ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

ტურინის ” იუვენტუსი ” განაგრძობს ბრძოლას გასტონ რამირესისთვის . შესანიშნავმა დებიუტმა ოლიმპიურ თამაშებზე ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში , უყურადღებოდ არ დატოვა იგი და რამდენიმე სერიოზული კლუბის დაინტერესების ქვეშ მოექცა . არ არის გამორიცხული , იუვემ დროებით შეაჩეროს იდეა ტოპ ფეხბურთელის შეძენასთან დაკავშირებით და მთელი თავისი ძალა რამირესის ტრანსფერს მოახმაროს , რითაც დასძლევს კიდევაც ინტერის წინააღდეგობას . ურუგვაელის ტრანსფერი ტურინელებს მინიმუმ 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ .

სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

ბიანკონერის მარცხენა მცველი რეტო ციგლერი , შესაძლოა უახლოეს პერიოდში ” რუბინის ” მოთამაშე გახდეს . იმ შემთხვევაში თუ არ შესდგება მისი ტრანსფერი ” ბენფიკაში ” , მაშინ შვეიცარიელი კარიერას რუსეთში განაგრძობს . თუმცა , SkySport24 – ის ინფორმაციით ყაზანელთა მხრიდან ოფიციალური შემოთავაზება რეტოს თაობაზე , მაროტას არ მიუღია .

Gazzetta Dello Sport – ის ცნობით , ” ზენიტს ” ძალზედ სურს საკუთარ რიგებში ფაბიო კუალიარელა იხილოს . რუსული კლუბი , სხვადასხვა წყაროს მტკიცებით მზადაა 10-12 მილიონი ევრო გადაიხადოს იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ . კონტე თითქოს ფაბიოს დატოვებას გეგმავდა , მაგრამ რუსების წინადადებამ და სატრანსფერო ფასმა იგი დააფიქრა . ამასთან ერთად ჩნდება რეალური სახსრები სტეფან იოვეტიჩის შესაძენად . თავის მხრივ ჩერნოგორიელი , შესაძლოა უახლოეს პერიოდში გახდეს იუვენტუსის სრულუფლებიანი წევრი , მას შემდეგ რაც მაროტა მატრის მილანში გაუშვებს , ხოლო კუალიარელას რუსეთში .

ორშაბათი შესაძლოა ის დღე გახდეს, როდესაც მანოლო გაბიადინი ოფიციალურად გახდება ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელი . იტალიური პრესის ინფორმაციით , გაბიადინი თანამფლობელობაშია გადასული და პლიუს ბიანკონერიმ ჯეიმს ტროისის 50 % მიჰყიდა ბერგამოს ატალანტას . გაბიადინი კი სასურველი პრაქტიკის მისაღებად , ერთ სეზონს ბოლონიაში გაატარებს , რის შემდეგაც ” იუვენტუსში ” დაბრუნდება .

Tuttosport – ის ცნობით კი , ბიანკონერი ძალზედ ახლოს არის პაბლო არმეროს ტრანსფერის დასრულებასთან . დღეისათვის , ორივე კლუბი დეტალების მოგვარებით არის დაკავებული . ფეხბურთელის ღირებულება 10 მილიონი ევროა , ეხლა კი დროა დამტკიცდეს ტრანსფერის ფორმა . უდინეზეს სურს იგი თანამფლობელობაში გაუშვას , როგორც ასამოა და ისლა , ხოლო ბიანკონერის არენდით სურს აყვანა , გამოსყიდვის უფლებით . ამ შემთხვევაში მაროტა დაზოგავს გარკვეულ თანხებს თავდამსხმელების შესაძენად . ტრანსფერი აუცილებლად გაფორმდება 21 აგვისტომდე , რადგან ფრიულის ბინადრებს ჩემპიონთა ლიგაზე უწევთ ასპარეზობა და სათანადო დონეზე სურთ კოლუმბიელის შეცვლა .

წყარო : Tuttosport, Calcionews24, Tuttojuve

34 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება

  1. 30 მილიონად იოვეტიჩზე უფრო მაგარის ყიდვა შეიძლება. ცუდი ფეხბურთელი არ არის მარა არ ღირს მაგაზე ამხელა იმედების დამყარება რაა! მე მაქვს რამირესის თამაში ნანახი და იოვეტიჩზე ნაკლები ნაგდად არ არი! რომაში როა ლამელა აი მაგას სიამოვნებით ვნახავდი იუვეში უნიჭიერესია ტო!

  2. მაგარია რამირესი მაგრამ ჩვენ უფრო ტოპ თავდასხმელი გვინდა მოიყვანე რა მაროტა სუარესი და ამიხდინე ოცნება :forza: :forza: :love: :love:

  3. დროებით კი არა მგონი საერთოდ შეაჩერებს მაროტა ტოპის ძებნას, ვპიქრობ რომ საშუალო დონის თავმდამსხმელებით გადავაგორებთ შემდეგ სეზონს

    1. 21 წლისაა ძმა ურუგვაის ნაკრების ძIრითადის ფეხბურთელია და ამაზე უარს ამბობ? რომელსაც მთელი მომოვალი წინ ააქ?

