ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი : ” ” იუვე ” კონტეს გარეშედაც ძლიერია ”

ბიანკონერის ექს მთავარი მწვრთნელის , მარჩელო ლიპის მოსაზრებით ” იუვენტუსი ” კონტეს გარეშედაც ძლიერი იქნება : ” იქონიებს თუ არა ზეგავლენას   გუნდის ასპარეზობაზე კონტეს დისკვალიფიკაცია ? შესაძლოა , თუმცა მნიშვნელოვნად ნამდვილად არა . ანტონიო მატჩის დაწყებიდან ბოლო წამამდე ფეხბურთელებთან ერთად იღლება მოედანზე , მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ვარჯიშების პროცესია კვირიდან კვირამდე . დამნაშავეა თუ არა იგი ? ბრწყინვალედ ვიცნობ მას . სერიოზული პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ , ის ცუდს არაფერს ჩაიდენდა . კალჩოს ფავორიტი ? დიახ , იუვეზე ძლიერ გუნდს ჯერ ჯერობით ვერ ვხედავ . ნაპოლი პროგრესირებს , ინტერს კი დაუსრულდა ერთი ციკლი და ეხლა მაქსიმალურად ცდილობს დაიწყოს ახალი  . მილანი ? რამდენიმე კარგი სვლა გააკეთეს სატრანსფერო ბაზარზე , თუმცა … ბიანკონერი ჯერ კიდევ წინ არის . ჩემპიონთა ლიგა ? მთავარია გუნდმა სიამოვნება მიიღოს და იყოს ამბიციური . მაროტამ განახორციელა მშვენიერი საკადრო ცვლილებები , მოვიდნენ ბრწყინვალე მოთამაშეები და პლიუს ამასთან იუვენტუსსში ბუფონი და პირლო ასპარეზობენ ! ევროპაში ეხლა ორი გუნდია პირველ პოზიციაზე : ბარსა და რეალი და კიდევ ხუთი ექვსი სიახლოვეში და ერთ ერთი მათგანი იუვეა . როგორ უნდა აღმოიფხვრას ჩამორჩენა ? საკუთარ თავში რწმენით და მუხლჩაუხრელი შრომით . რაც შეეხება კენჭისყრას , ის შესაძლოა რაღაც ეტაპზე გადამწყვეტიც კი გახდეს , ვისთან და როდის მოგიწევს შეხვედრა” .

წყარო : football-italia

17 thoughts on “ლიპი : ” ” იუვე ” კონტეს გარეშედაც ძლიერია ”

  1. ანუ ზოგადად ხაზი გაუსვა რომ ლიდერები გაუშვესო , მაგრამ მომსვლელი რომ არ ჩანს ნორმალური იმიტომაც დაუტოვა სამი წერტილი :chuvak:

  2. ასე რომ თუ კონტე არ იქნება “ბებერ ქალბატონს” ბებერი ბგელი დაჭირდება მწვრთნელად და მოდი რა მარჩელო და იყავი კონტეს დაბრუნებამდე

  3. აუ დროებით მაინც დანიშნონ რა ლიპი სანამ კონტეს დისკვალიფიკაცია დაუმთავრდება რა
    არ მეიმედება კარერა დიდად, კი მალაგასთან კარგად ათამაშა გუნდი მაგრამ კონტეს კარნახით. მერე მაგასაც აუკრძალავენ და არამგონია რამე გამოუვიდეს თან ლიგაზე მითუმეტეს
    ლიპი საჭიროა ჩემი აზრით თქვენ რას ფიქრობთ?
    :forza: :juvee: :juventus:

  4. ar ქნა ეგ კონტე რააააა…. სულ არ მინდა მოგება მესამეზე გავიდეთ ოღონდ არ წახვიდეეეეეეეეეეეეეეეეეე

  5. კონტე იუვედან წავა თუ დისკვალიფიკაციას მისცემენო:( რუსულ საიტზე დაიწერა…. ცუდადაა ჩვენი საქმე ვერც ლიპი და ვერც კაპელო გვიშველიიიიის :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.