ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” 4-2 ” ნაპოლი “

იუვენტუსი ” : ბუფონი , ბარძალი , ბონუჩი , ლუსიო , მარკიზიო , პირლო , ვიდალი , ლიხტშტაინერი ( პადოინი 87 ‘ ) , ასამოა , ჯიოვინკო , მატრი ( ვუჩინიჩი 46 ‘ )

სათადარიგოთა სკამი : სტორარი , მარონე , კუალიარელა , დე ჩელიე , ჯიაკერინი

ნაპოლი ” : დე სანკტისი , კამპანიარო , კანავარო ( ფერნანდესი 62 ‘  ) , ბრიტოსი , ბეხრამი , ინლერი ( დოსენა 109 ‘ ) , ჰამშიკი ( გარგანო 66 ‘ ) , ცუნიგა , პანდევი , კავანი

სათადარიგოთა სკამი : როზატი , არონიკა , ვარგასი , ინსინიე

გოლები : კავანი 27 ‘ ( 0-1 ) , ასამოა 37 ‘ ( 1-1 ) , პანდევი 41 ‘ ( 1-2 ) , ვიდალი 72 ‘ ( პენ 2-2 ) , მაჯიო 97 ‘ ( ავტ. 3-2 ) , ვუჩინიჩი 102 ‘ ( 4-2 )

გაძევება : პანდევი 84 ‘ , ცუნიგა 91 ‘ , მაცარი 92

72 thoughts on “” იუვენტუსი ” 4-2 ” ნაპოლი “

  1. ეეეხლა ჩემს აზრს მოგახსენებთ…

    1. ზიდანი გააგდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და პანდევი ვინ მიგდია რო? – მეტი დავა აღა გვინდა ამაზე! იმსახურებდა!

    2. სუნიგა იმიტომ გააგდეს, რომ შიძლება ადამიანი მოჩეხო, ხელით დაიჭირო და რაღამც ყვითელი გაქვს მოგერიდოს მსაჯი, მაგრამ როდესაც გულმკერდში განზრახ ხელს ურტყამ მოწინააღმდეგეს მიდი რა წაეთრიე გასახდელში ანაც რინგზე გადი!!!

    3. მაცარიზე რა აზრი აქვს საუბარს იქ რო ყოფილიყო რას დაგვაკლებდა რო? :lool:

    ეხლა რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს:

    ბუფონი – როგორც ყოველთვის სტაბილურია!

    ლიხშტაინერი – რაც სიმართლეა უმეტესად სუნიგამ დაჯაბნა…

    ბონუჩი – 7-8 რაც მე დავთვალე, როცა საჯარიმოდან გრძელ პასს
    აკეთებს და უაზროდ ვკარგავთ შეტევის წამოწყების შანს. ერთ ეპიზოდში გამოუვიდა და მირკოს კარგი პასი გაუკეთა.

    ბარძალი – ინარჩუნებს ძველ ფორმას, თუმც ეს ის ანდრეა მაინც არ იყო.

    ლუსიო – წონაც დასაკლები აქვს, ფორმაშიც არაა, თუმც ის ისედაც კარგ ზამენად მოიაზრება და გამოგვადგება საერთო ჯამში.

    ასამოა – მისი ტრანსფერით თავიდანვე გავიხარე, რამეთუ უდინეზეს სეზონის მიმოხილვას ვუყურე და მაგრად მომეწონა. უმაგრესია. მარცხენა ფრთის ბატონ პატრონი იყო.

    პირლო-ვიდალი-მარკიზიო – ამტრიომ მაინც გააკეთა თავისი გასაკეთებელი და დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. ფორმიდან შორს არიან მაგრამ დაიქოქება მსოფლიოს უძლიერესი ტრიო!!!

    ვუჩინიჩი – უკომენტაროდ! აჩვენა თავისი კლასი, გუნდი გამოაცოცხლა, აიკიდა პენალი, გაიტანა გოლი, 2 ჯერ კი არ გაუმართლა… მირკო არ არის ნამდვილი 9-იანი, მაგრამ არის იუვეს წამყვანი ფიგურა!!!

    სებასტიან ჯოვინკო – მართალია ყველამ იცით როგორ მიყვარს სება, მაგრამ ობიექტურად შევაფასებ:

    3-4 ეპიზოდში კარგავს ბურთს.
    ამდენივე ეპიზოდში იწყებს სწრაფ შეტევას მაგრამ ამტვრევენ და უხეშად აჩერებენ წამოწყებულ შეტევას
    პასს უკეთებს ლიხშტაინერს, ეს უკანასკნელი აწვდის და მირკო პენალტს ინადირებს…
    უხეშდებიან მის წინააღმდეგ და წითელს აკიდებიებს სუნიგას…
    არ გაუმართლა როდესაც ბეხრამიმ ჩაუჭრა ლამის კარში შეტანილი ბურთი, არ გაუმართლა პადოინის პასისა, ფეხი უცდება სველ ბალახზე…

    საბოლოოდ: ეს ის სება არ იყო, რაც პარმაში ვნახეთ… არაფერი არ გაუფუჭებია, მაგრამ მეტს ველით მისგან. ფორმაში შევა უკეთ და ალღოსაც აუღებს იუვეს სტილს. მტავარია ენდობიან და უკვე მასზეა დარჩენილი ყველაფერი…

    მოკლედ ესაა ჩემი შეფასება და მიმოხილვა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით…
    გილოცავთ კიდევ ერთხელ!!! :forza: :forza: :forza:

  2. juventino4ever

    წინა ეპიზოდში ეგრე ბეჰრამი რომ არ იყო დასანდობი ეგეც ფაქტია . ზოგადად ისიც რომ ნაპოლი მთელი თამაში ძალიან უხეშად თამაშობდა ამას რამდენიმე ყვითელი ბარათიც მოწმობს
    ვიდალის ეპიზოდზე გეთანხმები , ჰგავდა ჯარიმას , მაგრამ ის რაც მერე ცუნიგამ გააკეთა იყო არა სპორტული საქციელი და გასაგდები იყო ყველა ვარიანტში
    პანდევის ეპიზოდი ძალიან კარგად ჩანს განმეორებაზე ) რა უთხრა მეორე საკითხია მაგრამ ისე რომ არ გააგდებდნენ ეს ფაქტია

    1. გეთანხმები, მაგრამ სუნიგაც ადამიანია და უკვე ორჯერ რო იგნორს უკეთებს არბიტრი გამოვიდა წყობიდან ალბათ, კი ბატონო პანდევი არაა ისეთი წმინდა წყალი, რომ გინება მორიდებოდა :D

      რაც შეეხება უხეშობას, მაცარის ხელში ნაპოლი ამაზე სუფთად არასდროს თამაშობს, მასეთივე იყო რეჯინაც, როცა მაცარი იქ მუშაობდა.

      1. ნუ მაცარის არ დავკვირვებივარ , მაგრამ ნაპოლი ასეთი ბინძური იყო რეიას დროსაც . ძალიან ბინძური გუნდია

        ცუნიგაზე კიდე რა შეიძლება ითქვას . ჯერ ლიხტშტაინერთან რა უნდოდა ? წინა ეპიზოდში , ტიპი ვაფშე ნიპრიჩომ იყო და მეორე კიდე , როცა მსაჯი ცდება და შენ მიდიხარ იცი რომ ყვითელი გაქვს და ძალით ჩეხავ და ურტყავ , ეგრე ეხლა ყველამ რომ დაიწყოს წარმოიდგინე რა მოხდება . თამაშიდანაც და ისედაც ვიმსახურებდით . ორი გოლი გაუვარდათ ყარაულივით რასაც ჰქვია
        ჯიჯი შემეცოდა იმ ეპიზოდში , რა ბურთი ააცალა არადა კავანის თავიდან გადავირიე

        1. კაი, ბრატ შორს ნუღარ წავალთ გილოცავ ერთი სიტყვით! მრავალი ტიტული ჩვენს გუნდს!

          დათკა სტატიის დაწერის კრიტერიუმები ხო არ შეცვლილა? პარამეტრები რა სურათის ზომა და რაღაცა? ვწერდი ადრე და ახაც მინდა რა მაქვს თავისუფალი დრო და მოგეხმარებით

  3. პირველ რიგში, ყველას გილოცავთ ამ ტიტულს! ეს ყოფილიყოს ტრიუმფალური წლის დასაწყისი! ძაან მნიშვნელოვანი იყო სუპერთასის მოგება, პირველ რიგში იმიტომ რომ უფრო შეკრავს გუნდს დაარწმუნებს საკუთარ ძალებში, მეორედ იმიტოა კარგი რო სეზონის ტიტულით დაწყება ყველაზე სასიამოვნოა რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, მითუმეტეს იმ წნეხის ფონზე. მესამედ კი იმიტომ, რომ მოუწევს იუვენტუსს ისწავლოს გამარჯვება დელ პიეროს გარეშე, 19 წლიანი პაუზის შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ თამაშს.
    დავიწყებ იქედან, რომ თერთმეტმეტრიანი საეჭვო იყო, ისეთ სველ ბალახზე და ისეთ წვიმაში ვუჩინიჩი თავისით დაეცა, კონტაქტი იყო მაგრამ მას შემდეგ რაც მირკომ წაქცევა დაიწყო
    პანდევის გაგდებაც საეჭვოა, მაგრამ იმ შემთხვევაში მხოლოდ მსაჯმა და გორანმა იციან რა მოხდა და მე ვერაფერს ვიტყვი
    ხოლო ზუნიგა კი გაწირეს… პირველ ეპიზოდში როცა ყვითელი მიიღო პირლო არღვევდა და არ დადო მსაჯმა, მეორე ეპიზოდში კიდევ ვიდალი არღვევდა და არ დადო…
    ამ ყველაფრის შემხედვარე მაცარი გაგიჟდებოდა და გააგდებდნენ აბა რას იზამდნენ.

    პ.ს.

    მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც მჯერა რო ეს სუპერთასი დამსახურებული იყო რადგან რომელ უსამართლობაზეა საუბარი როცა კონტეს ფეხბურთი აუკრძალეს!!!

    ფორცა იუვე! ფორცა რაგაცი! გრაციე მირკო!

  4. უხ გენაცვალეთ, მე ვერ ვუყურე მე ჩემი თამასჰი მქონდა ქვიშის რაგბზე, იქნებ ვინმემ დამიდოდ გადმოსაწერი ლინკი ძმებო.

  5. Henry14

    ისლა რომ დაგვემატება ეხლა მთლად მაგარი იქნება, შარშანდელი ფორმა უნდა აღიდგინოოოს :up:

    ხოლო ასამოას კი ხედავთ მარცხენა ფრთის ბატონ-პატრონია და მგონი არმერო აღარც გვჭირდება :modee:

    რაც შეეხება ტოპ ფორვარდს ჯეკო ან ლორენტე მოვა და ეგაა რა…

    მოკლედ სკუდეტო უეჭველი უნდა მოვიგოთ ხოლო ლიგაზეკი მინიმუმ მე-4 ფინალს ვითამაშებთ :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.