ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

მიუხედავად რიგი პრობლემებისა , ტურინის ” იუვენტუსი ” კვლავინდებურად ერთ ერთი ყველაზე აქტიური კლუბია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე . დღევანდელი დღის მიმოხილვა დავიწყოთ რეტო ციგლერით : ყაზანის ” რუბინი ” და ბიანკონერი მაქსიმალურად ცდილობენ დააჩქარონ ბარტერი ბოკეტი – ციგლერი , რითაც იუვე ფაქტიურად ორ კურდღელს იჭერს – იფორმებს რა ცენტრალურ მცველს და უნთავისუფლებს ადგილს პაბლო არმეროს მოსვლას მარცხენა ფლანგზე , რადგან ციგლერი სწორედ ამ პოზიციაზე ასპარეზობს . სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

მორიგი კანდიდატი გუნდის დასატოვებლად , რა თქმა უნდა ფელიპე მელოა , რომელიც სავარაუდოდ თურქეთის ” გალათასარაიში ” იასპარეზებს . შეგახსენებთ , რომ ბრაზილიელი შარშანდელ სეზონში სწორედ ამ კლუბში ასპარეზობდა არენდის წესით . ამასთან ერთად ჯუზეპე მაროტა აგრძელებს მოლაპარაკებებს მილანის ” ინტერთან ” ჯამპაოლო პაცინის თაობაზე – კერძოდ ბიანკონერის გენ დირექტორს სურს ეს უკანასკნელი ნერიაძურის კუალიარელაში ყოველგვარი თანხის დამატებით გაუცვალოს . იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით ბარტერი მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება , რაც იუვე ტოპ-ფორვარდს მოიყვანს .

ტოპ-ფორვარდი კი როგორც ჩანს ედინ ჯეკო გახდება . ბოლო ხანებში მისი კანდიდატურა ბევრად უფრო მომიხბვლელად გამოიყურება ტურინული კლუბისთვის . გამოდის რომ ვან პერსი იასპარეზებს სიტიში , ხოლო თავად ბოსნიელი ფრიად მოხიბლულია კონტეს სამომავლო გეგმებით და კარიერის გაგრძელება სწორედაც რომ ტურინში სურს . მაგრამ იგი ერთადერთი ფეხბურთელი არ იქნება , რომელიც ბიანკონერის შემტევით პოტენციალს გაზრდის . მასთან ერთად იგეგმება გასტონ რამირესის დამატებაც . მანოლო გაბიადინის ტრანსფერი ფაქტიურად შემდგარია , რომელიც არენდის წესით ” ბოლონიაში ” გაემგზავრება , ეს ყველაფერი კი ტურინში რამირესის წამოსაყვანად კეთდება . ჯერ ჯერობით ურუგვაელი ოლიმპიადაზე იმყოფება და მოლაპარაკებებს სწორედ ეს ფაქტორი აფერხებს , თუმცა როგორც პრესაში იუწყებიან რამირესის , არმეროს , ჯეკოსი და ანდრეა პოლის ტრანსფერები უშუალოდ კონტეს მოთხოვნით ხორციელდება .

ორიოდე სიტყვით პოლიზე და არმეროზე : არმეროსთან დაკავშირებით ბიანკონერიმ საჭირო რამ იპოვნა : ფრიულის ბინადრებმა , მოლაპარაკებების გზით შესაძლოა რომელიმე ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატონ ტურინიდან , საუბარია ბუიზე , ბოიაკიეზე და რუგანიზე : ერთ ერთი მათგანი მომავალ სეზონში უდინეზეს ღირსებას დაიცავს . თავად არმერო კი კატეგორიულად თხოვს უდინეზე ხელმძღვანელობას , იუვეში ტრანსფერს .

რაც შეეხება ანდრეა პოლის , მას საკმაოდ დიდხანს ჰქონდა გუშინ საუბარი ჩირო ფერარასთან , რამაც სრულებითაც არ დააშორა იგი ბიანკონერის . მაროტა მზად არის ან თანამფლობელობაში აიყვანოს ახალგაზრდა შუა ხაზელი , ანაც სრულად გამოისყიდოს და შემდეგ არენდით ერთი სეზონით ისევ იმ ” სამპდორიაში ” დატოვოს .

წყარო : Calcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
kaxaber chantladze
12 years ago

ბიჭებო იოვეტიჩის ტრანსფერზე აღარაფერს ამბობენ და რა ამოვარდა დღის წესრიგიდან საერთოდ? იქნებ იცოდეთ ვინმემ ამის შესახებ,არადა იო-იო მაგარი იქნებოდა ეგ იქნებოდა ალექსის მემკვიდრე იუვეში.

giga joxadzee
12 years ago

აუუუუუუუუ რა გაგვიკეთეს ეს ამათი დედებს …….. დაპლები მოვიდეს ჯეკო ეგეც თუ მოვიდა დიდი სიამოვნებით დავიმატებთ აბა სხვა ვინაა მომსვლელი არმერო მოიყვანონ ძაან მუშააააა

Otar Giorgobiani
12 years ago

ეხლა ვინც გადმოვა იუვენტუსში, სულ რომ მხითარიანი იყოს მივესალმები. იმიტომ, რომ მას ნამდვილად ენდომება იუვეში თამაში და არა ფულის გამო. ასეთ სიტუაციაში ვინც გუნდში მოვა გულით იუვენტინო გახდება და არასოდეს უღალატებს კლუბს. რაც შეეხება ახალ ამბებს, მე ვფიქრობ ვან პერსის ან იოვეტიჩის მოსვლას, რამირესი და ჯეკო დავიმატოთ უკეთესი იქნება. ძალიან გავძლიერდებით. ნუ არმეროც თავისთავად.

lasha jangavadze
12 years ago

რომელი ტოპ ფორვარდი გადმოვა ისეთ კლუბში რომელსაც მწვრთნელს უჭირავენ + 2 ფეხბურთელს :D ვან პერსი შეაშინეს და ეგ იტალიაში წამომსვლელი აღარ არის :D

bakajuve777
12 years ago

ესეთი ამბავი როა გუნდში,ჯეკო კიარა ვინც არუნდა მოვიდეს ყველას მივესალმები!!!!forza juve

Gio Darja
12 years ago

ტრანსფერებით მაინც გაგვახარე მაროტა, სხვანაირად ცუდადაა ჩვენი საქმე )

lasha naxucrishvili
12 years ago

ეს ტრანსფერები მაგრად აღარ მაინტერესებს
კონტეს პეპეს და ბონუჩიზე ვფიქრობ ნეტა რა მოხდება ეს რა ამბავი ატეხეს ამათი :mad:

arseni
12 years ago

რამირესი თუ მოვიდა იოვეტიჩის ტრანსფერი აღარ შედგება / ეს პაცინი რად უნდათ ?

ძეკო ყველაზე კარგი ვარიანტია …

ლაშა ცხვარაძე

რამირესი და არმერო თუ დავიმატეთ კაი იქნება მარა ჯეკო რაღაც არ მხიბლავს მაინცდამაინც მაგასთან ერთა იოვეტიჩს თუ მოიყვანენ მასინ ბაზარი არაა თუ არა და ვანპერსის მოყვანა ჯობია ჩემი აზრით. არ მსიამოვნებს კიდე ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს რო ვუშვებთ გუნდიდან.
და კიდე რა მაინტერესებს: იმობილე,ჯანდონატო,ჯიანეტი,ბონიპერტი,პასკუატო,სორენსენი,აპელაები რო მოიყვანეს კიდე და სხვა ახლაგაზრდები სად არიან? :forza:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x