ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ისევ გვებრძვიან, ყველა – “იუვენტუსის” წინააღმდეგ

ტურინის “იუვენტუსის” ფან-კლუბის ერთ-ერთი უცხოურ საიტზე ბებერი ქალბატონის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ძალიან საინტერესო სტატიას წავაწყდი, გთავაზობთ მის ქართულ ვერსიას..

იტალიურ ფეხბურთში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისე დარჩა, როგორც 2006 წელს იყო.”ინტერმა” და “მილანმა” ტოპ-პლეიერი იშოვნეს – პროკურორი პალაცის სახით.გუშინ დილით ანტონიო კონტეს, ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე პეპეს თაობაზე სანსაციური სიახლეები გავრცელდა.

არაფერი გამკვირვებია, სიმართლე გითხრათ, უარესს ველოდი.ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა ისღა დაგვრჩენია, 10 აგვისტოს დაველოდოთ და გავიგოთ, რამდენი ხნით აუკრძალავენ ჩვენს ბიჭებს საფეხბურთო სამყაროსთან თანამშრომლობას.”იუვენტუსის” გულშემატკივრები შოკში არიან, იტალია უძლიერეს გუნდსა და მოქმედ ჩემპიონს გამალებით ებრძვის..

მოედანზე მათ ჩვენი დამარცხება ვერ შეძლეს, პალაცის დახმარებით კი ბებერი ქალბატონის განადგურებაა შესაძლებელი.იტალიური მაფია – “იუვენტუსის” წინააღმდეგ, 0-3, ისინი კონტეს, პეპესა და ბონუჩის გვართმევენ.პალაცი იტალიური ფეხბურთის საამაყო ფიგურაა, 2006 წელს მან გენიალური გადაწყვეტილებებით დაგვამახსოვრა თავი.როცა თქვა, “ინტერიც” დამნაშავეაო, უთხრეს : “პალაცი, არასწორი ხარ”, მოკეტა, რადგან ეს იტალიაა.

ჩემი აზრით, ეს უპირველეს ყოვლისა ანდრეა ანიელის წინააღმდეგ ბრძოლაა.როცა ჯანი ანიელი იყო პრეზიდენტი, ვერაფერს ბედავდნენ, ჯანის საოცარი გავლენა ჰქონდა აპენინებზე.მისი გარდაცვალების შემდეგ – მოჯი, ჯირაუდო და ბეტეგა დარჩნენ ყველას წინააღმდეგ ( განსაკუთრებით სილვიო ბერლუსკონის ), ანიელების ოჯახი თავს იცავენ, მაგრამ უჭირთ.კალჩიოპოლიდან მოყოლებული მაფია მაქსიმალურაც ცდილობს, ჩვენი გუნდის დიადი ისტორია ქარს გაატანონ, უბრალოდ წაშალონ.

ელკანს ფეხბურთში დიდი ძალა არ აქვს.მამამისის მსგავსად, მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფიატი და სხვა კომპანიებია.ფარსოპოლის შემდეგ ცუდი ადმინისტრაცია გვყავს.ღმერთის წყალობით ანდრეა ანიელი მოვიდა, მან იცის, რას ნიშნავს იყო იუვენტინო, ის ბებერი ქალბატონის პირველი გულშემატკივარია.

ახლა ყველაფერი დღესავით ნათელია.2 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგება მოვახერხეთ, ისევ საქმეებში გაგვრიეს.ანიელი ძლიერი პრეზიდენტია, თუმცა არა ისეთი ძლიერი, როგორებიც მორატი და ბერლუსკონი არიან.ის მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტია.ანიელების ოჯახში ლიდერი – ჯონ ელკანია.ანდრეას რაღაც ნაბიჯების შემდეგ უკან დახევა უწევს, რადგან ის ყველას წინააღმდეგ უძლურია.ბაბუამისი რომ ცოცხალი იყოს, კალჩიოპოლი ვერ მოგვერეოდა, პალაცის მსგავსი “ცილისმწამებლები” ჩვენს ბიჭებს ხელსაც ვერ დააკარებდნენ.

პრესამ იცის, რომ ყველაფერი ბერლუსკონის ხელთაა.Gazzetta Dello Sport ბოლო რამდენიმე ხანია “იუვენტუსის” წინააღმდეგ წერს, მათთან კავშირი მასიმო მორატის აქვს, რა ქნან ჟურნალისტებმა, მათ ხელფასებს მორატი და ბერლუსკონი არიგებენ.

კარგად მახსოვს, კონტემ რომ “მილანის” გენერალურ დირექტორს მიმართა : “გალიანი – შენ თავად ხარ მაფია.”

როცა მოჯიმ თქვა : “ძლიერი გავლენის წინააღმდეგ მიწევს ბრძოლა.”

