ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ATTACCO ALLA JUVE – იერიში “იუვენტუსზე”…

დღეს დილით იტალიურ პრესაში “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. მოგეხსენებათ, მიმდინარე თვის პირველ ნახევარში ანტონიო კონტე დაკითხულ იქნა იტალიის პროკურატურის მიერ. დაკითხვა ეხებოდა ყველასათვის ნაცნობ თემას, ჩაწყობილ მატჩებს, რომელშიც კონტეს ყოფილმა შეგირდმა სტეფანო კარობიომ “იუვენტუსის” ამჟამინდელი მწვრთნელი დაადანაშაულა. კერძოდ, საუბარია უშუალოდ ორ კონკრეტულ მატჩზე, რომლებიც ჩატარდა “ნოვარასა” და “ალბინოლეფეს” წინააღმდეგ. მიუხედავად ანტონიო კონტეს მიერ მიცემული ჩვენებისა და პრაქტიკულად “სიენას” იმდროინდელი შემადგენლობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტისა, რომლის მიხედვითაც ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობაზე საუბარიც კი ზედმეტია და ეს არის სრული აბსურდი, იტალიის პროკურატურა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რატომღაც მაინც კარობიოს მხარეს იჭერს. თუ კონტე დამნაშავედ სცნეს, მას ელის დაახლოებით 6-თვიანი დისკვალიფიკაცია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის…

საფრთხე ემუქრება “იუვენტუსში” მოთამაშე ორ ფეხბურთელსაც, ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე პეპეს. სასამართლო პროცესის გავლა მათაც მოუწევთ, რადგან მათ შემთხვევაში საუბარია 2010 წელს ჩატარებულ “ბარი” – “უდინეზეს” საეჭვო შეხვედრაზე, რომელშიც ორივე მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. თუ ბონუჩი და პეპე დამნაშავედ სცნეს, ისინი მიიღებენ გრძელვადიან დისკვალიფიკაციას. ამ ეტაპზე ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც გავრცელებულია სხვადასხვა წყაროებში.

რაიმე სიახლის შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია უმოკლეს დროში მოგაწვდით ინფორმაციას.

წყარო: Football-Italia; TuttoJuve; Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

40 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Bendtner 52
12 years ago

რაცარუნდა სამწუხაროს იყოს :euf: მემგონი კონტე გაგედო :roll:

Gio Darja
12 years ago

d a v i d

ვირუსებისგან გაიწმინდა საიტი, ამიტომ ბოლო რამდენიმე კვირის სტატიები წაიშალა..

d a v i d
12 years ago
Reply to  Gio Darja

გაიხარე ძმა, ვიფიქრე ვინდოუს დაერხათქვა :chuvak:

giga joxadzee
12 years ago

ნეტა ყველაფერი კარგად დამთავრდესსსსსსსს

d a v i d
12 years ago

აქ სტატიები წაიშალა თუ კომპი მიჭედავს? 14 ივლისიდან—-26 ივლისის ჩათვლით რო სტატია არ დადებულა? :chuvak:

delpieronedved
12 years ago
Reply to  d a v i d

წაისალა :kiss: :yes: :chuk: :c: :buhee:

d a v i d
12 years ago
Reply to  delpieronedved

გაიხარე :chuk: :davliot:

kaxaber chantladze
12 years ago

მაინც გავანადგურებთ!

12 years ago

ვერ ისვენებენ!!! :mad:

Gio Darja
12 years ago

კონტეს სიენას შემადგენლობიდან ნახევარზე მეტი ადასტურებს რომ არაფერი არ მომხდარა და ერთ კარობიოს უჯერებს ამხელა იტალია აზრზე ხართ რა მარაზმია ? :blin:

საოცარი ბოიკოტი უნდა მოჰყვეს იტალიის ჩემპიონის მხრიდან, უძლიერეს გუნდს ანადგურებენ რა..

აი რატომ გაყიდეს მილანმა და ინტერმა თავისუფლად ფეხბურთელები, იუვეს მთავარ გენიოსს ართმევენ

lasha naxucrishvili
12 years ago

იმ რეგვენს ფული გადაუხადეს და რაღაცეებს ბოდიალობს :

| Newsphere by AF themes.
40
0
Would love your thoughts, please comment.x