ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” ( წინასამატჩო )

იტალიის სუპერთასის ფინალი

დრო : 11 აგვისტო, შაბათი, 16:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “პეკინის ნაციონალური სტადიონი” ( პეკინი, ჩინეთი )

 

“იუვენტუსი”

  • ბიანკონერებმა გასული სეზონი მარცხის გარეშე ჩაატარეს და საბოლოო ჯამში სკუდეტო დაისაკუთრეს.
  • მიუხედავათ იმისა, რომ “იუვენტუსი” იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, ტურინელებმა იტალიის სუპერთასი ბოლოს შორეულ 2003 წელს მოიგეს.
  • სამწუხაროდ, ბებერი ქალბატონისთვის “ნაპოლი” ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, ბოლო 8 წლის განმავლობაში შავ-თეთრებმა ნეაპოლელები მხოლოდ ორჯერ დაამარცხეს.

 

“ნაპოლი”

  • იტალიის თასის ფინალში ვალტერ მაცარის შეგირდებმა ანტონიო კონტეს გუნდი 2-0 დაამარცხეს.
  • მარეკ ჰამშიკმა ტურინელების კარში სულ 5 გოლი გაიტანა.სლოვაკს ამდენი რაოდენობის გოლი არცერთი გუნდისთვის არ აქვს გატანილი.
  • “ნაპოლიმ” სუპერთასისთვის მატჩი მონაწილეობა ერთადერთხელ მიიღო, ნეაპოლელები “იუვენტუსს” დაუპირისპირდნენ და 5-1 გაანადგურეს.

სიახლეები მეტოქეების განაკებში

  • “იუვენტუსი” – მარტინ კასერესი, ჯორჯო კიელინი და მაურისიო ისლა ტრავმირებულნი არიან.ანტონიო კონტე და ანჯელო ალესიო მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებენ თვალს, ლეონარდო ბონუჩი და სიმონე პეპე სასამართლომ გაამართლა.
  • “ნაპოლი” – მატჩისთვის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მზადაა.

მთავარი გმირები

  • “იუვენტუსი” – ანდრეა პირლო ბებერი ქალბატონის მაისურით წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას შეეცდება.იტალიელმა გასული სეზონი საუცხოოდ ჩაატარა და სკუდეტოს მოგებაში ლომის წილი დაიდო.
  • “ნაპოლი” – მიუხედავათ გავრცელებული უამრავი ჭორისა, ედინსონ კავანი ნეაპოლში დარჩა.ურუგვაელი ნეაპოლურ გუნდში რიგით მეორე ტიტულის მოგებას შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები

  • “იუვენტუსი” – ბუფონი; ლუსიო, ბონუჩი, ბარძალი; ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ასამოა; ვუჩინიჩი, ჯიოვინკო
  • “ნაპოლი” – დე სანკტისი; კანავარო, კამპანიარო, არონიკა; მაჯიო, ჰამშიკი, ინლერი, ბეჰრამი, სუნიგა; პანდევი, კავანი

 

 

54 thoughts on ““იუვენტუსი” – “ნაპოლი” ( წინასამატჩო )

  1. ღავდასხმაზე მაინც არაფერია ხომ? ვის ვიყიდით და საერთოდ ვიყიდით ვინმეს კი?

    მე მხოლოდ ერთი მინდა მოიყვანონ და ეს არი როსი ყველაზე კარგი როსია იუვესთვის კარგი. ეს ბიჭი ჯდება კარგად. როსი იუვესთვის იქნება კარგი.

    მაროტა იყიდე როსი შე წუნკალო ვირთხა.

  2. ამ უჩინიჩს არ ცოდნია ფეხბურთი, ჯოვინკო რაფერ შეადარა დელპიეროს :lool: :blin:
    სება ალექსას მემკვიდრეა იუვეში
    დღეს ადრიანათ ყოფილა თამაში
    :italy: :achuu: :italy:

  3. მე პირადად პიეროო ან პრემიერ ლიგაში მინდა ან პრემერაში, ამერიკაში სოკერია, ფეხბურთს მარტო ევროპული კლუბები თამაშობენ :loool:

  4. იუვეეეეეეეეე სჰენი იმდეი ღა მაქვს…..სადგაც ვნახე საუკეტესო 10იანი რათქმაუნდა პინტურიჩიოა …დელპიერო ჩემტვის ეხაც იუვესტან ასოცირდება….მაროტას გააკრი…(ზოგჯერ ცენზურის დაცვააა ცენზურა,ამიტომ ტორე არ ვიგინები)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.