ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “თითოეული ფეხბურთელი გამარჯვებაზე ფიქრობს”

ხვალ 2012/13 სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია, მაგრამ მთავარი სასაუბრო თემა ტურინის “იუვენტუსთან” დაკავშირებით კვლავაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია.ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე პეპეს გამართლების მიუხედავათ, ბებერი ქალბატონი მაინც დაზარალებულია, რამეთუ ანტონიო კონტესა და მის თანაშემწეს, ანჯელო ალესიოს შესაბამისად 10 და 8 თვიანი დისკვალიფიკაცია მიეცათ : “მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობრებისთვის, ლეონარდოსა და სიმონესთვის ყველაფერი კარგად დასრულდა.იგივე გრძნობა მაკავშირებს მწვრთნელთანაც, მასთან ერთად მწვანე მინდორზე ვთამაშობდი და ბუნებრივია, ანტონიო ჩემი დიდი მეგობარია.ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ბონუჩისა და პეპეს, მიუხედავათ ყველაფერისა, ლეომ ვაჟკაცურად იასპარეზა ევრო 2012 – ზე და ფსიქოლოგიურ წნეხს გაუმკლავდა.რაც შეეხება კონტეს, გამარჯვებისთვის ბრძოლა მას სისხლში აქვს და დარწმუნებული ვარ, ბრძოლა გრძელდება.”

ჯიჯი – პირდაპირი პიროვნებაა და კითხვაზე, არის თუ არა მსგავსი სიტუაციები გუნდისთვის დამატებითი სტიმული, ასე უპასუხა : “როცა ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, იტალიელებს განსაკუთრებით გვიყვარს საუბარი, რომელმაც შეიძლება საუკეთესო შედეგი გამოიღოს.მე პირადად არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა ზოგადად გუნდს ან კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს რამეში წაადგება.ამჟამად “იუვენტუსის” თითოეული მოთამაშე მშვიდადაა და საკუთარ მოვალეობას ასრულებს, სხვანაირად რომ ვთქვათ – სუპერთასის მოსაგებად ემზადება.იტალიის თასი სწორედ “ნაპოლისთან” დავთმეთ, ასე რომ ხვალ მხოლოდ გამარჯვებაა მისაღები.”

მსოფლიოს ნომერ პირველმა კიპერმა “მალაგასთან” ამხანაგური მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი რიგზეა : “მწყობრში ვარ.ვალდებული ვიყავი ორი დღე დამესვენა, ახლა ოპტიმალურ ფორმაში ვარ.”

რაც შეეხება ათ ნომრიანი მაისურის საკითხს, რომელიც ალესანდრო დელ პიეროს წასვლის შემდეგ ვაკანტურია, ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი შემდეგნაირად საუბრობს : “26 აგვისტომდე კიდევაა დრო, ეს ნომრები ჯერ არ არის საბოლოო.ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა რომელიმე ფეხბურთელი საკუთარ თავზე აიღოს ის მოვალეობა, რომელსაც ათ ნომრიანი მაისური ჰქვია.პირადად ჩემთვის, ეს ნომერი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, თითქმის ოცი წლის მანძილზე მას ის მოთამაშე ატარებდა, რომელმაც თანამედროვე “იუვენტუსის” ისტორია დაწერა, მანამდე და მის შემდეგ კი – ნამდვილი ჩემპიონები.მე მიშელ პლატინიზე ვსაუბრობ…”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
12 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x