ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული საგა : ლორენტე და ჯეკო

La Gazzetta Dello Sport  – ის ინფორმაციით , ფერნანდო ლორენტემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ეს ტურინის ” იუვენტუსია ” . ბასკი ფორვარდი არ აპირებს კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელებას . თავის მხრივ , მეორე იტალიური გავლენიანი გამომცემლობა Corriere Dello Sport – ი აქვეყნებს ინფორმაციას , რომლის თანახმადაც ლორენტე კვირას გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას პრესს-კონფერენციაზე , თუ რომელ კლუბში განაგრძობს კარიერას . ინსაიდერების მტკიცებით ეს აუცილებლად ბებერი ქალბატონი იქნება . ციფრებში ყველაფერი ამგვარად გამოიყურება : 16-20 მილიონი ევრო ბილბაოს ატლეტიკს , ხოლო თავად ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტი და წლიურად 3.5 მილიონი ევრო …

ბიანკონერი ყველა საინტერესო ვარიანტს განიხილავს სატრანსფერო ბაზარზე , რომელიც რეალობად შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთს იქცეს . Tuttosport – ის ინფორმაციით , ფერნანდო ლორენტესთან ერთად , მაროტა ხავიერ ერნანდესაც შეიძენს და საბოლოოდ დააკომპლექტებს გუნდის თავდასხმას . ერთ ერთ ბოლო ინტერვიუში მექსიკელმა ფორვარდმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ როლით , რომელიც ვან პერსის მერე მიენიჭა .

ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ სიტის და ჯეკოს გზები სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაიყოფა . რობერტო მანჩინის და პირადი პრობლემების გვერდზე გადადვით ჯეკომ მიიღო გადაწყვეტილება იასპარეზოს ბოსნიის ეროვნულ გუნდში ამხანაგურ დაპირისპირებაში . საქმე იმაშია , რომ ფორვარდს მუხლზე გარკვეული პრობლემები აქვს და გამომდინარე სიტუაციიდან , რობერტოს არ სურდა , რომ ჯეკოს ნაკრებში ეასპარეზა .  ეს ინფორმაცია ნაკრების ექიმმაც დაადასტურა : ” მუხლზე მას მართლაც აქვს პრობლემები და უმჯობესი იქნება თუ თამაშისგან თავს შეიკავებს . თუმცა , გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მასსზეა . მატჩის წინ ვესაუბრეთ და მან გვითხრა რომ დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში “ . იუვენტუსი კი თავის მხრივ ტონალურ რეჟიმშია და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას .

წყარო : Calcionews24, Tuttojuve

49 thoughts on “ტურინული საგა : ლორენტე და ჯეკო

  1. ლივერპული წელსაც იგივე ნაგავი იქნება სუარესი კიდე ეგდოს მანდ მაგარი უტვინოა რა უნდა მაგ სანაგვეში ფუუ ! :down: იუვეში მინდოდა მაგრად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.