კარერა : “ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ”
“ანტონიო კონტესთან კავშირი მატჩის ბოლო წუთებამდე მქონდა, “მალაგასთან” მეგობრული შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტესტი იყო, თუმცა გუნდმა იმაზე გაცილებით ნაკლები აჩვენა, ვიდრე რეალურად შეუძლია”, – მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის რანგში მყოფმა მასიმო კარერამ მცირე კომენტარი გააკეთა.სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ანტონიო კონტესა დისკვალიფიკაციის ვადა გახდება ცნობილი, გუშინდელი დაპირისპირება კი სუპერთასამდე ერთგვარი მოთელვა იყო : “ნაპოლისთან შეხვედრამდე ეს იყო ბოლო მეგობრული და ერთგვარი ექსპერიმენტი სამწვრთნელო შტაბისთვის.თავიდან საგრძნობლად ვნერვიულობდი, თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიე.გუნდი პროგრესის გზას ადგას და ვალდებულნი ვართ, ახალწვეულებს დახმარება გავუწიოთ.ერთ კვირაში ნეაპოლელებთან ურთულესი მატჩი გველის, ჩვენთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.ძალიან მინდა უახლოეს დღეებში ვიხილო ის “იუვენტუსი”, რომელიც უძლიერესია და გამარჯვებისთვის იბრძვის, როგორც გასულ სეზონში.”
ერთი მაგარი თავდამსხმელი გვინდა უეჭველი მაგრამ ისეთი ამბები ხდება ამ იუვეში რო მოახერხებენ რო ვინმეს ყიდვას ჯერ ისედაც უჭირდათ ყიდვა.
PorShe :D
darja +1
juventino3969
ისიც გასათვალისწინებელია, რომ კარში ბუფონი არ იდგა, დაცვაში ფლანგის მცველი ლიხტშტაინერი და ნახევარმცველი მარონე იდგნენ, გვაკლდა ჯორჯო, ბონუჩი და ბარძალი )) ფორვარდი რომ გვჭირდება მიუხედავათ ორი გოლისა ლაპარაკიც ზედმეტია..
ხო ეგ მართალია
მართალი ხარ ძმა… მაგრამ ტოპ ფორვარდის გარეშე ჯგუფიდან გასვლასეც საუბარი ძნელია 50/50 ზეა
მალაგას ქონდა რამდენიმე კარგი მომენტი. მომენტი რომლის გამოყენებას და გოლის გატანას მაღალი დონის კლუბი შეძლებდა. ამას თუ მატრის მიერ გამაზულ 100 % – იან მომენტს დავუმატებთ გამოვა რომ იუვეს ჯერ კიდებ ბევრ რამეზე აქვს საფიქრალი სანამ ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლას დაიწყებდეს.
იმედია მალე მოიყვანენ ე.წ. ტოპფორვარდს და დაცვაშიც ფრო ნაკლებ სულელურ შეცდომებს დაუშვებენ ხოლმე თორემ იმ თამაშით რაც მალაგასთან ვაჩვენეთ არა მგონია ლიგა მოიგოს კლუბმა.