ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ახლა ბონუჩი მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული”

ლეონარდო ბონუჩის პირადი აგენტი, დევიდე ტორჩია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ბოლოსდაბოლოს ბიანკონერების მცველს მიეცა საშუალება, სრული კონცენტრაცია “ნაპოლისთან” გასამართ მატჩზე მოახდინოს.ანდრეა მასიელოს მიერ მიცემული ჩვენება, თითქოს ბონუჩის “უდინეზესა” და “ბარის” შორის დაგეგმილი შეხვედრა ჰქონდა ჩაწყობილი, ფაქტებით გაუმყარებელი აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში, მასიელოსგან განსხვავებით ლეო კიდევ დიდხანს იასპარეზებს მწვანე მინდორზე : “რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ.დაცვითმა ქმედებებმა, რომლებიც ჩვენ მოვახდინეთ, დადებითი შედეგი გამოიღო.სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ბონუჩი რომ მსგავს საქმეში დაადანაშაულეს, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა, განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ლეოს ადვოკატებს გადავუხადო.მადლიერი ვარ იმ ხალხის, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე სხვადასხვა სახით მხარს უჭერდნენ ლეონარდოს, ახლა ბონუჩი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს, საოცრად მონდომებულია.თანავუგრძნობთ მთავარ მწვრთნელს, თუმცა “იუვენტუსი” დანებებას არ აპირებს და მჯერა, ანტონიოს უდანაშაულობა დამტკიცდება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
12 years ago

ბონუჩიც პეპეც მაგრად მევასება :juvee:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x