ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პინო : ” მაროტა ლორენტესაც გაიფორმებს და ჯეკოსაც ”

კიდევ ორი კვირის განმავლობაში იქნება სატრანსფერო ფანჯარა ღია . ეს სწორედ ის დროა , რაც აქვს ჯუზეპე მაროტას თავდამსხმელის შესაძენად . Tuttomercatoweb  ლორენტე პინოს – საფეხბურთო აგენტს დაუკავშირდა და სიტუაციის გარკვევა სცადა …

რას იტყვით სატრანსფერო ფანჯრის თაობაზე ?

” იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა , ბუნებრივია ეკონომიური კუთხით ძალზედ ფრთიხლად განვითარდება . ამას ის ფაქტიც აძლიერებს , რაც მილანმა მოიმოქმედა ცოტახნის წინ , გაყიდა რა იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა , ხოლო თანაქალაქელმა ინტერმა , საერთოდ უარი თქვა იმ რამდენიმე ფეხბურთელზე , რომლებმაც სულ ცოტახნის წინ ტრიპლეტი მოუტანეს მორატის ” .

ბოლო ორი კვირის განმავლობაში , ვისგან უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ?

” ლორენტე იუვეში განაგრძობს კარიერას , თუმცა დარწმუნებული ვარ , რომ მაროტა ედინ ჯეკოსაც გაიფორმებს ” .

რომელი გუნდი გაძლიერდა დღეისათვის ყველაზე მეტად ?

” რა თქმა უნდა ” იუვენტუსი ” . ეს გუნდი ყოველთვის ძლიერდება , ახალ ფორვარდებთან ერთად კი მათი დამარცხება წარმოუდგენელი გახდება . მომწონს ასევე ფიორენტინაც . მათ ძლიერი ნახევარდაცვა და განსაკუთრებული წინა ხაზი აქვთ , პლიუს თუ იოვეტიჩი დარჩება , მაშინ განსაკუთრებით ” .

 

წყარო : Tuttojuve

 

35 thoughts on “პინო : ” მაროტა ლორენტესაც გაიფორმებს და ჯეკოსაც ”

  1. რა კაცია ორივეს გაიფორმებსო :loool: ღმერთმა ქნაას მე იმედი მაქვს ჯერ კიდევ რომ რამე სახეირო მოხდება ამ ფანჯარაში.

  2. ჯეკო უფრო ძლიერი ფეხბურთელია ვიდრე ლორენტე. მე პირადად ჯეკოს და პაცინის მოყვანა მირჩევნია, მაგრამ პაცინი ეხლა ფორმაში არ არის და მაგარი დამუშავება ჭირდება.

  3. პინო კაიფობს მგონი. ერთი ვერ უყიდია მაროტას და ორივეს მომყვანია ვითომ? ორივე არ გვჭირდება, ერთი გვინდა. ჯეკო უფრო პროდუქტიულია ჩემი აზრით. არ ყოფილა ძირითადის ფეხბურთელი და 14 გოლი გაიტანა ამ სეზონში. მაგისთვის რო დრო მიეცათ ბომბარდირობისთვისაც იბრძოლებდა. ასე რომ ჯობია ჯეკო იყიდოს მაროტამ.

  4. რაღაც არ მგონია ეს ორი ფორვარდი იუვეში ვიხილოთ / ერთ ერთს თუ გაიფორმებენ მატრიც დაიტოვონ და ეგეც კარგი იქნება

  5. თუ გინდა შედეგსაც გეტყვი

    მილანი – იუვენტუსი 1-5

    0-1 მატრი 0-2 მარკიზიო 0-3 ვუჩინიჩი 1-3 ბოატენგი 1-4 ვუჩინიჩი 1-5 კვალიარელა

  6. მაროტა ეს 2-რი ტრანსფერი თუ გაძრო მგონი ჩვენზე კონკურენციანი გუნდი ევროპაში არ იქნება ძან მაგარი კაი გზას ვადგევართ კაი პრიმავერა გვყავს ძან მომეწონა დგეს მათი თამაში პოგბა ეს ბიჭი მაოცებს მაგარი თავდაჯერებული თამაშობს და შუ მინდა რო უყურო ამ ბიჭს იმდია შანსი მიეცემა თამაშებში.. ერთი ეგა დიდი დანაკლისი რო კონტეს დისკვალიპიკაცა თორე კარგად მიდი ყველაფერი მაროტაა ტოპს უეჭველი მოიყვანს :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  7. juventino 1897

