აგენტი: ” “იუვენტუსს” არმეროს არენდით აყვანა სურს “
პაბლო არმეროს აგენტმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ტურინის “იუვენტუსი” მისი კლიენტის ხელში ჩასაგდებად იბრძვის, თუმცა ისიც დაამატა, რომ ჯერჯერობით შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება: ” “იუვენტუსს” არმეროს გაფორმება იჯარის წესითა და გამოსყიდვის პერსპექტივით სურს, მაგრამ “უდინეზე” ფეხბურთელის მხოლოდ უფლებათა სრული პაკეტის გაყიდვაზეა თანახმა. ჩემი კლიენტი კლუბის პოზიციას ეთანხმება და ელოდება მოვლენათა განვითარებას.” – აცხადებს არმეროს აგენტი.
წყარო: Football-Italia
ანდრეა პოლი სამპდორიელი ა ისევ … ეს არმერო მაინც გაიფორმოს/ ფორვადრის შეძენას არ დაადგა საშველი /
პოლი ისედაც სამპდორიას საკუთრებაში იყო, ფიორენტინამ აღარ ისურვა და აკუილანის იფორმებენ და მაროტამაც მაგიტო აღარ გაიფორმა პოლი. იოვეტიჩის ტრანსფერში ჩართვას აპირებდა… ახლა მიწყნარდა საერთოდ ბაზარი, ტრანსფერებისთვის საერთოდ აღარ გვცალია კონტეს და ბიჭების ამბების შემდეგ… ჯერ ყველაფერი სანამ არ მიწყნარდება არაფერი გამოვა
ყველანირად უნდა ეცადოს მაროტა არმეროს გაფორმებას. ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება