ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ადვოკატი : ” მას არაფერი არ უღიარებია ”

ლეონარდო ბონუჩის ადვოკატმა , იმ მიზეზებზე ისაუბრა , რომელთა გამოც მისმა კლიენტმა უარი განაცხადა პროკურორთან მოლაპარაკებაზე : ” მას არაფერი გაუკეთებია და გაუგებარია , თუ რატომ უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე ან რა უნდა აღიაროს ? პროკურორმა შემოგვთავაზა , ბრალეულობის მნიშვნელოვნად შემსუბუქება , რის თანახმადაც ჩემს კლიენტს ეხსნებოდა ბრალეულობა თამაშის ჩაწყობასთან დაკავშირებით და რჩებოდა მხოლოდ ინფორმაციის დამალვის პუნქტი . თუმცა , ბონუჩის არაფერი გაუკეთებია და შესაბამისად რა სახის აღიარებაზეა საუბარი ? დიახ , რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული რისკი იმისა , რომ აღიარების შემდეგ მას სამოქალაქო სასამართლოში მოუწევდა მისვლა , თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში , ჩემი კლიენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს . ეს პრინციპის საქმეა . საქმის აწონ დაწონვა და გულდასმით მოსმენა კი , მხოლოდ იუვესთან პატივისცემის გამოხატვა იყო . რა შანსი აქვს ლეოს ? სიმართლე გითხრათ , ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს ნერვიულობისთვის და ლეოც ზუსტად ასეა განწყობილი . მოსამართლე ძალზედ დეტალურად ნახულობს საბუთებს და დარწმუნებული ვარ , ასეთივე ყურადღებით გაარჩევენ ამ საქმეს ” .

წყარო : Football Italia

5 thoughts on “ადვოკატი : ” მას არაფერი არ უღიარებია ”

  1. ბოლო დღეებია კონტეს და ბონუჩის ადვოკატები სერიოზულ უპირატესობას ფლობენ პროკურორ პალაციზე, ტუტოიუვეც ამას წერს ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.