ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ალვაროსადმი ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს”

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და “პორტოს” მცველი, ალვარო პერეირა სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურაა.ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და მისი აგენტის, ფლავიო პერჩმენის განცხადებით, დაინტერესებულ კლუბებს შორის ტურინის “იუვენტუსიცაა” : “ალვაროსთან საუბარი რამდენიმე დღის წინ მქონდა, ის მშვიდადაა და მოვლენათა განვითარებას ელის.ვფიქრობ, “პორტოს” დატოვების დრო დადგა.რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ინტერესს ამ დონის გუნდები იჩენენ, მაგრამ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია.ყველაზე რეალური მაინც ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატებია, ჩვენთვის მთავარია, პერეირას მომავალი კლუბი კონკურენტუნარიანი იყოს.სიახლეები რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.საკმაოდ საინტერესო წინადადება აქვს “იუვენტუსს”, ეს გუნდი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესი აქვს.მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს “ინტერიც”, “ნაპოლის” ვარიანტი კი ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია”. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელები 26 წლის ურუგვაელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ, რომელი კლუბი გადაიხდის მარცხენა მცველის სანაცვლოდ ამ თანხას, მეორე საკითხია.

წყარო : Tuttosport

30 thoughts on “აგენტი : “ალვაროსადმი ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს”

  1. მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და მჯერა რომ გაამართლებს, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ თქვენი საქმის უკეთ იცით :)

    1. უნდა გამოთქვათ კიდევაც რაზეა საუბარი :up: უბრალოდ გვქონდა , და რეალურად დღეში 7 კაცი შედიოდა და აქედან ორი ფოსტავდა …

  2. დამიჯერე არ გაამართლებს და ბანი მანი აქ არაფერ შუაშია . საქართველოში არის ერთადერთი ფორუმი , ეს არის ფორუმ.გე , სხვა ყველაფერი არის დროის ფუჭი კარგვა )))

    მწერლების საკითხს რაც შეეხება , დამიჯერე ფორუმი ამ მხრივ არანაირ სარგებელს არ მოიტანს . ჩვენ აქ გვაქვს ბლოგერების კუთხე , სადაც ნებისმიერ მსურველს გამოვუქყვენებთ სტატიას და თუ ექნება სურვილი მივცემთ იმის საშუალებასაც , რომ მან სიახლეებიც წეროს , ამაზე პირიქით ორივე ხელით ვარ თანახმა . რამდენი ხანია საიტი არსებობს და რეალურად მაინც 3-4 ვდებთ ხოლმე სიახლეებს . რეალურად ამ ადამიანებზე დგას საიტი წლებია

  3. პლუს იმიტომ იქნება კარგი ფორუმი რომ აქ საშუალება არ აქვს ყველას თავისი აზრი გამოთქვას სტატიის სახით, იქ შეგვიძლია თავისუფალი თემა გავაკეთოთ, მერე მივხვდებით ვის აქვს გამორჩეული წერის მანერა და ნიჭი, ვინ აქტიურობს, ვინ ატარებს დიდ დროს საიტზე და გამოიკვეთებიან ახალი მოდერები რაც მოგვცემს იმის საშუალებას რომ საიტი უფრო ცოცხალი იყოს ბევრი სიახლეებით!

  4. +1 ჩვენ უკვე ორნი ვართ და ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს!!! :oldman: :oldman: :oldman:

    პ.ს. თავისთავად, მზად ვარ ვიყო ჩართული მთელი სულით და გულით! :juvee:

  5. იუვენტინოებო ! ! ! :forza:

    როგორც ერთ-ერთი უხუცესი წევრი ამ უაღრესად საჭირო და საყვარელი საიტის. როგორც ერთ-ერთი ბებერი ტიფოზი იუვესი (1997 წლიდან) გამოვდივარ აბსოლუტურად რეალური და ადვილად განსახორციელებელი იდეით რაც ჩემი მოკრძალებული აზრით აუცილებელია და თქვენი მხარდაჭერა მჭირდება! :)

    მოკლედ: ვთხოვოთ ადმინისტრაცია გაგვიკეთოს ფორუმი, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო დაახლოების, საიტზე დიდხანს ყოფნის მიზეზს, ერთმანეთში აზრების გაზიარების და უფრო ღრმად ჩახედვის შავ-თეთრ სამყაროში.

    ვფიქრობ: ფორუმზე უნდა იყოს, სატრანსფერო განყოფილება, ყველა მატჩის განყოფილება სადაც სათითაოდ გავარჩევთ მატჩებს, თითოეული ფეხბურთელის განყოფილება, ჩვენი ხედვა იუვესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გალერეა და ვიდეო ლინკები… და ა.შ. ! ! !

    მოკლედ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას :) რაც გამოიხატება იმაში რომ ამ პოსტს პასუხები დაუწერეთ და მგონი მივაღწევთ შედეგს :)

  6. რაც შეეხება სტატიებს მადლობელი იყავით ჩვენი მწერლების რომ თქვენ უბრალოდ შემოდიხართ და კითხულობთ, ესენი კიდევ საიტებს ჩიჩქნიან, თარგმნიან, ფოტოებს ადებენ, დიზაინს ქმნიან სტატიისას და შრომობენ იმის გამო, რომ იუვეს ფანები ინფორმირებული იყვნენ სიახლეებით!

    ასე რომ, ძალიან გთხოვთ ბიჭებს მადლობა ვუთხრათ და შრომა დავუფასოთ!!!

    გიო-დავით-ნაჭკე-აკა :up: :up: :up: ტუ ვინმე გამომრჩა სორი :kiss:

  7. გავგიჟდი რა, პეპე გაუუშვანო ტოო…
    შარშან პეპემ დიდი წვლილი შეიტანა იუვეს ჩემპიონობაში, მარტო ლაციოსა და ნაპოლის კარში გატანილ გოლს გაგახსენბთ და მილანთან მატრიზე გაკეთებულ საგოლე პასს და ჩუუუთ ვისაც პეპე გვარად არ მოგწონთ!!! აბა როგორც ფეხბურთელი მშვენიერია!!!

  8. არავის ყიდვას არ აპირებენ ესენი ვინმე ბანდზ იყიდიან ესე 10 მილონსი და იტყვიან დიდი მომავალი აქოო ილუზია ეს ყველაპეი რა არუნდატ ამატ ლიგაზე ცარმატებული ტამაში ტან იციან რო ძლიერ ჯგუპშუ მოხვდებიან ყველა ვარიანტში

  9. რა გახდა ეს 2 პოზიციის მოტამაშე რომ ვერ იყიდეს
    ჩემის აზრით
    მარცხენა მცველად 2 ვარიანტია არმერო ან კოლაროვი
    თავდამსხმელზეც ასევე 2 იოვეტიჩი ან ლორენტე
    ასე რომ ამათგან 2 მოიყვანენ და სატრანსფერო ფანგარასაც დახურავენ
    მე რომ ვიყო ამ იუვესთვის 3-4 კაცს ავიყვანდი აი ისინიც
    მარცხენა მცველი – კოლაროვი
    თავდამსხმელები – იოვეტიჩი, კავანი
    მარჯვენა ნახევარ მცველი – გასტონ რამირესი
    გუნდიდან გავუშვებდი: პადოინი, მატრი, კვალიარელა, პეპე
    და სეზონსაც დავიწყებდი.

  10. P.S – ვისაც არ გსიამოვნებთ ჩვენს მიერ დადებული სტატიების წაკითხვა, სხვა საიტებს ეწვიეთ ძალიან გთხოვთ )) რაც მსოფლიო მასშტაბით იუვეს ეხება ყველაფერს ვდებთ და იმის კომენტარზე გამოხმაურებისა არ იყოს, მართლა ბანის ღირსია იმ კომენტარის ავტორი !

  11. არც იუვე, არც ინტერი და მითუმეტეს არც ნაპოლი ამ თანხას არ გადაიხდიან მცველის სანაცვლოდ, ინგლისელებმა შეიძლება )) ან პსჟ – მ..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.