    ის იუვენტუსი წლები შენდებოდა და იმ იუვენტუსში სულ სხვა პიროვნებები იდგნენ . რატომ ადარებ ძველ დროს არ მესმის იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა . და მას შემდეგ საერთოდ იმდენი ვარსკლავი თანამედროვე ფეხბურთს არ ჰყავს როგორც ეხლა. არ შეიძლება წარსულზე საუბარი სულ . ეს ახალი გუნდია , ახალი იდეით )

    რა შუაშია სიმართლე ყოველთვის მწარეა . მოვიდნენ საჭირო ადამიანები და ორ წელიწადში ტიტული დადეს ) მე მჯერა და არაფერ შუაშია აქ არა რეალობა . იტალიაში უკონკურენტონი ვართ და ლიგის მოგება პირველივე ცდაზე იუვეს კი არა ფულით შექმნილ გუნდებს უჭირთ . სწორი მიმართულებით ვითარდებით და წარმატება არ დააყოვნებს . სახელების იქით ფეხბურთელები მაინტერესებენ მოედანზე რას იზამენ . მსიამოვნებს ამ გუნდის ბრძოლა და ყურება მოედანზე .

  8. juventino 1897

    კარგი შენ კიდე ასე პესიმისტურად რატომ ხარ განწყობილი ? უგულშემატკივრე გუნდს და რა იქნება ეს მოედანზე გამოჩნდება

    1. მე ისედაც ვბაალესიკობ გუნდს მაროტ კი არა შევარდნაძე რო დანიშნონ 14 წელია იუვენტინო ვარ და ეს არც არასდროს შეიცვლება უბრალოდ რეალურად ვუყურებ გაცილებით ყველაფერს და ვამბობ იმას რაც რეალურადაა

      1. საერთოდ როცა გულშემატკივრობ გულშემატკივრობ და ხარ სუბიექტური ))) ფეხბურთია ეს ყველაფერი ) რეალურად შეიძლება ცხოვრებას უყურო . ეს ფეხბურთია და გართობაა ) რეალობა კიდე ყველასათვის სხვადასხვაა , ჩემთვის რეალობა ის არის რომ იუვენტუსი დაბრუნდა , სხვისთვის შეიძლება ეს ასე არაა , თუმცა ეს მისი საქმეა . უბრალოდ სულ პესიმისტურად და ეს არაფრის გამკეთებელია , ცოტათი გამაღიზიანებელია ჩემი აზრით

        1. არანაირად რაც ასაღიარებელია უნდა აღიარო რა შუაშია სუბიექტრურპბა რაც არის და ხდება იმას ვხედავ და ვამბობ იუვენტუსი რო დაბრუნდა მეც ვიცი მარა არა ის იუვენტუსი რაც იყო მაგას კიდე 4-5 წელი დაჭირდება , თუ მაროტა დარჩა კი სიმართლე ყოველთვის მწარეა…

  9. კაით რა ხალხი ეს დაბოლება არ მოგბეზრდათ? მაროტა არცერთის მომყვანი არაა და ვნახოთ შეილება მოიყვანოს მარა ეგ მაგას აქტივში არ ჩაეწერებდა არავინ თქვასს მაგარიაო ძეკოს წასვლა უნდა და ლორენტეც მიდის და სხვა არავინ ეცილება და გაიფორმებს ეგეც მეეჭვება საადაც გაგანია კონკურენცია იყო იქ ვერაფერი ქნა და ვერც იზავს ეგააა მაგას ვამბობ მეც

