენტინას” ხელმძღვანელობა მიკელე პაციენცათი ინტერესდება და აქტიურადაც ცდილობს საყრდენი ტიპის ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას, “სიენას” გენერალურ დირექტორთან კი საუბრის თემა მატია დესტროსა და ვინჩენცო იაკინტას მომავალს შეეხებოდა.ტასკანიელები “უდინეზეს” ყოფილი წინახაზელის გაფორმებით თავდასხმაში არსებული პრობლემების გადაჭრას აპირებენ.

ტურინის “იუვენტუსმა” 17 წლის ახალგაზრდა ფორვარდი, ლეონარდო ბონატინი გაიფორმა.ჯერ კიდევ “კრუზეიროს” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდებოდნენ “უდინეზე” და მანჩესტერ “სიტი”, თუმცა კლაუდიო სკლოზა ( ბებერი ქალბატონის სკაუტი, უმეტესად მუშაობს პრიმავერას ტრანსფერებზე ) მათი კონკურენცია წარმატებით დასძლია და წინახაზელი იგდო ხელთ.ბრაზილიელი უახლოეს დღეებში ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პრიმავერასთან ერთად წინასასეზონო მომზადებას შეუდგება.

“იუვეს” პრიმავერას ცენტრალური მცველი და გუნდის კაპიტანი, ჯანლუკა რუბინა კარიერას არენდის წესით სერია C – ში მოასპარეზე “ზიუტდიროლში” განაგრძობს, მანუელ ჯანდონატო კი ფაქტიურად “ნოვარას” ფეხბურთელია.ოფიციალური ინფორმაცია ორივე ტრანსფერზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გავრცელდება.

ბრძოლა ფელიპე მელოსთვის მოსკოვის “სპარტაკის” გამარჯვებით სრულდება.ბრაზილიელი ჩამშლელის დაბრუნება თურქულ “გალათასარაის” სურდა, თუმცა ბებერი ქალბატონისთვის რუსების წინადადება მეტად ხელსაყრელია და მეტად სავარაუდოა, “ფიორენტინას” ექს-ფეხბურთელი მომავალ სეზონს რუსულ პრემიერლიგაში დაიწყებს.მილოშ კრასიჩის მიმართ კი ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” იჩენს.ესპანური As – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქელები ევროპის ლიგაზე საასპარეზოდ მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავენ, სერბი კი მათთვის მისაღები კანდიდატურაა.

მანოლო გაბიადინი უახლოეს დღეებში ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება.20 წლის ფორვარდი ტურინს სამედიცინო შემოწმების გასავლელად ეწვევა და მომავალი სეზონისთვის მზადებას “ბოლონიაში” დაიწყებს, იგი ბოლონიურ კლუბს არენდის წესით შეუერთდება.რუსობლუსკენ მიმავალ გზას დაადგება სავარაუდოდ მარკო მოტაც, რომელიც ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის.მოტასა და გაბიადინის ტრანსფერებმა შესაძლოა გზა გაუხსნან გასტონ რამირესის ტრანსფერს, რომლითაც ჯუზეპე მაროტა კარგა ხანია ინტერესდება.ურუგვაელმა ფლეიმეიკერმა როგორც სჩანს საბოლოოდ გადაწყვიტა კარიერის დიდ კლუბში გაგრძელება და ბიანკონერების შემოთავაზების შემთხვევაში, იგი ტურინელთა საკუთრება გახდება.გამორიცხული არაა, გაბიადინისა და მოტას ტრანსფერში ბარტერის სახით სწორედ რამირესი იყოს გამოყენებული.

ომარ ელ კადურის გაბიანკონერებამ კი შესაძლოა მატია დესტროს ტურინში ტრანსფერს შეუწყოს ხელი.საქმე იმაშია, რომ მაროტა/პარატიჩის დუეტი ახალგაზრდა ფეხბურთელს გაიფორმებს და არენდის წესით “სიენაში” ან “ჯენოაში” გაუშვებს, მის ნაცვლად კი ბებერ ქალბატონში მატია დესტრო ჩაირიცხება.მსგავსი ინფორმაცია დღეს ნაშუადღევს ტუტოსპორტმა გაავრცელა.

წყარო : Tuttojuve; Tuttosport; Calcionews24

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi papuashvili
12 years ago

მოდი შენ მაინც მოდი ლუსი რა ძმა ხარ მაგრად მევასები 2010 წლის მსოფლიოს შემდეგ :juvee: :juvee:

lasha naxucrishvili
12 years ago

მე 1%-იც არ მჯერა რო კავანი იუვეში მოხვდება :lool:

jibojuve
12 years ago

ისე ძმებო კავანიზე მეტად სუარესი მინდა რო მოვიდეს რატომღაც მგონია რომ კავანი ამ სეზონს მაგრად ჩააგდებს და სუარესი გაიბრწყინებს :forza: :juvee: :juventus: :italy:

d a v i d
12 years ago

ბორინი თუ გაიფორმა და ზევიდან რამირესიც თუ დაამატა ლივერპულმა მაშინ სუას ხელში ჩასაგდებად გაადვილდება საქმე :yeah:

მაგარი ჩახლართული ამბებია რაა გაუმარჯოს ბეპეს და პარატიჩს ამდენს რო უძლებენ :givi: ამ ორივეს მემგონი ძილშიც არენდა ყიდვა გაყიდვა ესიზმრება :lool: :lool: :lool:

gag100
12 years ago
Reply to  d a v i d

:mrgreen: :mrgreen:

lasha naxucrishvili
12 years ago

ნეტა მოვიდეს რა ყველაზე ძაან ამის მოსვლა გამიხარდება

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x