ახლა ყველაფერი ნათელია, ისევ გვებრძვიან..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

85 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nikoloz
12 years ago

ყველაზე მაგარი ის არის რომ იუვეს უმწიკვლოობაზე ლაპარაკობთ მაშIნ როცა მოჯი გყავდათ, კაცი რომელიც ერთ ერთი უძლიერესი მაფიოზია იტალიაში

12 years ago
Reply to  nikoloz

რა ხდება ბიჭო იციი? უმწიკვლო კაანეშნა არავინ არ არის.. მააგრამ ნებისმიერი საღად მოაზროვნე და იტალიურ ფეხბურთში გარკვეული პიროვნება მიხვდება რომ ეს არის იუვენტუსისადმი მიზანმიმართული კამპანია რომელიც მიზნად ისახავს იუვეს მაქსიმალურად დასუსტებას.. ყველამ იცის რომ როცა იუვე ტოპ-ფორვარდს გაიფორმებს ერთი ამოსუნთქვით დაახევს ბურთს მილანსაც და ინტერსაც და ამიტომ რა ქნან არ იციან.. ინტერის ეპოქა იყო გასული წლები იმიტომ რომ იუვე ჩაძირული იყო.. ახლა კიდევ ახალი ფარსოპოლი ჭირდებათ რომ ისევ გაიმარჯვონ და მოუგონ კიევოებს და ლეჩეებს ისე რომ იუვენტუსისნაირი გრანდი არ დაახევს ბურთს თავზე..

nikoloz
12 years ago
Reply to 

და კონტეს,პეპეს და ბონუჩის მოშორობეზე ჩალიჩობენ ხო? მესმის იუვეს დასასუსტებლად კიელინი და ბუფონი მოეშორებინმათ, ვეღარ აზროვნებენ მორატი და ბერლუსკონი კარგად :D:D:D

nikoloz
12 years ago
Reply to  nikoloz

ისე იტალიის დანარჩენ გუნდებს რაღას ერჩიან? სერია A და B დან რამდენიმე გუნდი დარჩა მშრალად, მათიც ეშინიათ? თუ კვალს ფარავენ? :D:D

vitali darsania
12 years ago
Reply to  nikoloz

შენ იძახი რო კონტე დიდი ძალა არაა?

jjj jjj
12 years ago
Reply to  nikoloz

და მილანი და ბერლუსკონი სუფთაა მაგაში ხო? ინტერიცო არ თქვა ახლა….

nikoloz
12 years ago
Reply to  Gio Darja

ჩვენი გუნდისთვის მიხედილი გვაქვს ძმა, მაგრამ როცა ჩვენს გუნდზე ასეთ კომენტარებს და სტატიებს წავიკითხავთ პასუხს აუცილებლად ვუპასუხებთ.

jjj jjj
12 years ago
Reply to  nikoloz

mixedili? ki aCerbis da konstantis imedze ro xarT… Cven umwvrTnelodac mogigebT. iepesi damaviwyda da bonera:D

nikoloz
12 years ago

კარგით რა ხალხო, ჯერ იმით დავიწყოთ რომ ეს ადამიანები რომლებსაც თქვენ ასე იცავთ იუვემდე სხვა გუნდებში იყუვნენ და თავადაც მაფიასთან იყუვნენ შეკრულები და ფეხბურთს ებრძოდნენ, მათი დასჯა იუვეს წინააღმდეგ ბრძოლაა? ანუ რა გამოდის? ბერლუსკონი გროსეტოს და სიენასაც ებრძვის? ცოტა სასაცილოა, მაგრამ ის ფრაზა უფრო სასაცილოა მოედანზე ისე ვერ გიგებთ ბონუჩი და პეპე რომ არ მოგაშოროთ? ან რა გგონიათ იუვეს ბოსები არ არიან მაფიოზები? იტალიაა ეს. რაც შეეხება ბერლუსკონის და მის გავლენებს, შარშან ნახევარი მილიარდი ჩამოართვეს, როგორ ფიქრობთ (თუ ფიქრობთ რა თქმა უნდა საერთოდ (ამ სტატიის შემდეგ ცოტა ეჭვი შემეპარა)) ბერლუსკონის რომ შეძლებოდა თავისი მაფიოზობის და გავლენების გამოყენება ჩამოართმევდნენ? თუ ნახევარი… Read more »

jjj jjj
12 years ago
Reply to  nikoloz

როცა მაგ გუნდებში იყო რატო მაშინ არ მოხდა ეს? 1 წელია კონტე იუვეში და ეხლა? ბონუჩი და პეპე 2 წელი და ახლა? როცა იუვე გახდა ჩემპიონიი?

