ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი ტურინს ემშვიდობება

მიუხედავად იმისა , რომ ბოლო ამხანაგური მატჩები მილოშ კრასიჩისთვის წარმატებული გამოდგა ბიანკონერის რიგებში , მისი კარიერა ტურინულ გრანდში დასასრულს მიუახლოვდა . გუშინ , ” ფენერბახჩეს ” ოფიციალურმა ვებ გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია , რომლის თანახმადაც თურქული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს ჯუზეპე მაროტასთან მილოშ კრასიჩის თაობაზე . როგორც ჩანს , უახლოეს ხანებში სერბი გარემარბი თურქეთში განაგრძობს კარიერას . ამ ინფორმაციას მისი აგენტიც ადასტურებს : ” მისი მომავალი უკვე სხვა ადგილას არის . რეალური კრასიჩი არის ის , რომელიც გრძნობს მწვრთნელისგან ნდობას , რაც ასე აკლდა ბოლო სეზონში . მილოში ძალიან მალე დატოვებს ტურინს და სხვა კლუბში განაგრძობს ასპარეზობას . ის გადავა იქ სადაც ექნება საშუალება რეგულარულად გამოვიდეს მოედანზე და ყველას ანახოს თუ რა შეუძლია . სწორედ ეს სურს მას ” .

წყარო : Tuttojuve

7 thoughts on “კრასიჩი ტურინს ემშვიდობება

  1. 7 ადგილი მართლა ამის დამსახურებაა, მაგრამ 7 ადგილი იუვენტუსისთვის დადებითი მოვლენა ნამდვილად არ არის. უფრო სირცხვილია…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.