ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხოსე ურუტია : “ლორენტე ბილბაოდან მიდის”

ფერნანდო ლორენტე ბილბაოს “ატლეტიკს” ტოვებს – გადაწყვეტილია.ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით გუშინ შეიტყობდით, ბასკების პრეზიდენტი ხოსე ურუტია პრესკომფერენციის მოწყობას რომ გეგმავდა, რომელზეც ერთ-ერთი სასაუბრო თემა ესპანელის მომავალი იქნებოდა : “ნანდომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო და ხელმძღვანელობას შეატყობინა, იგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებასთან არაფერ შუაშია ეკონომიური ფაქტორი, ლორენტემ მოგვახსენა, რომ სხვა ტურნირებში სურს ძალების მოსინჯვა”. პრეზიდენტმა დღესვე განაცხადა, რომ 27 წლის ფორვარდის სატრანფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა და სწორედ ამ ფასად აპირებენ ბასკები მის გაყიდვას.მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის მიმართ ინტერესს ბიანკონერების გარდა ლონდონის “ტოტენჰემიც” იჩენს.

წყარო : Football Italia

17 thoughts on “ხოსე ურუტია : “ლორენტე ბილბაოდან მიდის”

  1. 30 მილიონი ბევრია ძაან, ამდენს ვინ გადაიხდის? ვერც ტოტენჰემი იყიდის და ამიტო ფასს დააკლებენ მერე… ეგ მაინც წამოიყვანოს მაროტამ რა…

  2. 30 ლიმონი ცხელ გულზეა ნათქვამი. ამის ფასი 18-20 მილიონამდე ჩამოვა, შეიძლება უფრო ნაკლებიც გახდეს.

  3. არ მგონია მაროტამ 30 მილიონი რო გადაიხადოს ეგ ხო ფულის ჟმოტია მაგ ჟმოტობამ გამოიწვია იოვეტიჩის არ გადმოსვლა, ვან პერსის, დამიაოსი და რავიცი კიდე : ))

  4. ნაკლებად სავარაუდოა რომ 30 მილიონი გადაიხადონ ლორენტეში.. არამგონია რა.. 20ზე მეტი არამგონია და ბონუსებით 25მდე თუ ავიდნენ თორე იუვე არცერთ ფეხბურთელში არ იხდის პირდაპირ სოლიდურ თანხას ამ ეტაპზე..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.