lasha naxucrishvili
12 years ago

რამდენ მილანის და ინტერის ფანს უხარია იუვეს ამბავი :mad:
იმისთანა კომენტარები წავიკითხე ქართულ საიტებზე კინაღამ გული ამერია!

arseni
12 years ago

ეს ყველაფერი მარტო იტალიის დონეზე არ ხდება …

arseni
12 years ago

ფოტო როგორ შევცვალო ინსტრუქცია მომეცით

jjj jjj
12 years ago
Reply to  arseni

პროფილში შედი და სულ ქვევით ნახე. ატვირთე ფოტო განაახლე და შეცვლილი იქნება :yes:

arseni
12 years ago

ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ტურინის იუბენტუსუს წინააღმდეგ და არა იტალიის არამედ ევროპის დონეზე …არა მარტო იტალიაში არიან დაინტერესებული იუვეს დაძირვით … ეს ყველაფერი 1998 წლის 20 მაისს დაიწყო, როდესაც იუვე-რეალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მსაჯმა პრედრაგ მიატოვიჩის მიერ აშკარა თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალა

delpieronedved
12 years ago

კონტე :love: :kiss: :kenwvla: :davliot: :offtopic

Giorgi kasrashvili
12 years ago

Shako <—– ამ კაცმა ტქვა ყველაზე ნარდი ბიჭებო!!!

ყველა იუვეში მოთამაშე იტალიელმა უარი უნდა თქვას ნაკრებში თამაშზე. და მაგარი გადაწყვეტილება იქნება ეგ!

ასევე კონტე თუ დააკავეს და 1 წელზე მეტი თუ არ მისცეს, ყველას ჯინაზე არავინ არ უნდა მოვიყვანოთ მწვრთნელად და პრიმავერას მწვრთნელმა გაგვიწრთვნას გუნდი… დაველოდოტ და პატივი ვცეთ ამ ჟესტით კონტეს…

ბუფონი-პირლო-კიელინი-მარკიზიო ამათი დახმარებით მთელი გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება და არანაირად არ დავეცემით!

მიდით თქვე უნამუსოები მოედანზე გვებრძოლეთ, მოდით დაგანახოთ რომ ვერაფერს დააკლებთ მაინც იუვეს!!!

და ბოლოს ჩემი იდეა ესეთია:
ადმინებო ავატარის შეცვლა გააკეთეთ და ყველა აქ მყოფმა ფანმა კონტეს ფოტო დავაყენოთ!!! დამიჯერეთ გაიზიარეთ ჩემი იდეა გთხოვთ…

jjj jjj
12 years ago

:forza:

ლაშა ცხვარაძე

ამათი მაფია და ამათი დედა გავაფორმე ბონუჩის და პეპეს დისკვალიფიკაციას როგორმე შევეგუებით და კლუბიც არ დაზარალდება იმდანად როგორც კონტეს დისკვალიფიკაცია დაგვაზარალებს ტუნდაც ერთ კვირიანი მისცენ და ნურავის ნუ ეგონება კიდე რო ისეთი გუნდით როგორიც შარშან იუვეს ჰყავდა გვარდიოლა ან ტუნდაც ლიპი რამეს მიაღწევდნენ კონტე არის ახალი სული და ახალი სიცოცხლე იუვენტუსში ყველაფერი თუ რამეს მივაღწიეთ კონტეს დამსახურებაა :forza:

jjj jjj
12 years ago

აუ დავიღალე რამდენი უნდა ვაგინო ამ.. ინტერის და მილანის გულშემატკივარი ხვდება ახლა რა გუნდები უყვართ? ერთხელ გადავიტანი 2006-ში ეს ყველაფერი და ახლაც გადავიტან მაგრამ… ღმერთმა დაგვიფარონ და თუ კონტე დამნაშავედ ცნეს (რაც სავარაუდოა ბერლუსკონი და მორატის გავლენიდან გამომდინარე) ის ჩვენი მწვრთნელი არ იქნება უშსუალოდ თამაშებზე, მაგრამ ვარჯიშში და სხვა მომზადებაში ჩვეულებრივად ექნება მონაწილეობის მიღების უფლება. სამწუხაროდ ეს არაა ჩვენთვის დიდი საშველი და შეღავათი, რადგან გამარჯვებას კონტე ჰქვია და მაგის გარეშე ვერაფერს ვიზამთ ალბათ. ბონუჩიც მეცოდება, ძლივს სტაბილური გახდა და მასთან ერთად პეპეც. ოცნება მაქვს რომ ყველა იუვეს ფეხბურთელმა ნაკრებზე თქვას უარი რაც 90 პროცენტია სკუადრა აძურის და მერე მიხვდება მთელი… Read more »

Bendtner 52
12 years ago

ასეთი ამბები ტრიალებს და რომელი ტოპ მოთამაშე მოვა იუვეში კარგით რა მე ყველაფრის იმედი დავკარგე უკვე :blin: იმედია ყველაფერი ჩვენს სასიკეთოთ დამთავრდება :forza:

12 years ago
Reply to  Bendtner 52

ესენი ამ წაუგებელ გუნდს მაინც ვერ დაშლიან და იმედი არმაქ დაკარგული. ბონუჩის და პეპეს გადავიტანტ როგორმე, ძალიან ცუდი იქნება ამათი დაკარგვა მარა მაინც. კონტე არ მინდა დავკარგოთ ყველაზე მეტად.

