ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

მართალია , ბიანკონერის გაცილებით მეტი თავსატეხი აქვს გაჩენილი , ვიდრე ტოპ ფორვარდის გაფორმება , თუმცა საინტერესო იქნება ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ ბოლო ინფორმაციები : უპირველესყოვლისა აღსანიშნავია ფლორენციული კლუბის მმართველების განცხადება სტეფან იოვეტიჩის თაობაზე : ჩერნოგორიელი არ იყიდება ! მიუხედავად ამისა , მაროტა გეგმავს 25 მილიონიანი წინადადებით მიმართოს იებს , რითაც სავარაუდოდ შესძლებს მათ მოთაფვლას . ამას ისიც უწყობს ხელს , რომ ბოლო შეხვედრაზე კლუბის წარმომადგენლებთან იოვეტიჩმა ღიად გამოთქვა სურვილი კარიერის ბებერ ქალბატონში გაგრძელებაზე . თუმცა , იუვემ შესაძლოა ამდენი თავისტკივილის ასაცილებლად მანჩესტერ სიტის ფორვარდი ედინ ჯეკო გაიფორმოს . ბოსნიელის დამატება გაცილებით მარტივია და გაცილებით რეალური , ამიტომ შესაძლოა ბიანკონერის მისტერ X ჯეკო გახდეს .უახლოვდება გუნდიდან წასვლას თავის მხრივ ალესანდრო მატრი , რომელმაც შესაძლოა იტალიის სუპერ თასის შემდეგ მილანის მაისური მოირგოს 12-14 მილიონ ევროდ . ეს თანხა კი არ არის გამორიცხული პაცინის მოხმარდეს იმ შემთხვევაში თუ ინტერი იუარებს პაცინი – კუალიარელას ბარტერს ….

ხვალ კი ტურინში სამედიცინო შემოწმებას , მანჩესტერ იუნაიტედის ექს შუა ხაზელი პოლ პოგბა გაივლის . ამ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს : ” როგორც იქნა ის ტურინშია და მზად არის შავ თეთრი მაისურის მოსარგებად . მას ახალი თავგადასავალი ელოდება წინ ” .

ამას ბიანკონერის გენ დირექტორი ჯუზეპე მაროტაც ადასტურებს : ” დიახ , ხვალ საკმაოდ სწრაფ ტემპში გავივლით სამედიცინო ტესტებს და მალევე გავაფორმებთ ხელშეკრულებას ” .

Gazzetta dello Sport – ის ინფორმაციით , ბიანკონერი მაქსიმალურად შეეცდება უახლოეს პერიოდში გაიფორმოს უდინეზეს მარცხენა მცველი პაბლო არმერო .

წყარო : Calcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

ჯეკო და არმერო მართლა მაგრა წაგვადგება,მაგას დაამატე საბა და ვუჩინიჩი?ჩავთვალოთ რო სუპერიაააააააააააააა :forza: :forza: :forza:

TATO asanidze
11 years ago

dzekos mosvla mirchevvnia van persis mosvlas axalgazrdaaa 3wlit 1mizezi ufro shemsrulebelia meore mizezi van persi bevrs mazavs itans kidevac mara ufro meti unda gaetana wels iseti pasei uketes dzekos kide shedarebit dro ar aqvs mara mainc klasnia juventusshi kai iqnebaa tavzec kargad tamashobs texnikac aqvs da dayenebuli dartymac da juventusshi kide bevri awvdis kargad dda kargadac agoreben vfiqrob dzeko idealuri iqnebaa mere ra ro saxeli ar aqvs van persis nairi juventusshi moixvechavs :))))

Otar Giorgobiani
11 years ago

ჯეკო, პოგბა, არმერო და მე ადვამთავრებდი ამ წლის შესყიდვებს. სება, ვუჩინიჩი, ჯეკო. ამ ტანდემით თუ შეუტევს იუვე დამერწმუნეთ ბევრ გრანდს ავატირებთ ევროპაში

ბენიამინ

ჯეკო და იოიო ცუდი ვარიანტი არაა მაგრამ არც იდეალური. ვან-პე, ბალო ან კავანი უკვე განსხვავებას მოგვცემდა. :forza:

Gio Darja
12 years ago

Welcome to Juventus, Paul ))

იოვეტიჩს გავიფორმებთ იმედია, მე პირადად ჯეკოც მაგრად მევასება, იტალიური ფეხბურთისთვის ზედგამოჭრილია ეგ ფეხბურთელი..არმერო მოდი მალე

12 years ago

ძლიიივს რა!!! ძლივს არ მოიყვანეს პოგბაა :vashaa: :vashaa: :vashaa:
მე კიდე უკვე ნერვიულობას ვიწყებდი

d a v i d
12 years ago

ისე მემგონი მირკო აწვება იოიოს იუევეში სათამაშოდ :yeah: :vashaa: თუ მატრი კვალი დატოვებს იუვეს ჯეკო იოიო პაცინის დამატება არის იდეალური ვარიანტი :up: :up: :up:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x