ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა : “მოტივაცია პირველი წუთიდან საფინალო სასტვენამდე”

ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაციის პერიოდში ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს მასიმო კარერა ჩაანაცვლებს.მისი სახელი – არამარტო ნამდვილ “იუვენტინოს”, არამედ იმ გრძნობებსას გულისხმობს, რომელსაც მასიმო გასულ სეზონში მთელ გუნდთან ერთაც განიცდიდა : “ანტონიო კონტესთან და მთლიან შემადგენლობასთან ერთად მთელი წლის მანძილზე ვმუშაობდი, ამიტომ მწვრთნელის შეცვლას უპრობლემოდ შევძლებ.შემიძლია ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამიდან მივცე რჩევები, თუმცა ეს იდეები არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩატარებული ვარჯიშების შედეგი იქნება.”

ისეთი ადამიანისთვის, როგორიც კარერაა, “იუვენტუსი” მშობლიური სახლია : “პირველ წუთებში რა თქმა უნდა ვნერვიულობდი, მაგრამ ბიჭებმა სიმშვიდე დამიბრუნეს.ჩვენი გუნდი ნამდვილი ვაჟკაცებისგანაა დაკომპლექტებული, ერთ კოლექტივს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლია.ჩემთვის დიდი პატივია, მე ხომ იტალიის ჩემპიონს გავუძღვები.ნებისმიერ მეტოქესთან სასპარინგოდ მზად ვარ, საუბარი ხომ ფეხბურთზეა, რომელთან კავშირიც უკვე 40 წელია მაქვს.”

იტალიაში სამი მცველით თამაში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა უნდა ითქვას, დასაწყისში ამ სქემას ყველაზე წარმატებით სწორედ ვალტერ მაცარის “ნაპოლი” იყენებდა, მიუხედავათ ამისა, კარერას პასუხი საკმაოდ ლოგიკურია : “თუ ეს ასეა, და ნეაპოლელები საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი არიან, რაც მივაწეროთ მაცარის მიერ გამოგზავნილი მესაიდუმლეები “იუვენტუსის” ვარჯიშზე ? – რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, კონტრშეტევები არ გაგვეპაროს.მოტივირებულნი ვიქნებით, შეხვედრის პირველი წუთიდან საფინალო სასტვენამდე.”

ბოლოს, რამდენიმე სიტყვა ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე პეპეზე : “ჩაგახედათ მათ თვალებში, იმ წამსვე იგრძნობთ, რა ბედნიერები არიან ლეო და სიმონე.უფრო ზუსტად, ბედნიერია მთლიანად “იუვენტუსი”, იმიტომ რომ, ისინი ნამდვილი ჩემპიონები არიან.რა თქმა უნდა, ბონუჩიც და პეპეც მატჩისთვის მზად არიან.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dito chanturia
12 years ago

:forza: :forza: ხვალ 6 საატზე უკვე ზეიმი უნდა დავიწყოთ ბრატცი თასი ჩვენია

d a v i d
12 years ago

:forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ მაგრად იბაზრა მაცარი მაგრად მიაჩმორა :lool: ჰაჰაჰააა.
ხო კიდევ ერთ რამეს ვიტყვი მე იმ ადამიანების არ მესმის ვინებიც თვლიდნენ რომ პეპესა და ბონუჩის გარეშე იუვეს არც არაფერი დააკლდებოდა !

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x