12 years ago

პროსტა რას ჩალიჩობენ ეს ვირთხები აზზე ხართ ? ოღონდ კონტე ჩამოაცილონ და 6 თვეზე ჩამოვიდნენ, რაგაც უნდა მოუძებნონ უმნიშვნელო რომ რაგაცნაირად წავიდეს გუნდიდან. არადა დავიჯერო ჯარიმის გადახდა რო მოთხოვონ არ შეიძლება ? :mrgreen:

delpieronedved
12 years ago

კაროჩე ეს ასე დაუსრულებლად გაგრძელდება თუ ერთხელ და სამუდამოდ არ მოსპეს ეს მაფია :loool:

lasha naxucrishvili
12 years ago

2006 წელს კინაღამ გავაფრინე ეხლა კიდე ფუუუ :mad:

delpieronedved
12 years ago

ხ ფ თ უ :mad: :mad: :mad: გული მერევა იტალიურ მაფიაზე :down: :down: :down: მერდა

12 years ago

არა ბიჭებო,გასაგებია პეპეს გარეშე და ალბათ ბონუჩის გარეშეც ვიბრძოლებთ ტიტულებისთვის,მაგრამ კონტეს გარეშე თუნდაც 6 თვე და ჩათვალეთ 2-3 წელი უტიტულოდ ვარ,დარწმუნებული ვარ.თქვენ კიდე არ იცით რა ადამიანია კონტე.

gag100
12 years ago

godfather

12 years ago

სადამდე უნდა გაგრძელდეს ესე მე ვე ვხვდები რა :loool: ანიელიმ უნდა გააკეთოს რაგაც თორე ესე შორს ვერ წავალთ. კონტეს კაი მისცეს ვთქვად 6 თვიანი, 6 თვის მერე ისევ მოვა და ის 6 თვეც ეგ იქნება ტრენერი ჩათვალეთ პროსტა მინდორზე არ იქნება. ბონუჩი კიდე მაგრად მეცოდება, ძლივს რაგაც გამოზდის, ყალიბდება ძლიერ მცველად და 3 წლიანი ემუქრება :no

12 years ago
Reply to  Gio Darja

ეგრე მაინც არ იქნება როგორც 06 ში იყო. მაშინ მთელი გუნდი დაიშალა და სერია B ში გაიჩითნენ. ეხლა რაც ხდება ძალიან ცუდია, კონტეს სახით დიდი კაცი დაგვაკლდება მარა 6 თვე რაგაცნაირად უნდა გაქაჩონ ბიჭებმა კონტეს გარეშე.

Juventino17
12 years ago

იუვენტუსთან ერთად იტალიურ ფეხბურთს ერხევა!!!!!!!!!!! ძლივსი უვე დადგა ფეხზე და ძლივს ჩემპიონატი საინტერესო სანახავი გახდა, სულ გაგიჟდნენ რა, ეს მაფია და შავი სამყარო კიდე რაღა გახდა იტალიაში რო ჩავიდე ბერლუსკონის სუვენირი კი არა ყუმბარა უნდა ვესროლო მე მაგის

lasha naxucrishvili
12 years ago

:mad:

12 years ago

ბიჭო რა ვთქვა უბრალოდ არ ვიცი რა,აზრებს ვერ ვალაგებ გუშინდელიდან მოყოლებული გაშტერებული ვარ,ისევ ახლიდან არ მოგვიწიოს საქმის დაწყება რაა..დამიჯერეთ,მარტივად ნუ უყურებთ უკონტეობას თუნდაც 6 თვით,ძაან ბევრი რამე აირევა,იმიტო იყო ყველაფერი კარგად,რომ მოედანზეც კი სულ ყვიროდა კონტე…და 6 თვე და მითუმეტეს ერთი წელი არევს ყველაფერს.

lasha naxucrishvili
12 years ago
Reply to 

რავი ზოგის აზრით კონტე თუ წავა დიდი ამბავი გუარდიოლა მოვა ან ლიპი :blin:

| Newsphere by AF themes.
85
0
Would love your thoughts, please comment.x