      1. თამაშები ბევრი არა 3 თუ 4 მაქ ნაყურები და რომ გითხრა გამაგიჟა თქო ვერა. ელამს რაც შეეხება ეს კომენტი წუხელ დავწერე და 15ს მაგივრად 25 მილიონი წავიკითხე და მაგაზე გავცხარდი :lool: :lool: :lool:

  4. აუ ეს მოიყვანონს და სულ გავარტყი ტოპ ფორვარდს :vashaa: :up: ძაან მაგარია დიდი მომოვალი ეჯღანება წინ და ჯობია ჩვენტან ერთად იყოს :kenwvla: რამირესი არმერო და თუ მატრი კვალი წავლენ მაშინ იოიოც კარგი ვარიანტი იქნება და გუნდში ბებერი პირლო და ბუფონი გვეყოლება ლომები :love:

    1. კიელინი რატო მოაჭერი ლომების სასტავს :)))) :juvee: :juvee: :juvee: ამისი რა გითხრა მაგრამ მე მატრი-კრასიჩი არ მემეტებიან გასაშვებათ, განა იმიტო რო ჰერტასტან გაიტანეს ამას მანმდეც ვამბობდი, მგონია რომ კლუბთან ერთად კიდე მოუმატებენ და ლიგაზეც კარგად გამოვლენ, ბოლობოო დაიმსახურეს ამ ბიჭბმა ლიგაზე იუვეს მაისურით გამოსვლა.

      1. არა კრასიჩი ჯერ ახალგაზრდებში გამყავს ძმა :givi: მატრი არც მე მემეტეა გასაშვებათ მაგრად მევასება მაგას ჯობია კვალი გაუშვან…. ძმობას გაფიცებ კრასიჩის დამსახურება რა აქ რო ღირსია ლიგაზე იუვეს სახელიტ ითამაშოს? :kenwvla:

        1. კაი ტო პერიოდი იყო მარტო მაგის გოლებით გადიოდა ფონს იუვე. ეხლა გამოდის რო ახალი იუვე კეთდება და მაგის ადგილი აღარაა იქ. ტეხავს პროსტა. თორე თუ კაი სასტავი შეიკვრება და წარმატებული ეგ გაგვიხარდება ჩვენც :forza: :forza: :forza:

  5. რა რამირესი ტო?

    2 პოზიცია გვყავს გასაძლერებელი მარცხ.მც და ცენტრ.ფორვარდი…
    ესენი კიდევ რეებს შვებიან ბლიინ!
    მე-3 წელია ტოპ ფორვარდი ვერ მოიყვანეს რა…
    რა სიკვდილადმინდა რამირესი ტოო…

    მოიყვანეთ კოლაროვი-ჯეკო და დამთავრდა!

    1. კოლაროვი შეიძლება, მაგრამ ძეკოს ეგრე არ გაყიდის სიტი … მგონი არც კოლაროვს გაუშვებს ამ სეზონში /

  6. ვაა … გაკვირვებული ვარ სენეგელალებს 29ე წუთხე კაცი გაუძევეს 1-0 ზე ურუგვაისტან და მეორეც გაუტანეს და საერთოდ არარ გაუშვეს / კავანი, სუარესი, რამირესი, აბელ ერნანდესი …………………

  7. კვალიარელას 10 მილიონად გასხვისებას მისი პაცინიში გაცვლა ჯობია, ეხლა ის ბოაკიე ვინაა რა ვიცით … პაცინი თუ გაიხსნა ძალიან კარგი ფორვარდია. აბა კავანის და ფალკაოს მყიდველი ვინაა აქ … ისე ბენდტნერიც ძალიან კარგია და ხელმისაწვდომი /

  8. კვალი რუსეთში , მატრი მილანში , მოვიდეს რამირესი ან იოიო , არმერო და ჯანბას იყოს ჯეკო და დავხუროთ ფანჯარა ნუ თუ ასე ძნელია ..

  9. ცენტრ ფორვარდად მგონი წელს მირკო იქნება და მაგიტომაც აიღო ის ( ნომერი და ეხლა მეორე ფორვარდზეა ჩალიჩი აქ ისე დატოვონ ეგ ბოკიე კაი ბიჭია და შიგადაშიგ ათმაშონ ხოლმე

  10. პაცინი-კვალის ბარტერს ჯობია 10 მილიონად კვალის გაყიდვა, რამირესზე ბოლონიამ თქვა მარტო უცხოეთში გავუშვებო მარა იუვე რო გაბიადინის უშვებს ბოლონიაში ასე რომ სავსებით რეალურია ამის ნოსვლა იუვეში მაგეად მომწონს კაი ბიჭია მარა იმენა ნტრ ფორვარდი გვინდა ეს მირკოსავითაა და სებასავით და პლიუს იო თუ დავიმატეთ მაშინ ძალაუნებურად იო უნდა იყოს ცენტ ფორვარდი

  11. ეჰ სამწუხაროდ კვალი ვეღარ ქაჩავს იუვეში ( აქამდე როდის ქაჩავდა?) და ჯობია გაუშვან… მაგრად მომწონს მაგრამ უფრო ძლიერი მოიყვანონ ჯობია :forza:

  12. რამირესსზე უკვე ივნისის ბოლოს ლაპარაკობდნენ შემდეგ შეწყდა საუბრები არადა ძალიან მომწონს ეს ბიჭი
    ჩემი აზრით მარტო კვალიარელა და მატრი არ უნდა გაუშვან მათ გზას კიდევ პაციენცა და პადოინიც უნდა გაუყენონ ასევე კრასიჩი და მელოს გაყიდვაზეც უნდა იფიქრონ
    ამ იოვეტიჩს კი საშველი არ დაადგა
    არადა მარტო იოვეტიჩის იმედად ყოფნა არ შეიძლება ჩემი აზრით კიდევ ერთი უმაღლესი კლასის თავდამსხმელი გვინდა ის ვინც 100 დან 90 მაინც გამოიყენებს რა იქნება რომ 30 ლიმონი + მელო ან კრასიჩი და სუარესი მოიყვანონ მე ორივეს დავთმობდი და ზედ 30 მილიონსაც დავამატებდი.

  13. რამირესი ძალიან კარგია და ალბათ ღირს 15 მილიონი, მაგრამ კვალიარელა ზენიტში ზალიან ცოდო იქნება … რა უნდა იქ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.