ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( პოლი, ლორენტე )

დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსმა” გენუის “სამპდორიასთან” ანდრეა პოლის ტრანსფერის თაობაზე დეტალები შეათანხმა.მომავალ სეზონს ახალგაზრდა ნახევარმცველი მშობლიურ კლუბში გაატარებს, ბიანკონერები კი მისი უფლებათა პაკეტის მეორე ნახევარს სეზონის ბოლოს, 2013 წელს გამოისყიდის.შეთანხმების რიცხობრივი დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის დუეტმა სკუადრა აძურას შუახაზელი იგდო ხელთ.რაც შეეხება წინახაზს, აქ ანტონიო კონტეს რჩეული ფერნანდო ლორენტეა, რომლის ბილბაოს “ატლეტიკიდან” აბარგება გადაწყვეტილია.გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელები ბასკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სულ მალე, შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.ესპანელის ალტერნატივად კვლავაც ბოსნიელი ედინ ჯეკო რჩება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

რას აკეთებენ კაცო.. რათ გვინდა ლორენტე.. მაგას ჯობია აგერ გაბიადინი გადმოვიყვანოთ და აღარ გავასხვისოთ..

ჩემი აზრით გაბიადინს და ლორენტეს თანაბარი შანსები აქვთ იუვეში გაქაჩვის

NILSON
12 years ago

ჯეკო იყიდონ , ლორენტემ არამგონია ვარსკვლავები მოწყვიტოს )

lasha naxucrishvili
12 years ago

ცოტა მალე იყიდონ რა ეს თავდამსხმელი გუნდში ხო უნდა შეთამაშდეს არა გავიდა ზაფხული :down:
ისე მაროტას კომენტარი რო წავიკითხე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა გეგონება არც არავის მოყვანას აპირებს :givi:

d a v i d
12 years ago

ლორენტეს ჯობია ჯეკო ჩემი აზრით რო ვიყიდოტ და ამ ორივერს გასტონა მირჩევნია მე მარა გასტონაზე სულ დაიკარგა ინფორმაცია მგონი აღარ იუნდათ :boli:

giortgi
12 years ago

ეს პოლი არ მომდის თვალში არანაირად იმედია ვცდები მაროტამ ვინც მოიყვანა ყვაელამ გამართლა ვნახოთ. რაც შეხება ტოპ ფორვარდს ლორენტე ჯეკო გასტონი იო იო აქედან იო იო იქნება ყვალაზე კაი ვარიანტი მარა ფიურენტინა თავს იქაჯებს ლორენტე გამტანია კაია მარა ლიგაზე თუ ვერ გამოვიყენებთ რა აზრი აქ აი გასტონი კაი იქნება ჩემი აზრით არ გაუჯირდება თან ახალგაზდა ყველაფერი აქ იმისთვის რო ვასკვლავი გახდეს ჯეკოც კაი ამაზე მეტყველებს არცტუ ბევრი თამაში ითამაშა სიტში და კარგად ჩატარა მოკლედ მაროტას იმედი მქა ისეთს მოიყვანს რო იუვეს მაგრად გამოადგება :forza: :forza: :forza: :juventus:

12 years ago

ფალკაოს 35-40 მილიონად როგორ იყიდიდნენ როცა 55ად არ გაუშვა ატლეტიკომ.. ტოპ ფეხბურთელი გვჭირდება რომელიც ტოპ იგროკი იმით კი არაა რომ ძვირი ღირს ან რამე.. კონტემ იცის თავისი საქმე და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვინც გამოადგება იმას იყიდის.. შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაიგეთ.. ვერ ჩაყრის იუვე მილიარდს..

პიერო 10
12 years ago

იბრაგიმოჩის დონის თავდამსხმელი იუვეში არადროს იქნება . მასტი იმენა კლასია თავიდან ბოლომდე :love: ტრეზეც მაგარი იყო მაგრამ იბრაგიმა მაინც გიჟია. მიუხედავად იმისა რო კალჩოპოლის მერე წავიდა თუნდაც ინტერში ჩემთვის ნომერპირველია .

12 years ago

ჩემთვისაც ძმაო გეთანხმები ძალიან მაგარია..

პიერო 10
12 years ago

სულ ესეთი უფერული თავდამსხმელები რატო უნდა მოიყვანონ რა :blin: დარჩი სადაც ხარ . იოიოზე და რამირესზე ჩაკვდა ბაზარი ? დარწმუნებული ესენი თAვდამსხმელს ვერ იყიდიან იმიტო რო არ უნდა ჯიბეზე ხელის გაკვრა. ხო ნახეთ თასზე კავანისა და მარტის შორის რამხელა განსხვავებაა ტიპი იმენა ლენჩია მეორე ამაურად ჩამოყალიბდა. კვალიარელაზე არაფერს ვამბობ ის უარესია . რაც შეეხება თასს გილოცავთ ყველას . ასამოას და ვიდადალის თამაში მევასა. ვუჩომ კიდე გამოაცოცხლა მაგრა თAმაში და მისი დამსახურებაცაა რო მოვიგეთ ლიხტაც მაგარი იყო . ისლამაც თუ ეგრე ითამაშა ვაფშე გაასწწორებს მაგრამ ტოპ თავდამსხმელი მაინც გვინდა იქედან გამომდინარე რომ სიკვდილის ჯგუფში ვიქნებით . დავიჯერო ამას ვერ ხვდებიან ეს ვირთხები :blin:

d a v i d
12 years ago

ლორენტეს მოყვანას ჯობია გასტონ რამირესი მოვიყვანოთ :love: :love: :love:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ცენზურა დაიცავით

arseni
12 years ago

ძეკო კი არ არის ლორენტეს ალტერნატივა/ მგონი იუვესთვის ლორენტეა ძეკოს ალტერნატივა …… რა ლიგაზე რატომ ვერ დაგვეხმარება , ბილბაო ევროლიგაზე ატარებდა თამაშებს და არა ჩემპიონთა ლიგაზე / მგონი აქვს უფლება თამაშის

d a v i d
12 years ago

პოლის სახით კიდო ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი შევიძინეთ მარა ძაან ბევრი ნახევარმცველები რო დაგვიგროვდა ცოდვა არაა სკამისთვის? :boli: სავარაუდოდ ალბათ წელს თუ არა მომოვალ წელს ჯაკე და პადოინი დატოვებს იუვეს ეს უკანასკნელი 100% დატოვებს ტურინს :kenwvla:

mishka berianidze
12 years ago

გამოდის რომ ლორენტე თუ ვიყიდეთ ლიგაზე ვერ ითამაშებს ეს კი ძალიან ცუდია მაშინ ამ ლორენტეს + იოვეტიჩიც უნდა მივაყოლოთ თორემ ლიგაზე გაგვიჭირდება
ისე კი რა გახდა ერთ სერიოზულ თავდამსხმელში რომ 35-40 მილიონი გადაიხადონ არადა ამ თანხად თვისუფლად შეგვეძლო კავანი, სუარესი, იგუაინი, ფალკაო ერთერთის ყიდვა.

jjj jjj
12 years ago

აბა ვნახოთ ლორენტე რას იზამს… მე ჯეკო მინდოდა მაგრამ თუ კონტეს ურჩევნია ე.ი :modee:

პიერო 10
12 years ago
Reply to  jjj jjj

კონტეს მასე ჯაკერინი,პადოინი, ბორიელო მოწონს :D გემოვნება აქ აგინო მოგინდება :lool:

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x