ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 4-2 “ნაპოლი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს..

ბუფონი 7 – თითქმის გაუმკლავდა კავანის პირისპირ გარღვევას.ყველა ბურთზე, რომელზეც რეაგირება შეეძლო, დამაჯერებლად იმოქმედა.

ლუსიო 5,5 – უყურადღებო.ხშირად კარგავდა პოზიციას, ასპარეზობდა დაცვის მარჯვენა ფლანგზე.როგორც სჩანს, სამ მცველიან უკანახაზში არაფერი გამოსდის.

ბონუჩი 5,5 – ემოციები, რომელიც სამწლიანი დისკვალიფიკაციის გაუქმებამ გამოიწვია, ჯერ ჯერობით არ დაწყნარებულა.გაშვებული მეორე გოლის დროს ბურთი აჩუქა პანდევს.

ბარძალი 6 – ვეტერანი.დაცვაში იყო ყველაზე საიმედო, მაგრამ პირველი გოლის დროს მისი დადანაშაულებაც თამამად შეიძლება.

ლიხტშტაინერი 6 – აკონტროლებდა მთელს ფლანგს, მაგრამ ზედმეტად დაიხარჯა წინახაზში.

პადოინი ( 89 – ე წუთიდან ) – 6.

ვიდალი 6,5 – გააკეთა საგოლე პასი კვადვო ასამოაზე.ხშირად იხსნება, მოძრაობს და ბოლომდე იხარჯება.

პირლო 7 – ჩინელი.კვლავაც ლიდერობს “იუვენტუსის” ნახევარდაცვას და ასრულებს უდიდეს სამუშაოს.

მარკიზიო 6,5 – დაფარა რამდენიმე კილომეტრი, დარბოდა მთელს მოედანზე.მატჩის ბოლოს აკეთებს იდეალურ საგოლე პასს მირკო ვუჩინიჩზე.

ასამოა 7 – გაიტანა არაჩვეულებრივი გოლი დაახლოებით 30 მეტრიდან.მარცხენა ფლანგზე დაკისრებულ მოვალეობებს იდეალურად გაართვა თავი.

მატრი 5 – საერთოდ ვერ იბრძოლა ბურთისთვის, ითამაშა მხოლოდ 45 წუთი.

ვუჩინიჩი ( 46 – ე წუთიდან ) 7,5 – გაარტყა ძელს, გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი, გაიტანა გოლი შეხვედრის მიწურულს.

ჯიოვინკო 5,5 – ასეთ პირობებში თამაში საკმაოდ გაუძნელდა, თუმცა რთულ სიტუაციებში გუნდისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მაინც იღებდა.

ჯიაკერინი ( 101 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

წყარო : La Stampa

 

 

 

 

 

15 thoughts on ““იუვენტუსი” 4-2 “ნაპოლი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. ჩემი სუბიექტური აზრით არა სწორადაა ეს შეფასებები გაკეთებული პირლომ ვაფშე ვერეაფერი ვერ გააკეთა მარტო 2-3 მომენტში გამოჩნდა და ისეც უაზრო პასებით. სებას თამაში მომეწონა პირველი თამაშის კვალობაზე არა უშავდა დარწმუნებული ვარ ამ სეზონის განმავლობაშI უფრო და უფრო მოუმატებს. ასამოაც მომეწონა კარგათ იხარჯება და შესანშნავი გოლი გაიტანა. დაცვის ხაზზე რა ვთქვა აშკარად იგრძნობოდა კიელინის არ ყოფნა. ჯიჯიმ რაც შეეძლო გააკეთა. და ბოლოს თავდასხმა მატრის თამაში საშინელებაა თუ ვინმე არ იყიდეს მაგრად გაუჭირდებათ წელს

  2. მე რომ, მკითხოთ იუვეს მაინც ჭირდება მატრის შემცვლელი თუ მატრი მილანში გადავიდა, მართალიამ ამ ხელში მან დიდი ვერაფერი ვერ გააკეთა, მაგრამ წინა სეზონს თუ გავიხსენებთ მან 10 გოლი გაიტანა რითიც ვუჩინიჩცს და მარკიზიოს გაუთანაბრა. საერთოდ მე იუვეში ამ სეზოში ყველაზე დიდი იმედი მარკიზიოს ვუჩინიჩის პირლოს და ბუფონის იმედი მაქვს ! აბა ჰე ბიჭებო! წელს იუვემ უკეთესი სეზონი უნდა ჰქონდეს! :forza: :forza: :forza:

  3. ბაზარი არაა მაესტროა მაგარია დიდია და ტაში ტაში მაგრამ პირლომ ბონუჩის და ლუსიოს შემდეგ ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა, საერთოდ თავის თავს არ გავდა და მიეჩვიეთ იმას რომ ყველას კრიტიკული თვალით შეხედოთ არა არა მხოლოთ იმას ვინც გუშინ გადმოვიდა ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს :loool:

    1. მართალი ხარ ძმა, ჯოვინკოს დაუწყეს კრიტიკა აქ, რა გააფუჭა რო? პირველად იტამაშა ოფიციალური მატჩი და ცუდი არაფერი უქნია, პენალის ეპიზოდში მონაწილეობა მიიGო, 2-3 ჯერ დაამტვრიეს, ერთ ეპიზოდში კი მის გამო გააგდეს სუნიგა და მეტი ვერ ქნა ჯერ…

  4. ეეეხლა ჩემს აზრს მოგახსენებთ…

    1. ზიდანი გააგდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და პანდევი ვინ მიგდია რო? – მეტი დავა აღა გვინდა ამაზე! იმსახურებდა!