    1. რამოდენიმე ტრანსფერის გარდა სერიოზულის არცერთი სახელოვანი არ მოუყვანია იუვეს ყოველთვის თითონ ზრდიდა ვარსკვლავებს და სიმართლე გითხრა სახელოვანი აგარ მინდა უკვე მთავარია გული ქონდეს და იუვენტინო იყოს
      არცერთმა გუნდმა არ დაიტრაბახოს რომ იუვეზე მაგარი ვარსკლავების გამკეთებელი ცეხია
      არც ფერგიუსონმა და არც არავინ

  10. მოვიცადოთ ხალხნო მოვიცადოთ შარშანწინ კრასიჩი ბოლოს გავიფორმეთ ათასი დავი დარაბის მერე.. შარშან პირლოზეც რამდენი ბაზარი იყო ხან კის ამბობდნენ ხან არას და ვუჩინიჩიც გავიძახოდ მირკო შეგვრჩა ხელშიო და კი ამოქაჩა ბოლოს და ეხლა ერთ-ერთი ჩვენი ვარსკვლავია… მოვიცადოთ ვინც არ უნდა მოიყვანონ ჯეკო ლორენტე თუ იოვეტიჩი სამივე გაქაჩავს რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.. კონტემ პეპესგან ჯაკერინისგან დეჩელიესგან დააყენა ჯიგარი ფეხბურთელები და ვიდალი მარკიზიოც ასე თუ ისე და ბარძალი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოებად აქცია აღარაფერს ვამბობ ბონუჩიზე და მის პროგრესზე და ეს კაცი თქვენი აზრით ვერ შეძლებს ან ლორენტესგან რომელიც საკმაოდ ნორმალური და კარგი ფეხბურთელია ასევე ჯეკოსგან ან იოვეტიჩისგან მსოფლიო კლასის ფეხბურთელს ვერ დააყენებს??? მე მჯერა რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ყველა გაქაჩავს კონტე და იუვენტუსი თვითონ გუნდია ამის გარანტი ჩემთვის… :forza:

  11. მაროტამ თუ ტოპ ფორვარდი მოიყვანა ამ სეზონში აგარ ვიტყვი რომ ნაგავია :D ოგონდ ლორენტე არაა ტოპ ფორვარდი . ჯეკო მოიყვანოსსსსს ორივე არ მგონია …. :forza: მაგრამ მაიც არ მჯერა მომკალი :lool:

  12. დაველოდოთ აბა და ვნახოთ ამ 2 კვირაში რას იზავენ. რაც უფრო ცოტა დრო რჩება უფრო რთულდება სიტუაცია. იდგნენ და ტვინი იჭყლიტონ ეხლა :givi:

    1. არა ძმა ნეგრედოიუვეში ვერ გაამართლებს თან ასეთი მოთამაშეები არ მესიმპატიურებიან იგივე
      ბენტი, დეფო, ბენდტნერი, ბერბატოვი, კროუჩი, იანკო, ტოივონენი, მენეზი ერთი სიტყვით ასეთი სტილის მოთამაშეები ერთ სეზონს რომ ითამაშებენ და მერე აღარ ჩანან ხოლმე
      იოვეტიჩი, სუარესი, კავანი, იგუაინი ამათგან ერთერთი რომ მოიყვანონ უკვე სერიოზული თავდასხმა გვეყოლება.

  13. ვნახოთ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ისე კი მე ლორენტეს ლევანდოვსკი მირჩევნია რომ მოიყვანონ ასევე ჯეკოზე გული მაქვს აცრუებული რადგან როცა გადმოსვლას სთავაზობდნენ უარი განაცხადა ეხლა კი რაღაც არ მინდა რომ მოიყვანონ თუ ლორენტეს და ჯეკოზე დადგება არჩევანი მაშინ ჯეკოს ავირჩევდი რადგან ესპანელები იტალიაში მაინც ვერ თამაშობენ საერთოდ კი მოიყვანონ იოვეტიჩი და ლევანდოვსკი ან ჯეკო ასევე მარცხენა მცველზე მემგონი საერთოდ აღარც ფიქრობენ რა გახდა ეს 2 ტრანსფერი დროზე მოიყვანონ რომ გუნდი საბოლოოდ შეიკვრას და ჩამოყალიბდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.