ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

20 მილიონი ფუნტი ვან პერსის სანაცვლოდ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” აგრძელებს რობინ ვან პერსისთვის ბრძოლას და მის სანაცვლოდ ლონდონის “არსენალს” 20 მილიონ ფუნტს სთავაზობს, თავად ფეხბურთელს კი კვირაში 190 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ხელფასს ჰპირდება. ამ ეტაპზე მთავარი “მეთოფეებთან” შეთანხმების მიღწევაა, რადგან თავად ჰოლანდიელი ფეხბურთელი ზემოთნახსენებ შეთავაზებაზე დიდი ალბათობით თანხმობას განაცხადებს. ასევე აღსანიშნავია იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რისი მიხედვითაც, თუ ვან პერსი საბოლოოდ მაინც “მანჩესტერ სიტიში” გადავა, ტურინელები მთლიანად ედინ ჯეკოზე გადაერთვებიან და ყველანაირად ეცდებიან ბოსნიელი თავდამსხმელის ხელში ჩაგდებას.

წყარო: Football-Italia

45 thoughts on “20 მილიონი ფუნტი ვან პერსის სანაცვლოდ

  1. ამ ვან პერსის მე პირადად სუარესი და კავანი მირჩევნია
    ამათგან ერთერთი რომ მოიყვანონ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება არადა არც ისე ძნელია რომ სუარესი მოიყვანონ იმაზე მეტი დაჯდება რაც ვან პერსში ვიხდით რაღაც არამგონია თან შეიძლება რომ კრასიჩი, მელო და + 15 ლიმონი შევთავაზოთ და არამგონია უარიგვითხრან.

  2. კი ჩემი ჯიბიდან არ მიდის ეგ ფული, მაგრამ უკეთესი ფორვარდი გვინდა /

    ძეკო საუკეთესო ვარიანტია თუ გამვა იასნია/ გერმანიაშიც ითამაშა, ინგლისშიც / ნაკრებშიც გოლავიკია, თან იუვეს კარგად ერგებიან ყოფილი იუგოსლავიელები

  3. ედინ ძეკო უკეთესი ვარიანტია, უფრო ახალგაზრდაა და მოედანზე უკეთესი თვისებებიც აქვს, თან ვან პერსის ახასიათებს გაჭედვა და წითელი ბარათის მიღება

  4. 20 მილიონი გირვანქა (ანუ 26-27 მილიონი ევრო) ამას + 190 000 გირვანქა კვირის ხელფასი ანუ 13-14 მილიონი ევრო წელიწადში ძალიან დიდი ფულია ვან პერსისთვის/ ეგეც არ მყავდეს ეხლა ვან ბასტენი

  5. იუვენტინოებო, 1996/97 წლების ზესონის მატჩის გახსენებაა

    მილანი-იუვენტუსი საოცარი მატჩია. საკის მილანს იმენა აფარცაკებენ ჩვენი ბიჭები და 1-6 მოვიგეთ…

    სიქნეტი ვინებსაც გაქვტ გადაახვიეთ, უყურეთ და დატკბით :forza:

  6. თავდამსხმელი ვანპერსი იქნება ტუ ჯეკო, ვუჩინიჩი-ჯოვინკო-პირლოდან პასები არ მოაკლდება… მარკიზიო პირლოს გაუხსნის სივრცეებს, ვიდალი შავ სამუშაოს მიხედავს და შეტევებს ჩაშლის… ლიხშტა პლანგებიდან დააწვება, ჯორჯო და ბარძალი დაცვას მიხედავ არმეროსთან ერთად და ჯიჯი კიდევ თავისი საქმის პროფესიონალია და ნაკლებად რომ გოლები მივიღოთ კარში…

    მოკლედ იდეალური ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებული და მთავარია ეხლა თავდასსმის 4 კაცი შევკრათ და მარცხენა მცველი მოვიყვანოთ…

    ასევე ისლა-ასამოა-მარონე დიდი ძალაა…

  7. ისეთი ზურგი ეყოლება ვან პერსის იუვეში რო წესით არ უნდა გაუჩირდეს გოლების გატანაა და შეთამაშებაა

  8. მიდი რა ვან პერსი გავიფორმოთ დროზე ცოტა დავწყნარდე აღარ შემიძლია მთელი 3 თვეა ყოველდღე ველოდები რამე წესიერ სიახლეს. ერთადერთ ჯოვინკოს თუ არ ჩავთვლით, რომლის მოსვლამაც ცოტა გამახარა.

  9. მოკლედ თუ სიტიმ იყიდა ვანპერსი მაშინ ჯეკოს უეჭველი დავითრევთ და მეც ედინ ჯეკო მინდაააააა…

    მაგრამ ვანპერსიდან ძალიან ულამაზო საქციელი იქნება თუ პრემიერლიგის გუნდში გადავა და ასე რომ მჯერა რობინს ჩვენ დავითრევთ…

    ასევე სუარესი გვყავს თადარიგში და იმედია იოვეტიჩს შეეშვებიან…

  10. ვან პერსი მირჩევნია მეც ჯეკოს ბევრად რა! გაიგეთ ხალხო რო გერმანიაში არ ვარგიან მცველები და მაგათ ფონზე ყველა თავდამსხმელი მაგარია!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.