ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” ( წინასამატჩო )

იტალიის სუპერთასის ფინალი

დრო : 11 აგვისტო, შაბათი, 16:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “პეკინის ნაციონალური სტადიონი” ( პეკინი, ჩინეთი )

 

“იუვენტუსი”

  • ბიანკონერებმა გასული სეზონი მარცხის გარეშე ჩაატარეს და საბოლოო ჯამში სკუდეტო დაისაკუთრეს.
  • მიუხედავათ იმისა, რომ “იუვენტუსი” იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, ტურინელებმა იტალიის სუპერთასი ბოლოს შორეულ 2003 წელს მოიგეს.
  • სამწუხაროდ, ბებერი ქალბატონისთვის “ნაპოლი” ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, ბოლო 8 წლის განმავლობაში შავ-თეთრებმა ნეაპოლელები მხოლოდ ორჯერ დაამარცხეს.

 

“ნაპოლი”

  • იტალიის თასის ფინალში ვალტერ მაცარის შეგირდებმა ანტონიო კონტეს გუნდი 2-0 დაამარცხეს.
  • მარეკ ჰამშიკმა ტურინელების კარში სულ 5 გოლი გაიტანა.სლოვაკს ამდენი რაოდენობის გოლი არცერთი გუნდისთვის არ აქვს გატანილი.
  • “ნაპოლიმ” სუპერთასისთვის მატჩი მონაწილეობა ერთადერთხელ მიიღო, ნეაპოლელები “იუვენტუსს” დაუპირისპირდნენ და 5-1 გაანადგურეს.

სიახლეები მეტოქეების განაკებში

  • “იუვენტუსი” – მარტინ კასერესი, ჯორჯო კიელინი და მაურისიო ისლა ტრავმირებულნი არიან.ანტონიო კონტე და ანჯელო ალესიო მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებენ თვალს, ლეონარდო ბონუჩი და სიმონე პეპე სასამართლომ გაამართლა.
  • “ნაპოლი” – მატჩისთვის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მზადაა.

მთავარი გმირები

  • “იუვენტუსი” – ანდრეა პირლო ბებერი ქალბატონის მაისურით წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას შეეცდება.იტალიელმა გასული სეზონი საუცხოოდ ჩაატარა და სკუდეტოს მოგებაში ლომის წილი დაიდო.
  • “ნაპოლი” – მიუხედავათ გავრცელებული უამრავი ჭორისა, ედინსონ კავანი ნეაპოლში დარჩა.ურუგვაელი ნეაპოლურ გუნდში რიგით მეორე ტიტულის მოგებას შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები

  • “იუვენტუსი” – ბუფონი; ლუსიო, ბონუჩი, ბარძალი; ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ასამოა; ვუჩინიჩი, ჯიოვინკო
  • “ნაპოლი” – დე სანკტისი; კანავარო, კამპანიარო, არონიკა; მაჯიო, ჰამშიკი, ინლერი, ბეჰრამი, სუნიგა; პანდევი, კავანი

 

 

54 thoughts on ““იუვენტუსი” – “ნაპოლი” ( წინასამატჩო )

      1. ხო ბრაგა შეხვდა ეხლა ვნახე. ადვილი გასეირნება არ ელოდება მარა წესით უნდა გავიდნენ ლიგაზე მარა მერე რა ეშველებათ :mrgreen:

  1. პლეიოფები დასრულდება და მეორე დღესვე გაიმართება კენჭისყრა )) დაიდება ყველაფერი ჩვენთან დროულად..

  2. წარმატებები ჩვენს გუნდს! შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ როდის იწყება ჩემპიონთა ლიგა და როდის გაირკვევა რომელ ჯგუფში და ვისთან ვიქნებით?
    წინასწარ დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას იუვეს!!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  3. არ გინდათ რა წინასწარ ბლატავი, განა პროპარტიას ვეტამაშებით ტოოო!
    შემადგენლობა მომწონს, კარგი შერჩეულია. ეხლა ჯერი ბიჭებზეა…

  4. PIto

    და მე გიტხარი რომ სეტანტაზე არაათქო?
    მეგიპასუხერომგმგ-ზე არ არის მეტქი და სხვა სპორტულებს ჩამოვუყვები და ვნახავტქო

    1. არა მეგობარო ეგ არ გითქვამს, უბრალოდ ვიფიქრე რომ ადამიანს რომელსაც სილკტივი აქვს მაგთისატი არ ექნებოდა და იმიტომაც გითხარი, კაი რაღა აზრი აქვს

  5. ულავეცო ნაპოლის არ მეშინია იმდენად!!! აბა ვნახოთ როგორ წინააღმდეგობას გაგვიწევენ მის გარეშე

  6. მოკლედ მან სიტის ლორენტე სურსო და ალბათ შეიძენს კიდევაც/ თან თავბურთელია და ინგლისურ სტილს მოერგება და … იუვეს ძეკო უნდა ედინ ძეკო

    1. ტრავმა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე )) წერია სტატიაში თუ ყურადღებით წაიკითხავ..4 – ის ნახევარზე იწყება ევროპის ლიგის კენჭისყრა, ჩემპიონთა ლიგის უკვე იყო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.