    2. სუნიგა იმიტომ გააგდეს, რომ შიძლება ადამიანი მოჩეხო, ხელით დაიჭირო და რაღამც ყვითელი გაქვს მოგერიდოს მსაჯი, მაგრამ როდესაც გულმკერდში განზრახ ხელს ურტყამ მოწინააღმდეგეს მიდი რა წაეთრიე გასახდელში ანაც რინგზე გადი!!!

    3. მაცარიზე რა აზრი აქვს საუბარს იქ რო ყოფილიყო რას დაგვაკლებდა რო?

    ეხლა რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს:

    ბუფონი – როგორც ყოველთვის სტაბილურია!

    ლიხშტაინერი – რაც სიმართლეა უმეტესად სუნიგამ დაჯაბნა…

    ბონუჩი – 7-8 რაც მე დავთვალე, როცა საჯარიმოდან გრძელ პასს
    აკეთებს და უაზროდ ვკარგავთ შეტევის წამოწყების შანს. ერთ ეპიზოდში გამოუვიდა და მირკოს კარგი პასი გაუკეთა.

    ბარძალი – ინარჩუნებს ძველ ფორმას, თუმც ეს ის ანდრეა მაინც არ იყო.

    ლუსიო – წონაც დასაკლები აქვს, ფორმაშიც არაა, თუმც ის ისედაც კარგ ზამენად მოიაზრება და გამოგვადგება საერთო ჯამში.

    ასამოა – მისი ტრანსფერით თავიდანვე გავიხარე, რამეთუ უდინეზეს სეზონის მიმოხილვას ვუყურე და მაგრად მომეწონა. უმაგრესია. მარცხენა ფრთის ბატონ პატრონი იყო.

    პირლო-ვიდალი-მარკიზიო – ამტრიომ მაინც გააკეთა თავისი გასაკეთებელი და დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. ფორმიდან შორს არიან მაგრამ დაიქოქება მსოფლიოს უძლიერესი ტრიო!!!

    ვუჩინიჩი – უკომენტაროდ! აჩვენა თავისი კლასი, გუნდი გამოაცოცხლა, აიკიდა პენალი, გაიტანა გოლი, 2 ჯერ კი არ გაუმართლა… მირკო არ არის ნამდვილი 9-იანი, მაგრამ არის იუვეს წამყვანი ფიგურა!!!

    სებასტიან ჯოვინკო – მართალია ყველამ იცით როგორ მიყვარს სება, მაგრამ ობიექტურად შევაფასებ:

    3-4 ეპიზოდში კარგავს ბურთს.
    ამდენივე ეპიზოდში იწყებს სწრაფ შეტევას მაგრამ ამტვრევენ და უხეშად აჩერებენ წამოწყებულ შეტევას
    პასს უკეთებს ლიხშტაინერს, ეს უკანასკნელი აწვდის და მირკო პენალტს ინადირებს…
    უხეშდებიან მის წინააღმდეგ და წითელს აკიდებიებს სუნიგას…
    არ გაუმართლა როდესაც ბეხრამიმ ჩაუჭრა ლამის კარში შეტანილი ბურთი, არ გაუმართლა პადოინის პასისა, ფეხი უცდება სველ ბალახზე…

    საბოლოოდ: ეს ის სება არ იყო, რაც პარმაში ვნახეთ… არაფერი არ გაუფუჭებია, მაგრამ მეტს ველით მისგან. ფორმაში შევა უკეთ და ალღოსაც აუღებს იუვეს სტილს. მტავარია ენდობიან და უკვე მასზეა დარჩენილი ყველაფერი…

    მოკლედ ესაა ჩემი შეფასება და მიმოხილვა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით…
    გილოცავთ კიდევ ერთხელ!!!

  5. ჩელსის წამებას კი არა ჩემს დრიმ თიმს ვუყურებ ძმებ გასოლებს და ნავაროს ვჭამთ :love: უუჰ შემოვევლე ამათ.. :mrgreen:

  6. mezgvauriii
    juve-fan

    მაგ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მასიმილიანო ნეროცი თუ გაგცემთ, ლა სტამპას ჟურნალისტი და ამ შეფასებების ავტორი )) :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.